საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნის დატოვების უფლება, "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", შეეზღუდოთ.
აღნიშნული ცვლილება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შედის.
აქამდე, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნიდან დროებით გასვლაზე უარს ეუბნებოდნენ, მხოლოდ მაშინ, თუ მას სამართალდამცველები ეძებდნენ და/ან თუ ყალბ ან ძალის არ მქონე საბუთებს წარადგენდა.
დეპუტატების ირინე იმერლიშვილის და ზურაბ აბაშიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით კი, მოქალაქეს საქართველოს დროებით დატოვების უფლებას სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეც არ მისცემენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პირველად საინფორმაციო სააგენტო ექსპრესნიუსმა (EPN.GE) გაავრცელა.
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/116360/არ მიიღოთ ეს კანონი, სირობააა.