#40806706 · 3 May 2014, 18:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენი ვიზა დიდ ჟურნალისტიკაში- უნიკალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის - თუ თქვენ გინდათ ჟურნალისტიკას დაუკავშიროთ თქვენი მომავალი, გაინტერესებთ გამოსცადოთ თქვენი ძალები ამ სფეროში, უკვე დღეიდან დაიწყოთ ამ რთული და საინტერესო პროფესიის დაუფლება და მოიპოვოთ დიდი უპირატესობა სხვა თანატოლებთან შედარებით, მაშინ დღესვე უნდა დაგვიკავშირდეთ. ტრესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, ჟურნალისტიკის სკოლაში ჩაირიცხებით.
რას ვისწავლით:
ჟურნალისტიკის საფუძვლებს - როგორ და რა თემებზე უნდა დაწეროთ; ფაქტებთან მუშაობას - როგორ უნდა მოიპოვოთ მასალები და ფაქტები; რესპონდენტთან ურთიერთობას - ინტერვიუს ჩაწერა-დამუშავება; უფლებები და ეთიკური ნორმები - უნდა იცოდეთ რისი უფლება აქვს ჟურნალისტს და რესპონდენტს, სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანების უფლებების შელახვას შორის; ჟურნალისტური გამოძიება - ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობა, ფორს-მაჟორი, საგამომძიებლო ჟურნალისტიკის ძირითადი ნომრები და სტანდარტები; ფოტო-ჟურნალისტიკა; მობი-სიუჟეტი - ვიდეო სიუჟეტების ჩაწერა, მონტაჟი და განთავსება ინტერნეტ-რესურსებში; რადიო - ჟურნალისტიკა; ახალი მედია - ბლოგის, სოციალური ქსელები, საიტის მუშაობის პრინციპები და საკუთარი ბლოგის წარმოება; სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობა - საჯარო დოკუმენტების გამოთხოვა, ინტერვიუების, შეხვედრების შეთანხმება, ინტერვიუების და მასალების მომზადება;
როგორ ვისწავლით
სწავლების პირველ ეტაპზე თქვენი დროის 50% თეორულ კურსს დაეთმობა, კვალიფიციური და გამოცდილი ჟურნალისტები ინტერაქტიულ რეჟიმში, პრაქტიკული მუშაობისთვის აუცილებელ ცოდნას მოგცემენ; მეორე 50% კი პრაქტიკულ მუშაობას დაეთმობა, თქვენ პირველივე დღიდან გამოცდით რას მიშანავს იყო ჟურნალისტი, ჩაიწერთ ინტერვიუებს და განათავსებთ მათ ახალ მედია საშუალებებში, მოეწყობა გასვლები რეპორტაჟების, ფოტო-რეპორტაჟების და მობი-სიუჟეტების მოსამზადებალად. თითოეულ მასალას განვიხილავთ პრეს-კლუბის რეჟიმში, სადაც ვისაუბრებთ პროფესიულ სირთულეებსა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესახებ, კომუნიკაციისა და გადმოცემის უნარების გამუჯობესების მიზნით, თითოეული მოსწავლე პერიოდულად გახდება მასწავლებელი და ჩაატარებს ლექციას შერჩეულ თემაზე. სკოლაში სწავლება ტარდება კვირაში ორჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათი, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი დღე - შაბათის და კვირის ჩათვლით. საზაფხულო სკოლა
განსაკუთრებით ინტენსიური სწავლისა და მუშაობის რეჟიმში, გადავალთ საზაფხულო არდადეგების დროს, ამ პერიოდში მოვაწყობთ რამდენიმე დღიან გასვლებს სხვადასხვა რეგიონებში, ჟურნალისტიკის სკოლა - საზაფხულო სკოლის რეჟიმზე გადავა მაისის შუა რიცხვებიდან და იმუშავებს 25 აგვისტომდე, ხოლო 25 აგვისტოდან ჩვეულ კვირაში 4 საათიანი მუშაობის განრიგით გავაგრძელებთ მუშაობას.
რას მოგცემთ ჩვენი სკოლა
პირველ რიგში, დარწმუნდებით, ნამდვილად გსურთ თუ არა ჟურნალისტობა, ეს პროფესია შინაგან მოწოდებასთან ერთად, შრომისმოყვარეობასა და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვასაც გულისხმობს.
მოგცემთ ცოდნასა და გამოცდილებას, რათა სწავლის პარალელურად, შეძლოთ ჟურნალისტად მუშაობაც თავისუფალ რეჟიმში (სააგანტოებში, გაზეთებში, ჟურნალებსა და რადიოში) წარმატებულ სტუდენტებს გავუწევთ რეკომენდაციას და დავეხმარებით დასაქმებაში.
თქვენ ასევე გაიუმჯობესებთ:
კომუნიკაციის უნარს, წერის კულტურას და შემოქმედებითი აზროვნების უნარს, შედეგზე ორიენტირებული ქმედებების, დაგეგმვის და ლოგიკური აზროვნების უნარებს. უკეთესად შეგეძლებათ მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობებისა და მიზნების რეალიზაცია, იმოქმედოთ დამოუკიდებლად და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები რთულ ვითარებაში. სწავლის პერიოდში თქვენ მიიღებთ ჟურნალისტიკის სამოქალაქო კლუბის წევრობის დამადასტურებელი მოწმობას (ბეჯს). სწავლის დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერთიფიკატი.
ჟურნალისტიური სკოლის პროგრამის ფასი დიფერენცირებულია:
სტანდარტული ღირებულება თვეში - 170 ლარი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის თვეში - 148 ლარი სკოლის მოსწავლეებისთვის თვეში - 83 ლარი როგორ უნდა გავხდე „ჟურნალისტური სკოლის“ მოსწავლე?
ამისთვის აუცილებელია გიყვარდეთ ჟურნალისტიკა, იყოთ არანაკლებ 14 წლის და წარმატებით გაიარო ზოგადი ტესტი.
მანამდე კი უნდა მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ (+995 598)10 94 77 და გამოგვიგზავნოთ თქვენი СV ან ბიოგრაფია: cjcvacansy@gmail.com
|