ქალაქელები სოფელში!
12-05-2014
"სოფელში ჩემმა შვილებმა ის მიიღეს, რასაც თბილისში ვერაფრით მივცემდი"
"საბედნიეროდ, სახლ-კარი ბევრმა გააცოცხლა. აქ ვერ იყიდი მიწასა და სახლს. ხალხმა მემკვიდრეობის გაფრთხილება ისწავლა"
"რა ყრია ქალაქში?" - ჩვენს დროში ამას იშვიათად კითხულობს ვინმე, მით უფრო - ქალები და თანაც - ახალგაზრდები. სოფელში მძიმე შრომასა და უფერულ ცხოვრებას გაურბიან, შემოდგომა-ზამთარში ატალახებული ორღობეები და სიცივე აშინებთ და ამიტომაც ქალაქში მორბიან. ქალაქში გაზრდილი თინათინ ფრუიძე კი ერთ დღესაც ადგა და მესტიაში, მეუღლის მამაპაპეულ კერაზე, ოთხ შვილთან ერთად დასახლდა. მხოლოდ ქმრის ქალაქში ყოფნა უშლის ხელს - სამსახურმა თბილისიდან არ გაუშვა.
- რატომ წახვედით მთაში?
- ბავშვობიდან მიყვარს მთა და განსაკუთრებით - სვანეთი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არ დავბადებულვარ. ერთ ზაფხულს შვილებთან ერთად რომ ჩამოვედი დასასვენებლად, ვთქვი, აქედან თბილისში ვეღარ დავბრუნდები-მეთქი და ბავშვები აქ მივიყვანე სკოლაში. ჩემი არჩევანი ახლაც მახარებს. აქ ღვთიურ სამყაროში ცხოვრობ, მის ნაწილად გრძნობ თავს. ცხოვრება აქ უფრო მშვიდია. აქაურ რიტმს აყოლილი საქმესაც აკეთებ და თან ახერხებ, საკუთარი თავისთვის იცხოვრო, იფიქრო.
ქალაქში ბევრი ჩივის, რომ გაღვიძებისთანავე დაღლილია, აქ კი, ფიზიკური შრომით დაიღლები თუ გონებრივით, მეორე დღეს მაინც ლაღად დგები. ჩემთვის ულევი სიხარულის წყაროა სვანეთში ცხოვრება.
- მაგრამ ბევრი ქალაქურ კომფორტს ვერ თმობს...
- აქაც ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება - მაცივარი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერი, ცხელი და ცივი წყალი... კიდევ თუ რამე გინდა, ისევე იშოვი აქაც, როგორც ქალაქში. უშრომლად კი ქალაქშიც ვერ იცხოვრებ. კარგი ის არის, რომ აქ გადასახადებისგან ისვენებ - არ გაქვს გაზი და არც მისი გადასახადი, ენგურჰესიდან მესტიის რაიონს ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება... მხოლოდ მობილური ტელეფონის ფულს ვიხდით...
ზამთარში ცოტა ჭირს. გაზაფხულის პირზე მეც გადაღლილი ვარ, მაგრამ შრომაც, დაღლაც და ყველაფერი ასატანია, როცა სვანეთში ცხოვრობ. ქალაქში სუნთქვაც კი ჭირს. მეცოდებიან ადამიანები, ბუღს, შხამს რომ სუნთქავენ. აქ ბავშვებისთვისაც სხვა გარემოა. ჩემს შვილებს აქვთ ის, რასაც თბილისში ვერ მივცემდი: ბუნება შეიგრძნეს, ტყეში წავიდნენ, ცხენებს ხედნიან და დააჭენებენ. როცა წინაპრების სახლ-კარში, მათ მიწაზე მხოლოდ დასასვენებლად მიდიხარ, ბავშვებს ვერ შეაყვარებ მას, როგორც მშობლიურს.
- ახლა რას საქმიანობთ?
- მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვარ. ვიღაც ალბათ იტყვის, რომ არა სამსახური, ძალიან გაუჭირდებოდაო. ერთ წელიწადს არ ვმუშაობდი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მცირე მეურნეობაც გვაქვს. ბოსტანს ყველა უვლის, კარტოფილიც მოგვყავს, მაგრამ წლეულს გაბრაზებული ვარ და ალბათ, აღარ დავთესავ - კარგი მოსავალი მოვიწიე, მაგრამ კარტოფილი გამეყინა. მისი მოწევა იმდენად ძნელი არ არის, როგორც შენახვა. ზოგს კარგი სარდაფი აქვს, ზოგსაც - სპეციალური ორმოები შესანახად. მე არც ერთი მქონდა და არც - მეორე.
- რამდენი სჭირდება ოთხშვილიანი ოჯახის შენახვას?
- აქ ფასები, ქალაქთან შედარებით, თითქმის ორმაგია, მაგრამ გადასახადები არ გაქვს და ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ გეტყვით, ვის რამდენი შეიძლება ეყოს.
სამწუხაროა, ამდენ ხანს მთის კანონი რომ ვერ მიიღეს, ისიც ვერ მოხერხდა, რომ მოსახლეობას ხელფასიდან საშემოსავლო არ ექვითებოდეს. თუ გინდა, მთა არ დაგეცალოს, მეტი ყურადღება უნდა მიაქციო. ერთფეროვან, ხანგრძლივ ზამთარში, ახალგაზრდობას გასართობი არ აქვს.
- რით ირჩენს თავს სვანი მესტიაში?
- მესტიის რაიონში უმრავლესობა დასაქმებულიც არის და მეურნეობაც აქვს. ფერმერებს მიწაც მეტი აქვთ და საქონელიც ბევრი ჰყავთ.
- რა სარგებელს აძლევს რეგიონსა და რაიონს ის, რაც სვანეთში გაკეთდა მესტიის რეაბილიტაციისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის სახით?
- ეს კარგია რეგიონისთვისაც და რაიონისთვისაც. მეტი ადამიანი დასაქმდა. ტურისტების ჩამოსვლას ბევრი სიკეთე მოაქვს. ახლა თეთნულდის ტრასა კეთდება და ტურისტებისთვის უფრო საინტერესო გახდება აქაურობა. იმატებს საოჯახო და ჩვეულებრივი სასტუმროების რაოდენობა, მოსახლეობას მოწეული პროდუქციის გაყიდვის მეტი შესაძლებლობა მიეცა. სოფლებს წაადგა ეს ამბავი, თუმცა, არა ყველას. ზოგ სოფელს მეტი ტურისტი სტუმრობს, მაგალითად, უშგულში ყველა მიდის, იდლიანში კი - არავინ. ასეთ სოფლებს დახმარება სჭირდება.
- თვითმფრინავი თუ დაფრინავს?
- შარშან მთელ ზაფხულს გვემსახურებოდა, წლეულს რა იქნება, არ ვიცი. ამინდზეა დამოკიდებული. ხშირად ზამთარში, ღრუბლიანობის გამო, ფრენა შეუძლებელია.
- მეუღლე თბილისში მუშაობს... არ გიჭირთ მის გარეშე?
- ასე მოითხოვა მისმა სამსახურმა. ორივე ერთად მოვდიოდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ამის მიუხედავად სვანეთში ვრჩები. საბედნიეროდ, სახლ-კარი ბევრმა გააცოცხლა. აქ ვერ იყიდი მიწასა და სახლს. ხალხმა მემკვიდრეობის გაფრთხილება ისწავლა. რაც მეტად მიექცევა ყურადღება მთას, მით მეტი სვანი მოინდომებს სვანეთში დაბრუნებას და თვითონვე შესთავაზებს სახელმწიფოს მთის განვითარების გეგმას.
http://www.kvirispalitra.ge/economic/21543...lshi.html?add=1ამ ბოლო დროს რარაც ბევრი მიდის სოფელში. გოგა ხაინდრავა კოლექტივს იწყებსო

