ვამბობდი, 1200 ლარიანი პრემია მაინც დამინიშნოს ხელისუფლებამ, თორემ შეიძლება მცირეშემოსავლიანს ხელმა წამძლიოს თქო.
ჰოდა, წუხელ სულმაც წამძლია და ხელიც გამექცა ჩემი მეზობელი გოჩას ტახისკენ.
შემომეპარა!
მაგრამ ათასი თვალი და ხუთასი ცხვირი აქვს სამეზობლოს.
მოპარული ტახი რესტორანს ჩავაბარე კგ- 7.54-ად.
სამარხვო არ არის და მეტს ვეღარ გადაგიხდითო.
ის იყო, ამდენი წვალებით ნაშოვნი ფულები ჯიბეში ჩავიჩხრიალე და სპილოს მურაბის საყიდლად მარკეტში შევედი, რომ ამ დროს მარქშეიდერთა ფორმაში გადაცმული პატრულები შემომეხვივნენ.
- გამოგვყევი, შენი სეისმომდგრადობა უნდა შევამოწმოთო.
9 ბალზე ვარ გათვლილი თქო, ვუთხარი, მაგრამ მაშინვე მილიციის ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც შემოცვივდნენ კარაბინებითა და ქამარ-ხანჯლით აღკაზმულები.
ხელები ამაწევინეს.
თვითონ "მახორკას" ეწეოდნენ.
მერე ფაეტონით შინსახკომის გზას გამიყენეს და ცივ საკანში ამერიკელ ქურდ ტურისტებთან შემაგდეს.
ამერიკელები რაღაც უცნაურ ენაზე განუწყვეტლად ფაქ იუ, ფაქ იუ-ო გაჰყვიროდნენ.
ალბათ გამარჯობა, გამარჯობაო, ზედამხედველებს უყვიროდნენ.
ზედამხედველები კი ცხაურებიდან იჭვრიტებოდნენ და იღრიჭებოდნენ.
ხვალ ეტაპით მაგზავნიან მაგადანს.
საქართველოვ, შენი სიტკბო თან მიმაქვს...
ეეჰ, ასეთი ყოფილა ქურდი კაცის ბედი.
ახლა კი მივხვდი, რატომ უნდა ჰქონდეს მინისტრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ხელფასი.
მე რომ ამხელა ხელფასი მქონოდა, პოლიციელებსაც მოვისყიდდი და ნაქურდალიც შემრჩებოდა.
მთავარია მინისტრმა არ იქურდოს, თორემ გაჭირვებულ ადამიანს თავშიც ქვა უხლია!
2 ათასიან პრემიას ვჯერდები.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.