Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(11)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
მესხების ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#52597193
· 25 Apr 2018, 19:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1939 წ. აღწერის მიხედვით მესხეთ- ჯავახეთში ცხოვრობდა 88 000 თურქი ანუ თათარი იგივე თურქ- მესხები. დღეს საქართველოში მიიჩნევენ რომ ესენი აროან გამაჰმადიანებული მესხების შტამომავკები . თუმცა ნაწილი მიიჩნევს რომ მათი უმრავლესობა არაქართული თურქული წარმოშობის არიან . მე ვემხრობი ამ ბოლო მოსაზრებას და შევეცდები ავხსნა ჩემი პოზიცია ამ პრობლემაზე.
მესხეთში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი მართლაც ქართული(მესხური) წარმოშობის იყო და ზოგიერთ ადგილას მაგ. სს. აწყურში, კლდეში ,უდეში ქართულენოვანი მუსლიმები ცხოვრობდნენ .
Газета "Кавказъ" .
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#52597213
· 25 Apr 2018, 19:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ესაა ისარლოვის იგივე ისარლიშვილის ცნობა გამოქვეყნებული მაგ გაზეთში , თუმცა ესეც საკმაოდ მიკერძოებულად წერს ბაბუამ და ბებიამ მითხრაოს სტილში ,მაგრამ ის რაც ნახა ს.აწყურში და მის მიმდებარე სოფლებში მგონი სინამდვილეა.
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#52597373
· 25 Apr 2018, 20:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თურქული წარმოშობის არიან .
ნაწილი ალბათ ქართველი იყო , ნაწილი გათურქდა , ზოგიც ნაღდი თურქი იყო...დღეს უკვე თურქული ჯგუფია.
შეგნებით მითუმეტეს.
ჩამოსახლებად არ ღირს ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Temperance
Super Member
ჯგუფი: Registered
Temperance
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 238038
რეგისტრ.: 14-November 17
#52597415
· 25 Apr 2018, 20:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მესხზე და ქართლელზე ნაღდი ქართველი არავინ იყო.
მესხი ქართული წოდებაა, მერე რა რო ოდესღაც გათურქდნენ და ახლაც ბევრია მათ შორის თურქი?
ეგენი არიან თურქი მესხები.
--------------------
Debnam-Carey! ❤
P.S.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#52597473
· 25 Apr 2018, 20:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ ,
მე ე.წ თურქ მესხებზე დავწერე , რომლებიც ასე მრავლად იყვნენ მესხეთის ტერიტორიაზე და ეთნო-რუკის დიდი ნაწილი ეჭირათ მესხეთში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#52597550
· 25 Apr 2018, 21:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მას შემდეგ რაც 1578 წელს მესხეთი და ჯავახეთის ოსმალეთმა დაიპყრო ,მინიმუმ ორჯერ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მესხების გადინებას ქართლში,იმერეთში და გურიაში . პირველად 1578 წელს და სავარაუდოდ უფრო დიდი ნაკადი 1620-1630წწ.
ხოლო როდესაც ეს მხარე რუსეთმა დაიპყრო 1829 წ. მოსახლეობის რაოდენობა მარტო მესხეთში ჯავახეთის გარეშე 1,5 ჯერ მეტი იყო ვიდრე გურიაში . ეს იმის გათვალისწინებით რომ 1828-1829წწ. მუჰაჯირობას ჰქონდა ადგილი .
ეხლა რა გამოდის ? მესხეთიდან გადის ხალხი სამ რეგიონში თან მთელი გვარებიც იქმნება მესხი,მესხია,ჯავახიშვილი ,მგალობლიშვილი,მენაბდე და ა.შ. ანუ მინიმუმ 1/3 სხვაგან მიდის და მის მერე 300 წელი გადის მესხეთში გურიაზე უფრო დიდი მოსახლეობა ცხოვრობს ? რა თქმა უნდა ადგილი ჰქონდა მოსული ელემენტის ჩასახლებას მესხეთის მთელ რიგ სოფლებში რამაც გამოიწვია ეთნიკური სურათის ცვლილება . სავარაუდოდ დარჩენილი გამაჰმადიანებული ქართული ფეოდალები თავიანთ დაცარიელებულ მამულებში ასახლებენ თურქეთიდან მოსულ მწყემსებს ,გკეხებს და ესენი ნომინალურად იმავე იაშვილ,დიასამიძეებს ექვემდებარებოდნენ .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#52597616
· 25 Apr 2018, 21:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბევრ სომხურ გვარიან მესხს ვიცნობ - ასპინძიდან, ადიგენიდან და ახალციხედანაც, რომლებსაც თავისი ძველი გვარი ახსოვთ. ამჟამინდელ გვარებზე ამბობენ, რო თურქების პერიოდში ინათლებოდნენ ზოგი კათოლიკედ (ძირითადად ადიგენში და ახალციხეში), ზოგი გრიგორიანელად და სომხურ გვარს იღებდნენ (გრიგორიანელები)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#52597705
· 25 Apr 2018, 21:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ანუ მინიმუმ 1/3 სხვაგან მიდის და მის მერე 300 წელი გადის მესხეთში გურიაზე უფრო დიდი მოსახლეობა ცხოვრობს ? რა თქმა უნდა ადგილი ჰქონდა მოსული ელემენტის ჩასახლებას
გურიის მოსახლეობას რატომ იღებ საზომად..
