თურქეთში გარდაცვლილი ქართველი სამშობლოში ჩამოასვენეს – უბედური შემთხვევის დროს მამაც ადგილზე იმყოფებოდა
თურქეთში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 25 წლის ვალერი ტაკიძე სამშობლოში დღეს, გამთენიისას, ჩამოასვენეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ტყიბულის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ოჯახის უფროსი შვილი ვალერი ტაკიძე დასაოჯახებელი იყო. თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, მამა-შვილი ტაკიძეები და კიდევ რამდენიმე ნათესავი ტყიბულიდან თურქეთში სექტემბერში გაემგზავრნენ და იქ სხვადახვა სამუშაოზე მუშაობდნენ. ტყიბულში კი ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ტრაგედია თურქეთში, ქალაქ სამსუნში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. უბედური შემთხვევის დროს მამაც ადგილზე იმყოფებოდა. ვალერი მამასთან-იოსებ ტაკიძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად აქჩაის მდინარეზე თევზაობდა. ბადე მდინარეში გადააგდეს. წყალში რაღაცას მოედო. წყლიდან ვეღარ ამოჰქონდათ. ცურვა არავინ იცოდა, მდინარეში მხოლოდ ვალერი ჩავიდა. მდინარის წყალმა ისიც შიგ მოიყოლა. (
http://kvira.ge/?p=43549 )
მიმაგრებული სურათი