#43414300 · 11 Jan 2015, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას. მოდერ, მაპატიე თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა მაგრამ პასუხი მჭირდება. მეუღლე არის 19-20 კვირის ორსული. სტუმრად ვიყავით და მოგვიწია ცივ ოთახში დაძინება, ხოლო მეორე დღეს (გუშინ) აწუხებდა ტკივილი მარჯვნივ გვერდით, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის ხოლმე გამოვლენილი აპენდიციტის ტკივილი. დღეს შედარებით გაუარა და აღარ სტკივა. ინტერნეტში გადავხედე სხვადასხვა სტატიებს და ერთი-ორი სიმპტომი ემთხვევა მწვავე აპენდიციტის სიმპტომებს. მაინტერესებს, თუ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა ორსულობისას და თუ იცით, გადაუდებელი ოპერაციის დროს, შეექმნება თუ არა საფრთხე ნაყოფის სიცოცხლეს? დღესაც შევხედავთ და ტკივილი თუ გაუგრძელდა, ექიმს მივმართავთ.
--------------------
არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
|