მოკლედ მაგარ ამბებში ყოფილან ჩვენი ბიჭები.
ჯერ იყო და ადმინისტრაციაში მყოფი ილხამასთვის შეუთვლია ღარიბას იქნებ კანცელარიაში მოხვიდე ან რადისონშიო. ილხამამ თუ ძალიან გინდა შენ თვითონ მოდიო. ღარიბაც არ მისულა ადმინისტრაციის შენობაში.
მერე იყო და აბდულას ელოდებოდა თურმე რესტორანში და რომ მისულა აბდულა ეს გარეთ არ დახვედრია, ჰოდა აბდულამაც ეგრე არ უნდაო და ასულა ნომერში და საათნახევარი ვითომ ცუდად იყო ექიმი გამოიძახა.
არ მგონია პროტოკოლშიკების ბრალი იყოს ეს ყველაფერი. პრობლემა ისაა ღარიბას თავი სახელმწიფოს მეთაური გონია, არადა ეგრე არაა.
მიშაზეც მოვყვები, რამე რომ არ დამაბრალოთ. სარკოზისთან ქონდა ვიზიტი მიხუილას. ჰოდა სარკოზი ჰო დაბალია და პროტოკოლს უთქვამს ჩვენი პროტოკოლისთვის ელისეს სასახლის კიბეებზე მიშა ბოლომდე ნუ ამოვა დაბლიდან ჩამოართვას ხელიო (რომ სარკო ძალიან პუჭურა არ გამოჩენილიყო მიშასთან შედარებით) ჰოდა რომ მიადგა თურმე მიშას მანქანა დგას სარკო და ელოდება კიბეების თავში მიშას (ანუ გარეთ გამოვიდა განსახვავებით მარგველასგან რომელიც აბდულას გამო გარეთ არც კი გამოვიდა) და გადმოხტა მიშა და ააჭრა ბოლომდე და მიაბანძა სარკო. საფრანგეთის პროტოკოლი ცოფებს ყრიდა მადლობა თქვით რომ მიგიღეთ და ერთი რამე გთხოვეთ და ისიც ვერ გააკეთეთო. სარკოზის მაგრად უნევრიულია. ერთი იმის დედაც იქ მარა ტეხავს რა.
წყარო არ მომთხოვოთ, იქ ვიყავი სამივეგან.
დასკვნის მაგივრად:
ღარიბა კი იძახის როგორ არ ველაპარაკები მქსოველასო , მაგრამ ფიცი გვწამს და ფაქტი გვაკვირვებს.