აქეტ ტარგამაძეო , ისაო, ესაო, მეც მინდა სოფელში...მიყვარს ჩემი კახეტი, სახლი რომ მქონდეს კარგი იქნებოდა, თბილისი არ მიყვარს! რა საყვარელია ან კი? ტავკომბალა, ნაგვით სავსე! ორმაგი გაგებიტ

ვერც სუნტქავ ისეტი ჰაერია, იმდენი ტრანგალეტკა ჯარტი მანქანა დარბის. ხალხი კიდევ ცალკე...იმდენი ნაგავი ხალხი, პარდონ.
ერტ სახლს დავადგი თვალი და იმდენი ქნეს გადამატქმევინეს, ტავად კახელებმა. იქიდან გამორბის ხალხიო, არადა მარტლა ეგრეა, 2 წლ წინ ავიტეხე აქ სახლი მინდა მეტქი, დავიარე სოფელში და 40% დაცარიელებული სახლებია. ძლივსრა რომ დგას ფეხზე
მოკლედ, მინდა სოფელში მარა ზოგზოგიერტი გამოქალაქელებულები მიშლიან ხელს

სოფელში რა გინდაო. ისაო... არადა მინდა! ალბატ ჯერ არა მარა ცოტა უფრო რომ დავბერდები
ძალიან ბევრია მოსურნე და ტუ დააკვირდებიტ ქალაქელები! სოფლელებს არარ უნდა და რა გინდა ქნა, მარტალიცაა, აწი, ჩვენ, ქალაქელები წავიდეტ, გავცვალოთ

აი, რამხელა ტემაა სოფელში რომ უნდატ წასვლა
სოფელში ცხოვრება
Do not argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება" © ჩოხა