ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს მთავრობამ გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. "სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პოზიციის (ცალმხრივი დეკლარაციის) თანახმად: "საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთავრობა დანანებით აღიარებს კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილის დარღვევას ... მთავრობა მზად არის ჩაატაროს ხელახალი გამოძიება ბატონი გიორგი გამცემლიძის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე; უზრუნველყოს მომჩივნების მონაწილეობა გამოძიების პროცესში, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. . . გადაიხადოს 20,000 ევრო".
„საია" აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულების მიზნით გ. გამცემლიძის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე ხელახალი გამოძიების ჩატარება სავალდებულო პირობაა. საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჩივარი ევროპული სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიაში აღდგება. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაიწყება. საია, როგორც მომჩივნების წარმომადგენელი, გამოძიების მიმდინარეობას აქტიურად დააკვირდება", - აცხადებენ საია-ში.
http://www.reportiori.ge/?menuid=4&id=26855