#40954115 · 16 May 2014, 17:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასტავ წიგნის წერა დავიწყე რა და გავაგრძელო თუ ###ობაა?????????
____________
2238 წელი იყო მზე ჩადიოდა და ცა გადაწითლებულიყო ჰაერში მძიმე კვამლის სუნი იდგა რომელიც ძველი მეტროპოლისის ნანგრევებზე აშენებული ახალი აკროპოლისის უზარმაზარი 320 მეტრიანი კედლების გარედან შემოდიოდა, აქ გარემო გაუდაბნოებული იყო სადაც მხოლოდ კაკტუსები ხარობდნენ ძირითადად მუტირებული ცხოველები ეულად დაძრწოდნენ ნანგრევებს შორის ხოლო რადიაციას გადარჩენილი ცხოველები პატარა ჯგუფებად მოძრაობდნენ, სწორედ მათზე ნადირობდნენ კბილებამდე შეიარაღებული კიბორგები , სიჩუმეს ზებგერითი თვითმფრინავების სისინი და შენობების კონდინცირების ზუზუნი არღვევდა, მანქანები ჰაერში დალვილივებდნენ მიწიდან 15 მეტრის დაშორებით. ღარიბები და რეტრო მანქანების მოყვარულნი კი ქვევით საბურავებიანი მანქანებითა და მოტოციკლებით მოძრაობდნენ მფრინავი მოტოციკლები აკრძალული იყო რადგან უსაფრთხოების ნორმებში არ ჯდებოდა, მხოლოდ 360 რეგისტრირებული ეგზემპლარი არსებობდა რომლებზეც კოლექციონერები და ანტიკვარიატით მოვაჭრე მაღაზიები ნადირობდნენ. დაღლილი ჯონი ოთახში შემოვიდა რძიანი ყავის ჭიქით ხელში მარცხენა ხელის ერთი გამოძრავებით ტელევიზორი ჩართო რომელმაც ავტომატურად გამოთვალა თუ რა არხი უნდა ჩაერთო ჯონისთვის და ჰოლოგრაფიული გამოსახულება გამოჩნდა, ის თეთრ ფუმფულა პუფში ჩაეფლო რომელმაც ზუზუნით მასაჯის გაკეთება დაიწყო კონდინციონერი სუფთა გრილ ჰაერს უბერავდა. ჯონი დათხოვილილი ჯარისკაცი იყო თუმცა ის ისევ ფორმაში იყო ის აკროპოლისის ერთ-ერთი საუკეთესო ჯარისკაცი იყო ის მხოლოდ იმიტომ გამოშვეს ჯარიდან რომ მან უარი თქვა ჩიპირებაზე ახლა კი პომიდვრის მინი ფერმა ჰქონდა მოსავალი ცოტა ჰქონდა მაგრამ რადგან მისი პროდუქტი ბიო პროდუქტი იყო ანუ შეუწამვლელი რაც ძალიან იშვიათი იყო საკმაოდ ძვირადაც ყიდდა. ჯონი წამოდგა და ავტოფარეხისაკენ გაეშურა მან თავის მფრინავ მოტოციკლს მიაშურა და გაპრიალება დაუწყო დიახ ეს იმ 360 საკოლექციო ეგზემპლიარიდან გახლდათ, ოღონდ დანარჩენებისაგან განსხვავებით ეს მოტოციკლის სამხედრო მოდიფიკაცია გახლდათ ესეთი სულ რამოდენიმე ერთეული იყო ასეთი მოტოციკლი მხოლოდ აკროპოლისის სამხედრო ელიტის რამოდენიმე წევრს ჰყავდა და მათ აკროპოლისის გალავნის გარეთ ტარების უფლება ჰქონდათ. ჯონი გაპრიალებას რომ მორჩა მისი 3 წლის დანაზოგით ნაყიდ 2 საუკუნეზე ხანდაზმულ კუპრივით შავ ჰარლეი დევიდსონს მიაშურა, მოტოციკლი გრუხუნით დაიქოქა და უშველებელი მხეცივით ყურისწამღებად აღრიალდა ჯონი დახეთქილ მოუვლელ ასფალტზე გავიდა ჰარლეის უკან მტვრის აურაცხელი არმია მოსდევდა ამ მტვერში ფრიალებნენ ძველი გაზეთების ნაგლეჯები, პოლიეთილენის პარკები ად ათასი გამოუსადეგარი რამ რომელიც თავის უკანასკნელ პატრონს დროულად მოეშორებინა
This post has been edited by aka777 on 16 May 2014, 17:38
--------------------
ნოუ კომენტ
|