ჭიათურის მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემას დღეს ის საწარმო და ბუნებრივი წიაღისეული წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში მისი სავიზიტო ბარათი იყო. როგორც მოსახლეობა განმარტავს მათი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. ტყეები თითქმის სრულიად განადგურდა. არის შემთხვევები, როდესაც კომპანია ,,Georgian Marganets” – ის მიერ მადნის მოპოვება თავად მოსახლეობას და მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის.
სააგენტო ,,Imereti News” – ი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში იმყოფებოდა, სადაც აქტიურად ხდება მარგანეცის მოპოვება და სოფლის მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, როგორც ისინი ყვებიან, მადნის აღმოჩენის შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე ტყე იჩეხება და მარგანეცის მოპოვება ხდება , ხოლო შემდეგ კარიერი რჩება ამოთხრილი და მის მოწესრიგებაზე არავინ ზრუნავს.
,,დაიწყებენ ძიებას, გადათხრიან და ტერიტორიას მიატოვებენ . ეს ყველაფერი ადრეც ხდებოდა კომუნისტების დროს და არ არის ახალი თუმცა, არა ამ ინტენსივობით და არა ასე უგულისყუროდ. ტერიტორიები ჩვენ აღარ გვეკუთვნის, ადამიანს სახლის აშენება სურს და ამის უფლებას არ აძლევენ, რადგანაც მთელი ტერიტორიები მათზეა გასხვისებული. ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში, ვატიკანზე უფრო ძლიერი. ხელისუფლებაც უძლურია მათ წინაშე, რადგანაც ისეა საქმე მოგავრებული, რომ სახელმწიფოზე მეტი უფლებები გააჩნიათ. სამაშველო სამსახურის ახალი შენობა აშენდა და შემდეგ გაირკვა, რომ იმ ტერიტორიაზე ტელეფონის ცუდი კავშირი იყო, ამიტომაც, საკრებულომ მოითხოვა სხვა ტერიტორიის გამოყოფა, თუმცა ,,Georgian Marganets” – ის მიერ უარი იქნა ნათქვამი,”- განაცხადა ასოციაცია ,,ჭიათურელთა კავშირის“ ხელმძღვანელმა შოთა გაფრინდაშვილმა.
ერთ-ერთმა სოფლის მცხოვრებმა რეზო კავთელაძემ განაცხადა, რომ მას უკვე დიდი ხანია სურს სახლი აიშენოს, თუმცა ამის საშუალებას ,,Georgian Marganets”–ი არ აძლევს.
,,საკუთარი ადგილი მაქვს, სადაც მინდა სახლი ავიშენო, საძირკველი უკვე გაკეთებული მაქვს, თუმცა ,,მარგანეცის“ ხელმძღვანელობამ მშენებლობა შემაწყვეტინა და გამაფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშენებულს საკუთარი ხელით დამანგრევინებდნენ,“ – განაცხადა კავთელაძემ.
როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ ,,Georgian Marganets”–მა ყოველგვარი ნაკისრი ვალდებულება უგულვებლყო და მის ასე მძლავრად ფეხის მოკიდებას ხელი წინა ხელისუფლებამ შეუწყო, მათივე თქმით, საწარმოში, სადაც დასაქმებულთა უმეტესობა ქალია, გაუსაძლისი პირობებია, მათ მხოლოდ ერთი სველი წერტილი ემსახურებათ.
,,თორმეტი სოფელი გვყავს, მსგავს მდგომარეობაში ეს არ არის მხოლოდ, სოფელ რგანის პრობლემა, ეკოლოგიის თვალსაზრისით კატასტროფის წინაშე ვართ. მსგავსი სახის პრობლემები მანამდეც იყო, როდესაც ,,ჭიათურ მანგანუმი“ ფუნქციონირებდა, თუმცა არა ამ დოზით. შემდეგ , ეს კომპანია ხელოვნურად წინა ხელისუფლების დროს გააკოტრეს და ,,Georgian Marganets”–ი შემოვიდა , რომელმაც ყოველგვარ ნაკისრ ვალდებულებას ხაზი გადაუსვა და ერთგვარი მონოპოლია მოიპოვა. ჩვენ წერილით მივმართეთ გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს თუმცა, მათგან არანაირი რეაქცია არ არის, ხალხის პირობები კი უფრო უარესდება. საწარმოში 500 – ზე მეტი თანამშრომელია და მათი უმეტესობა ქალია, რომლებსაც მხოლოდ ერთი სველი წერტილი ემსახურებათ. ეს არის ყველაზე მცირე, რაც კი შეიძლება იმ პრობლემებიდან ჩამოვთვალოთ, “ – განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ.
http://imeretinews.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E...83%9D%E1%83%A8/
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"