http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id=16396მამა თეოდორე გიგნაძე – ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ანტიქრისტეს აღიარება მოხდა
კანონის მიღებით ანტიქრისტეს აღიარება მოხდა.
აღნიშნულის შესახებ მამა თეოდორე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
sazogadoeba.ge მამა თეოდორეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კანონი სამი რამის გამოა საეჭვო! პირველი -კანონი მიიღეს დაჩქარებულად; მეორე -კანონი მიიღეს მაინცდამაინც 17 მაისამდე და მესამე – პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს! ეს კანონი ქართულ ტრადიციებს კი არა, საერთოდ, ადამიანობის წინააღმდეგაა მიმართული. მას შეუძლია ქართველი ერის ცნობიერება არაჯანსაღი მიმართულებით შეცვალოს. ღვთის ხატობა დაფუძნებულია საძირკველზე, რასაც მამაკაცი და დედაკაცი ჰქვია. ღმერთმა შექმნა კაცი და კაცის ნეკნიდან ისევ კაცი კი არ შექმნა, არამედ შექმნა ქალი, ანუ შექმნა განსხვავებული.
ეს კანონი ადამიანური იდენტობის საფუძველს არღვევს, ამდენად, ეს არის დემონური მოძღვრება. ოცდამეერთე საუკუნეში ეშმაკი კიდევ უფრო გაეშმაკდა და ერთ რამესაც მიხვდა – სჯობს რელიგიას კი არ ვებრძოლო, არამედ ვებრძოლო რელიგიის საფუძველს! ხოლო კაცობა და ქალობა არის სწორედ რელიგიის საფუძველი.
,,ამ კანონის მიღებით ცნობიერების წანაცვლება მოხდა და ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ კაცის კაცზე და ქალის ქალზე დაქორწინება დააკანონონ.! ახლა ხშირად გაიგონებთ – “არა, კაცო, ქართველ კაცებს ეგ არ ემუქრებათ!“განა ქართველმა კაცმა არ დაანგრია ეკლესიები? ქართველმა კაცმა არ სცემა მამა გაბრიელი, რომელმაც ქრისტე იქადაგა და ლენინის სურათი დაწვა? თუ უფალი არ დაგვიფარავს, ქართველი კაცის გადაგვარება ისევ შეიძლება, როგორც ფრანგის და ინგლისელის, რომლებიც უკვე გადაგვარებულები არიან“ - აცხადებს მამა თეოდორე.
-------------------------------
ანტიქრისტე მოდის - დავიშალეთ!