მაქვს ასეთი შემოთავაზება: 1 თვის წინ გამოვიწერე LG G2 sprint ვერსია, შავი ფერის, ოღონდ სენსორგატეხილი, იმედი მქონდა რომ მე თვითონ მოვახერხებდი სენსორის შეცვლას, მაგრამ გახსნის დროს ეკრანიც დავაზიანე. შემდეგ გამოვიწერე ორიგინალი ეკრანი და სენსორი კომპლექტში (ქარხნულად დაწებებული) და მე თვითონ ჩავაწებე ორმაგი სკოჩით, მაგრამ ცუდად მაქვს დაწებებული (ქვედა მარცხენა მხარეს ეკრანს და კორპუსს შორის ადგილი არის დარჩენილი).
სენსორი კარგად მუშაობს, არ აქვს მკვდარი ადგილები, თან ახალია და ნაკაწრები არ აქვს. კორპუსი ცოტათი დაფხაჭნილია.
კოდიც არ მომიხსნია.
ასევე დაშლის დროს ერთი ხრახნი (ვინტი) ჩამიტყდა და კორპუსში არის ჩარჩენილი, აღარ მომიძვრია, რადგან ხელს არაფერში უშლის.
ხელოსანთან სავარაუდოდ ორივე (ტელეფონის დაშლა, სენსორ-ეკრანის თავიდან კარგად და ლამაზად ჩაწებება და მერე კოდის მოხსნა) ერთად მაქსიმუმ 50 ლარი დაჯდება. თუ თქვენ თვითონ მოახერხებთ ეს ხარჯიც არ გექნებათ.
ტელეფონის მონაცემებს აღარ დავწერ, ალბათ ყველამ კარგად იცით რა ტელეფონიც არის.
გაცვლა არ მინდა.
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ, არ მოგერიდოთ
მისაღები იქნება პოზიტიური და უარყოფითი გამოხმაურებებიც.
დამავიწყდა დამეწერა რომ არის მხოლოდ ტელეფონი
This post has been edited by datvina on 12 May 2014, 13:17