მარტო უსახლკარო და მოხეტიალე კიარავარ!!! აი ჩემი ნაშრომი...ვინც ამ ლექსს წაიკითხავს და მკითხავს მაინც შენი დაწერილიაო,ცხოვრებაში სარკეში აღარ ჩაიხედოს...
ყოველ რვა რიცხვში მომელანდები,
მარტის რვაში ხარ შენ მხოლოდ ჩემთან,
ამ დროს ჩემს თავსაც დავემალები,
უმალ გავჩნდები შენს გვერდით,შენთან..
მოგონებები ცხელი და მწარე,
ეს ცხოვრების გზა და რაც ვიარე,
უღმრთოდ ყოფილა შექმნილი ჩემთვის,
რაც რამ ბნელია,ყველა ზედ ერთვის,
სავსეა მუქი ფერებით თუნდაც,
ვერ გაათეთრებს ეს თოვლის გუნდაც,
ვერც კი შენ შეცვლი დაწერილს,მტკიცეს,
ეს ნააზრევი უკვე ღმერთს მისცეს..
მან მოაწერა ყველაფერს ხელი,
მან გამომისვა ფეხებში ცელი,
მან გადამაგდო სადღაც,კუნძულზე,
ლოდად დამადო ეს ყველა გულზე..
ღმერთმა მაჩვენა ცხოვრების არსი,
რომ ხანდახანაც იგია ფარსი,
მოჩვენებითი,ფერად-ფერადი,
ხანაც მოკლე და ხანაც წელვადი..
ხან გაანათებს და დაგანახებს,
ხალხის გულს ხარბად როგორ ახარებს,
ამ დროს ზურგიდან ჩაგარტყამს დანას,
და დაგავიწყებს მის ანა-ბანას..
ღმერთმა გვაჩვენა,რომ სიხარული,
არის ტკივილი ღრმა მხიარული,
რომ ერთ ნაბიჯზე მთელი ცხოვრება,
იქცევა მწარე ცდის მოგონება..
მან გვითხრა,თუკი ცდილობთ თქვენ რამეს,
თუკი რამეში ეძებთ სიამეს,
მიჰყევით გულს და გულისა ფეთქვას,
თუნდაც გიჟი ან შეშლილი გერქვას,
ნუ გაიგონებთ ნურავის წყევლას,
და ნუ მოჰყვებით ლამაზად კერვას,
დაე შექმენით ის რაც თქვენ გინდათ,
და მე შევრაცხავ ყველაფერს წმინდად..
მე დაგილოცავთ ყველა თქვენ ზრახვას,
მე და მხოლოდ მე მოგიხსნით მარხვას,
ოღონდ იყოს ეს წრფელი გრძნობა,
და არა გულში ფარული მტრობა..
იცხოვრეთ როგორც არს ათი მცნება,
არ დაარღვიოთ თქვენ მისი ცნება,
და ყველაფერი იქნება ისე,
და ყველაფერი იქნება რიგზე..
ეს მოვისმინე და მივხვდი უმალ,
то щто об это вобше не думал,
და თავდახრილი მივყვები იმ გზას,
რამაც წმინდა და ბრგე უნდა გვითხრას..
ამიტომაც არს რომ მარტის რვაში,
მე შენ არ გაგცვლი არავინ სხვაში,
და მელანდები როგორც ზმანება,
ხარ კვლავ ჯიუტი...კვლავაც თავნება....
მიმაგრებული სურათი