anjelli
დედას გიჟი : (

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1808
წევრი No.: 116337
რეგისტრ.: 30-May 10
|
#40963397 · 17 May 2014, 14:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, მომავალი დედა ..
წერის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მითუმეტეს საჯარო წერილებისა , მაგრამ ხდება ხოლმე როცა ერთ, არც თუ ისე ჩვეულებრივ შემთხვევაში გინდება მოყვასის ჭირ-ვარამი გაიზიარო და მის პათოლოგიაშI გადასულ დედობრივ ინსტქიტს თუ თავმოყვარეობას ''ჰომოფობიურ" ქრისტიანული პასუხი გასცე..
17 მაისი საქართველოს ეკლესიამ ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა.არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ ლოცვა-კურთხევით უნდა ასწავლონ ვინმეს საკუთარი ოჯახის სიყვარული..თითქოს სასაცილოა ვინმეს თავისი ოჯახის სიყვარული ასწავლო... მაგრამ იქნებადა ასეთი წერილების ავტორი დედებისა და შვილების ნორმიდან გადახრილმა ყოფა-ცხოვრებამ დასვა ასეთი საკითხი..,,იქნებ სწორედაც ოჯახური სიმტკიცის ნაკლებობის შედეგად მოხდა ეს ყოველივე... საკუთარი ოჯახის სიყვარული არ ისწავლებოდა..არ იყო ადრე ამის საჭირეობა ,,,მაგრამ დღეს ისწავლება კიდევაც..და უფრო მეტიც..აუცილებელია ამის სწავლა......საკუთარი შვილის და ოჯახის აღზრდა და თუ გაზრდა,საკითხავი აი ეს არის... რაოდენ დიდი მწუხარება,სასოწარკვეთილება , ბოღმა, და ფარული წყევლა იმალება იმ წერილში..რა ბევრია მისით ნათქვამი..-მწუხრება იმისა, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალია,,,ბოღმა იმისა, რომ ეს ორიენტაცია მიუღებელი და არასოლიდარობადია..სასოწარკვეთილება იმისა რომ თვითონ უმოქმედოა და ფარული წყევლა იმ დედებისა ვისაც მის მდგომარეობაშI ყოფნა არ უწერია..როგორ მახვილივით გამოსჭვივის ბოროტი სიხარულის ნაპერწკალი ''იქნებ საკუთარი შვილია ასეთი თქვენ რომ არ იცითო"... იქნებ ჩემი ბრალია ჩემი შვილი რომ ასეთიაო... დაგისვმათ კი თქვენი თავისთვის ასეთი შეკითხვა...გიფიქრიათ კი ამაზე? მორბანალს ანაფორიან მღვდლებთან გქონდათ კი საკმარი ცოდნა საერთოდ რისთვის მიგყავდათ?იქნებ ჯერ თქვენ გაგეცნოთ ის ვისთანაც ის მიგყავდათ..იქნებ გაგეგოთ საერთოდაც ვისთან უნდა მიგეყვანათ.. იცოდით კი თქვენ თვითონ რისი გწამდათ და თუ გწამდათ როგორ გწამდათ? იცოდით კი საერთოდ რა იყო ოჯახი,,მერე რა რომ ქვრივი ხართ..რა, ოჯახი არ ხართ? ოდესღაც ხომ გყავდათ კაცი ოჯახში...ბოლო-ბოლო შვილი ხომ კაცისგან გყავთ..ე.ი იყავით და ხართ ოჯახი ოღონდ გარდაცვლილი ოჯახის 1 ერთი წევრის გარეშე,რომელიც მიუხედავად გარდაცვალებისა მაინც ოჯახის წევრია...განა ეს რიტორიკული შეკითხვა პრემიერმინისტრისადმი თითიდაგამოწოვილი მიზეზი არაა საკუთარი თავის გასასამართლებლად... იმ საკუთარი თავისა, რომლისგანაც საკუთარი შვილი გაგექცათ ?
ყოფილა ხომ საჭირო 17 მაისი, დღე როგორც ოჯახის სიმტკიცისა...=საჭირო ყოფილა და უფრო მეტიც..თქვენი დღე ყოფილა ზუსტად ეს...გრძნობთ ამას ხომ? რომ სხვა დედებსაც არ გადაედოთ თქვენნაირი გაურკვევლობის სენი ,,რომ სხვებიც ხელჩაქნევით საკუთარი წესებით არ უზრდიდნენ შვილს მამულს ჰომოსექსუალებად, ლესბოსელებად, ზოოფილებად , პედოფილებად და ა.შ. და ამას არც ნანობდნენ... არ გეგონოთ რომ განგიკითხავთ ...შვილის აკვანთან მჯდომი რომელი დედა არ ოცნებობს, რომ შვილი მისი სიხარული და ნუგეში იყოს, რომ იგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფთავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოს. ...და ამის შემდეგ რა უნდა იყოს მისთვის უფრო მძიმე, ვიდრე იმის ყურება, თუ როგორ იღუპება სულიერად ცოდვებსა და მანკიერებებში მისი შვილი... როგორ მესმის თქვენი...
ამ დროს კარგი დედა...ნამდვილი დედა ...და არა დათვური სამსახურის გამწევი და ყოველივე ამის თავისთვის საამაყოდ და სასიკეთოდ შემომბურნებელი = ტირის შვილის სულიერი სიკვდილის გამო და გულმდუღარედ შესთხოვს უფალს დააბრუნოს იგი ჭეშმარიტების გზაზე, შეუნდოს ცოდვები და სისუსტეები. და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცრემლენი და ლოცვა ამაოდ არ ჩაივლის.....
ამ წერილიდან ისე ჩანს, თითქოს პასუხზე მეტი განკითხვა მქონდეს, მაგრამ ხშირად ჭეშმარიტი გამოსავალი თავად მართლმადიდებლობის ნამდვილ ცოდნაშია..ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პირმშოები იმიტომ გვიყვარს ყველაზე მეტად, რომ ნათესავის ან მეზობლის კი არა, ჩვენია.,,და ჩვენამდე უფლის...და უფალი მისი ხატის და მსგავსი შვილის ჩვენს მიერ უყურადღებოდ და უცოდნირად აღზრდა-გაფუჭებას არ გვაპატიებს...
აი ეს უნდა ვიცოდეთ და კარგად დაიმახსოვროთ ჰომოსექსუალი შვილის თანამედროვე დედებო...
This post has been edited by anjelli on 17 May 2014, 14:39
|