რა თქმა უნდა
და ისე ურიგო არ იქნება ცივი ომის ათვლის წერტილი მიმოვიხილოთ
აი როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი:
მაშ ასე, 1945 წლის შემოდგომაზე (იაპონიის კაპიტულაციიდან და მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორიოდე თვის შემდეგ) აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტმა ახალი ომის გეგმა შეიმუშავა რომლებიც ორ დირექტივაში: 1496/2 "სამხედრო პოლიტიკის ფორმულირების საფუძვლები' და 1518 "აშშ-ს შეიარაღებულ ძალთა სტრატეგიული კონცეფცია და მათი გამოყენების გეგმა" - აისახა. საყურადღებოა რომ თუმცა ეს დირექტივები ყურადღებას სსრ კავშირის წინააღმდეგ პრევენტიულ ატომურ დარტყმებზე ამახვილებდა, მიუხედავად ამისა აქსიომად იყო მიჩნეული რომ პირველი დარტყმის შემთხვევაშიც კი სსრკ მოსალოდნელი ომის პირველ თვეებში დასავლეთ ევროპას და ახლო აღმოსავლეთის საკვანძო რაიონებს დაიკავებდა და ამერიკელებს დროებით იქიდან ახვევა მოუწევდათ. სწორედ ამიტომ ამერიკელები თადარიგს წინასწარ იჭერდნენ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წინააღმდეგობის კონსპირაციულ ქსელს ქმნიდნენ მომავალი ოკუპაციის წინააღმდეგ იატაკქვეშა ბრძოლისათვის. გეგმის მიხედვით დასავლეთ ევროპიდან დროებითი სტრატეგიული უკანდახევის განმავლობაში ამერიკის სტრატეგიულ ავიაციას სსრ კავშირის მთელი ტერიტორია ერთიან ბირთვულ სამარედ უნდა ექცია და საბჭოთა სამხედრო პოტენციალისთვის ბოლო უნდა მოეღო. რაც საბჭოთა შეტევას ევროპაში პროგრესულად შეანელებდა და შემდეგ გამოფიტავდა. ამ გეგმის ფარგლებში დასაბომბად 20 საბჭოთა ქალაქი იყო შერჩეული სადაც საბჭოთა სამრეწველო და სამეცნიერო პოტენციალი იყო თავმოყრილი, მათ შორის თბილისი და ბაქო
ასეთი იყო სამხედრო გეგმა. მაგრამ იმ დროისთვის მას არ გააჩნდა ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიზნები და არც ომის პოლიტიკური შედეგები იყო გათვლილი. ამიტომ თავდაცვის მინისტრმა ჯ. ფორესტოლმა ყოვლისმომცველი სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის შემუშავება მოითხოვა სადაც ცხადად იქნებოდა ჩამოყალიბებული სავარაუდო ომის პოლიტიკური მიზნები, ასევე ამ მიზნების მიღწევის არასაომარი სტრატეგიაც. დოქტრინის შემუშავებამ სამი წელი წაიღო და ამ ხნის განმავლობაშI, მისსავე ფარგლებში, შეიქმნა ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც თანამედროვე აშშ-ს უშიშროების პოლიტიკას განსაზღვრავს (ეროვნული უშიშროების საბჭო, ცსს და ა.შ.) დოქტრინას საფუძვლად ჯორჯ კენანის სახელგანთქმული გრძელი ტელეგრამა დაედო რომელმაც სსრკ-ს მიმართ ამერიკული სტრატეგიის ზოგადი მონახაზი გააკეთა. სწორედ ამ ტელეგრამის საფუძველზე 1948 წლის 10 ივლისს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა დირექტივა სნბ 20/1 რომელმაც საბჭოთა კავშირის მიმართ აშშ-ს მოკლევადიანი სტრატეგია დაამტკიცა, რომელსაც 1950 წლამდე უნდა ემოქმედა. ასეთი სიმოკლე იმით იყო განპირობებული რომ იმ დროს პოლიტიკური სტრატეგია უშუალოდ სამხედრო მიზნებს ექვემდებარებოდა: მესამე მსოფლიოს დაწყებას დღე დღეზე ელოდნენ; და ამ გეგმების მიხედვით მის დაწყებას სწორედ ამერიკელები აპირებდნენ
ასეთია ცივი ომის დასაწყისი ამერიკული თვალთახედვით. ვინმეს ხომ არა გაქვთ შესაბამისი საბჭოთა გეგმები?