#40121769 · 8 Mar 2014, 05:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ზოგადი უნარები" საქართველოში 2015 წლიდან ბარდება ეროვნულ გამოცდებზე და სხვადასხვა სახის ტესტირებებზე (ბანკი, სამინისტრო აკადემიები და ა.შ.), ზოგისთვის მისაღები იყო ამ ტიპის გამოცდა, ნაწილისთვის კი დღესაც გაუგებარია რატომ ბარდება. მიიჩნევენ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ტესტი, თუმცა თვითონ გამოცდის საკითხები შეიცავს სხვადასხვა სახის საგნებს: მათემატიკა, ქართული ენა, ლოგიკა (ფოლოსოფიის საგანია) და ა.შ. ამ ტესტს ფსიქოლოგიურს უწოდებენ იმიტომ, რომ მოწმდება ინდივიდის აზროვნება, შედეგების მიხედვით ვარაუდობენ მომავალში როგორ აითვისებს სპეციალობას. ეს "საგანი" მისაღებია ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და ა.შ. მე პირადად ზოგადი უნარების მასწავლებელი ვარ და ვფიქრობ საფუძველი უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ეროვნულ გამოცდებზე შეძლოს ჩაბარება, რადგან ეს საგანიც საჭიროებს შესწავლას, მაგალითად ლოგიკურად მსჯელობა ნიშნავს ლოგიკურ კანონებზე დაყრდნობით მსჯელობას: შარშან ჩემთან ერთი სტუდენტი მოვიდა (მაგისტრატურისთვის ემზადბოდა) , რომელიღაც მასწავლებელთან ემზადებოდა და მთხოვა მეც დავმხარებოდი, რადგან მისი თქმით ეს პედაგოგი არ ასწავლიდა საჭიროების შესაბამისად. როცა ჩემთან მოვიდა და ლოგიკური ტესტები გავაკეთებინე აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდა. ვკითხე შენმა მასწავლებელმა არ გასწავლა მეთქი? - მიპასუხა: იმ რეპეტიტორმა ასე მითხრა შენი ლოგიკით უნდა გააკეთოო... სინამდვილეში ლოგიკას თავისი კანონები აქვს. მაგალითად: მაღალის საწინააღმდეგო "ჩვენი ლოგიკით" არის დაბალი, ლოგიკური კანონით კი არის "არამაღალი" - მაგალითად შეიძლება იყოს საშუალო სიმაღლისაც და არა დაბალი... მიხვდით ალბათ რისი თქმა მსურდა: ლოგიკას თავისი კანონები აქვს და მოსწავლეებს საჭიროებთ, რომ გაეცნონ ამ საგანს, საფუძველი ჰქონდეთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა (ზოგს არ აქვს მატერიალური საშუალება კერძო რეპეტიტორთან მომზადებისა, სწავლის გარეშე კი გაუჭირდება "თავისი ლოგიკით" სწორად დაწერა).
This post has been edited by ravira on 8 Mar 2014, 05:25
|