სასწრაფოდ მჭირდება ორგანიზაციის ან ორგანიზაციების ნომერი რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას:
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ვნახე ახალგაზრდა ქალი ხელში 1 თვის თოთო ბავშვით. იჯდა და ტიროდა. არც ერი არც ბერი ყურადღებას არავინ არ აქცევდა. შემეცოდა გამოველაპარაკე და გავიგე რომ "ხაზეიკას" დღეს გამოუგდია სახლიდან. არავინ არ ჰყავს სულ უპატრონოა. ქუჩაში ვარ მთელი დღე მშიერი და წასასვლელი არ მაქვს არ ვიცი რა მეშველებაო. ძალიან საცოდავი იყო ციცქნა ბავშვით

ვეჭვობ რომ არის საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლი ე.წ. უკანონო ბავშვის დედა. სხვა ვერაფერი ვკითხე მეც საქმეზე მეჩქარებოდა. გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ჩავიწერე სახელი და გვარი. დავპირდი რამე ორგანიზაციას მოგინახავ-მეთქი. აუ მითხარით ვის მივმართოოოო. აზრზე არ ვარ. დღეს გარეთ მოუწევს ღამის გათენება. უკვე საღამო წამოვიდა
ნომერი მომეცით ვინმესი თუ იცით ან საპატრიარქოში ხო არ დავრეკო? დაეხმარებიან?
თემა აქ იმიტო გავხსენი რო ბევრი ხალხი შემოდის!!!!!!!!!