გურიის ტერიტორია, დღევანდელი მესხეთის ერთი მუნიციპალიტეტის ტოლია ( დღეს კი მესხეთი იმის ნახევარიც არაა რაც იყო) , ლოგიკურად მეტი მაცხოვრებლით...
რამდენი იყო მესხეთის მოსახლეობის რაოდენობა გადინებამდე და გადინების შემდეგ არის ინფორმაცია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
mtiuli...
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 215505
რეგისტრ.: 10-March 16
#52597779
· 25 Apr 2018, 21:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Carver
QUOTE
გურიის მოსახლეობას რატომ იღებ საზომად..
გურიის დიდი ნაწილი ვაკეა და უფრო მეტ მოსახლეობას დაიტევს/შეინახავს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#52598346
· 25 Apr 2018, 23:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩარვერ
მესხეთი - იგულისხმება ადიგენი,ახალციხე და ასპინძა .
1829 წ. იქ ცხოვრობდა 40.000 მცხ.
გურიაში ოფიციალურად 30.000.
აჭარაში 1878 წ. ცხოვრობდა 48 000
და გურიაში ამავდროულად 60 000.
ეტყობა რომ აჭარაში უცხო ელემენტის შემოსახლებას ადგილი თითქმის არ ქონდა თორე აჭარაში რავა იცხოვრებიდა გურიაზე ნაკლები მოსახლეობა?
* * *
მტიული...
QUOTE
ზოგი გრიგორიანელად და სომხურ გვარს იღებდნენ (გრიგორიანელები)
როდესაც რუსის ჯარი შევიდა ახალციხეში 1829 წელს სომეხი-გრიგორიანელი დიდი იშვიათობა იყო.
იქ ცოტა რაოდენობით ცხოვრობდნენ სომეხი-კათოლიკები თვით ქ.ახალციხეში და ცოტა მიმდებარე სოფლებში .ასევე სომეხი კათოლიკები ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში შემორჩნენ . მართლმადიდებლების და გრიგორიანელების პატრონი მანდ არავინ იყო ხოლო კათოლიკებს ფარავდა რომის პაპი.
ადგილობრივ ქართველებზე ვინც იღებდა კათოლიკობას სომეხ კათოლიკებს ქონდათ გავლენა ამიტომ დასაშვებელია რომ ზოგ მათგანს სომხური აღნაგობის გვარი მიენიჭა ქართული დაბოლოების.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ingfari
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13766
წევრი No.: 225720
რეგისტრ.: 6-November 16
#52598559
· 25 Apr 2018, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1.გურია და სამცხე დაახლოებით ერთი ზომის არიან, მოსახლეობაც თითქმის ერთი ოდენობის ყავდათ.
სხვაობას იძლეოდა ქალაქი ახალციხე, რომელიც XIX საუკუნის 20-ან წლებში ლამის თბილისის ზომის ქალაქი იყო რამდენიმე ათასი ოჯახით, გურიაში ქალაქი საერთოდ არ ყოფილა.
2.მესხეთის დამტოვებელი ვინც იყო ის XVII-XVIII საუკუნეებში წავიდა, ვინც დარჩა ან გამუსლიმდა ან რამდენიმე სოფელში მართლმადიდებლობა შეინარჩუნა, ზოგან კი კათოლიციზმი მიიღო.
ანუ მოსახლეობის რაოდენობის აღდგენის პრობლემა არ იყო, მითუმეტეს თუ 1/3 წავიდა, ამაზე არანაკლები მოვიდა(თურქი, ქურთი), თანაც ახალციხე დიდ სამხედრო, პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად იქცა ოსმალეთის დროს.
3. დაახლოებით ნახევარი ახალციხის მაზრის(სამცხის) მუსლიმი მოსახლეობისა 1886 წელს ქართველია, ქართულ და თათრულ მოსახლეობას შორის არის მკაფიო ეთნიკური და გეოგრაფიული საზღვრები, ანუ ეს არაა მოგონილი ციფრი ან აღმწერების შეცდომა.
რაც შეეხება მეორე თათრულ ნაწილს, ესენი უმეტესად მოსული თურქებია+ადგილზე უმცირესობაში დარჩენილი და თურქებთან შერწყმული გამუსლიმებულ-გათათრებული ქართველები.
