მე მგონი ვერ ვარ ცოტა, დამეხმარეთ რა.
ვერ გავიგე რა მინდა.
მოკლედ არის ერთი ბიჭი რომელიც დავინახე თუ არა აი სიგიჟემდე მომეწონა. რატო არც ვიცი, ეგეთ გარეგნობისას სხვას შეიძლება არც შევხედო, მაგრამ მაგაზე რაღაცნაირად ვგიჟდები.
წუთი არ გადის მასზე რო არ ვფიქრობდე. ლამის დეპრესიაც დამეწო. მგონია თუ ის ჩემს გვერდით იქნება ყველაზე ბედნიერი ვიქნები. რომ წარმოვიდგენ რომ შეიძლება სხვასთან იყოს საშინელ ტკივილს ვგრძნობ. და მგონია მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები.
გადავწყვიტე გამერკვია არის თუ არა ეს სიყვარული და წარმოვიდგინე : რომ მოკვდეს ან ცუდი რამე შეემთხვას რას ვიგრძნობ?
და ვხვდები რომ არაფერს არ ვიგრძნობ, არც შემეცოდება. როგორც ადამიანი ალბათ შემეცოდება მაგრამ დიდად არ ვინაღვლებ. პირიქით კმაყოფილიც ვიქნები რომ ასე ვთქვათ გაქრა ამ სამყაროდან და ვერავინ დაისაკუთრებს.
თუ მიყვარს ნუთუ შეიძლება მისი სიკვდილი არ მანაღვლებდეს? და რამე ცუდი თუ მოუვა მეკიდოს?
და თუ არ მიყვარს რატომ ვფიქრობ მასზე და რატო ვგრძნობ თავს ასე ცუდად მის გამო?
ვერ გამარკვევთ ჩემს გრძნობებში?

მე ძაან დავიბენი...