ამიტომ დაახლოებით 2/3 სამცხელი "თურქი-მესხებისა" ქართული ძირი აქვს.
თუმცა ეს მხოლოდ წარმოშობაა, ახლა ესენი ყველა თურქული იდენტობის მატარებლებია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#52598852
· 25 Apr 2018, 23:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაცოუ სამცხედან მაჰაჯირები 1830-32 წ. თითქმის არ წასულან, წავიდენ ჯავახეთიდან
1828 წ.შეთქმულების ჩახშობის მერე ქართული საზოგადოება იმდენად დემორალიზებული იყო რომ ასეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა როგორიც იყო მესხეთის მუსლიმი მოსახლეობის აყრა გასახლება შეუმჩნევლად გაატარა.მხოლოდ თერგდალეულებმა და პირველმა დ.ბაქრაძემ მიაქცია ყურადღება ამ საკითხს.
მანამდე მხოლოდ ადგილობრივმა კათოლიკე მესხმა პატრიოტებმა დატოვეს თავისი მემუარები, ამათგან აღსანიშნავია ახალციხის აღების მოწმე ი.ნებიერიძე და ე.წ.ახალციხური ქრონოგრაფის ავტორები.
ჩემი აზრით მუსლიმი მესხების 1/3 მინიმუმ და შეიძლება 2/3 იც არაქართული წარმოშობისაა.
აღწერაში ცალკე არიან აღნიშნული თათრები და ცალკე თურქები.მე ვკითხე მუსლიმ მესხებს რა განსხვავებაა ამათ შორის მეთქი და მიპასუხეს არ ვიცითო.ჩემი აზრით "თურქებად" სწორედ ქართველი მუსლიმებია აღნიშნული.
საერთოდ მესხეთის განთავისუფლების მერე თურქები დაშინდენ ქართველებმა და რუსებმა არ გაგვყარონო და "ოსმანლი"ს ნაცვლად დაირქვეს "იერლი" ადგილობრივი, ამას ისიც უწყობდა ხელს რომ ისინი ოსმანთა საგვარეულის ქვეშერდომნი აღარ იყვნენ.
This post has been edited by
Kakha.G
on 26 Apr 2018, 00:20
--------------------
Pissing outdoors is one of modern man's last true pleasures
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
Carver
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10345
წევრი No.: 105662
რეგისტრ.: 23-November 09
#52598975
· 26 Apr 2018, 00:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
QUOTE
მესხეთი - იგულისხმება ადიგენი,ახალციხე და ასპინძა .
კოლა-არტაანი არ იგულისხმება სამცხეში?
ანექსიის დროს კოლა- არტაანი მესხეთის ნაწილი იყო, ისევე როგორც ახლა ჯავახეთია..
ან მოსახლეობის რაოდენობის აღწერისას ჯავახეთის მაცხოვრებლებს რატომ ვტოვებთ, ის რაც სამცხეში მოხდა, მოხდა ჯავახეთშიც..
This post has been edited by
Carver
on 26 Apr 2018, 00:11
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT
ჯგუფი: Members
წერილები: 18156
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15
#52598998
· 26 Apr 2018, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მესხეთი არის ქვეყანა ტაშისკარიდან კარნუქალაქამდე
ხოლო სამცხე არის ახალციხის ადიგენის და ბორჯომის რნ.+ფოცხოვის ხეობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#52599033
· 26 Apr 2018, 00:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Kაკჰა.G
რავა არ წავიდნენ ბიჯო ?
ქ.ახალციხის გარდა მის მიმდებარე რამოდენიმე სოფელი დაიცალა - სხვილისი,საძელი და ა.შ. სწორედ მანდ დასახლდნენ სომხები ერზურუმიდან . საერთოდ ახალციხის ყველა მიმდებარე სოფლებში სადაც დღეს სომხები ცხოვრობდნენ 1828 წლამდე მუსლიმები ცხოვრობდნენ .
რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას 1832 წელს იქ ცხოვრობდა :
მესხეთში - 35 000
ჯავახეთში - 5500
* * *
ჩარვერ
მე არ ვემხრობი ტერმინ სამცხეს რომელიც ნიშნავდა მესხეთს ვიწრო მნიშვნელობით .
ეს ადვილად იმოწმება თუნდაც იმით რომ არსებობს ეთნოგჯუფი "მესხი" ხოლო ეთნოჯგუფი "სამცხელი" არასოდეს იყო ხმარებაში :-)
ამიტომ მესხეთი ადიგენ,ახალციხე ,ასპინძის აღმნიშვნელია .
კლარჯეთი და ტაო მესხეთით იგულისხმობდა ძირითადად იმიტომ რომ გარკვეული დროის განმავლობაში ემორჩილებოდა ახალციხეს ანუ ათაბაგებს .
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(11)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0859 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.