#41001028 · 20 May 2014, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. შევეცდები მოკლედ მოვყვე და არ დაგღალოთ კითხვით. შორს ვერ ვხედავ. ნუ ახლოსაც ვერ ვხედავ ფაქტიურად. საერთოდ ბუნდოვნად ვხედავ საგნებს. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდად არ მიშლის ეს ხელს. 1 წლის წინ ვიყავი ავერსის კლინიკაში რესპუბლიკურის უკან რომაა,ოფთალმოლოგთან(მგონი ასე ქვია თვალის ექიმს). და მართალი გითხრათ მაწვალეს მაგრა.
პირველ დღეს მითხრეს არაფერი პრობლემა არ არისო,არ ჩანსო ყოველშემთხვევაშიო უბრალოდ კიდევ უნდა მოხვიდე რომ არაფერი გამოგვეპაროსო. მივედი კიდევ და გამახედეს კიდევ რაღაც რაღაცეებში. და მითხრა რომ რაღაცა ლაქა გაქვსო რაც წინა მოსვლაზე არ გქონდაო. და აი ამის მერე წავიდე ჩემი წვალება. საკმაოდ დიდხანს შემაყოვნეს. სად აღარ გამახედეს. ოთახებში დავდიოდი აქეთ იქით. შემდეგ კიდევ მოდიო. მივედი და კიდე მოდიო მოკლედ რამდენიმე დღე მაგრად მაწვალეს და ექიმი ამბობდა ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში პირველად მაქვსო. ბოლოსკენ ეჭვი შეეპარა მასაც და სხვა ექიმებსაც და მითხრა მართლა ბუნდოვნად ხედავო? და მეთქი რას ქვია მართლა ვხედავ თუ არა.ბუნდოვნად ვხედავთქო და მეტი რა გითხრათ მეთქი.
შემდეგ კიდევ გამსინჯეს რაღაც რაღაცეებზე და ბოლოს ექიმმა თქვა რომ თავის ტვინის ტომოგრაფია უნდა გადაიღოთო თვალზე არანაირი პრობლემა არ გაქვსო,ნორმალურ პარამეტრებში გაქვს ყველაფერიო.
ხოდა რამდენიმე დღის მერე წავედი თავის ტვინის ტომოგრაფიის გადასაღებად,თითქმის 300 ლარი გადამახდევინეს რესპუბლიკურში. მოკლედ გადამიღეს და თურმე ნერვული სისტემის ბრალი ყოფილა შენი ვერ მხედველობაო,ბევრს ნერვიულობო.
აქედან კიდე გამიშვეს ნერვოპათოლოგთან ავერსის კლინიკაში. მივედი,მივუტანე ჩემი სურათი თავის ტვინის. დაათვალიერა და მითხრა რომ უბრალოდ შენი ნერვების ბრალი არისო და ვერ ვხედავ რაიმე დაზიანებას რაც გამოიწვევს მხედველობის დაქვეითებასო. გამსინჯა რაღაცეებზე ზედაპირულად. თვალები დამახუჭინა,ხელები მიიტანე ცხივრთანო და მსგავსი მარტივი პროცედურები.
და შეეცადე წყნარ გარემოში იყოო,ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიეო და გამომიშვა არც წამალი დაუნიშნავს არც არაფერი საერთოდ.
ხოდა ახლა კითხვა მაქვს მართლა შეიძლება ნერვებმა იმოქმედოს მხედველობაზე? რატომღაც არამგონია რა. თან მერე ზაფხულში სახლში მომიტანეს(ექიმთან ვიზიტისას 2 თვის მერე) წამალი Truxal - ი. და მითხრეს რომ ეს უნდა დალიო ექიმმა გამოგიწერა,თვალის სისხლარღვებს კვებავსო. ეჭვი შემეპარა,თუ თვალის ექიმმა გამომიწერა რატომ იმ დღესვე არ გამომიწერა და რატომ 2 თვის მერე).
მერე დავგუგლე ეს წამალი და აღმოჩნდა საერთოდ სულ სხვა რამ. ფსიქოზის საწინააღმდეგო წამალი. თვითნებურად მასმევდნენ თუ რომელმა ექიმმა(ნევროპატოლოგმა თუ ოფთალმოლოგმა) დამინიშნა საერთოდ აზრზე არ ვარ და აღარც დავინტერესებულვარ.
ხოდა ახლა კითხვა მაქვს მართლა შეიძლება ნერვებმა იმოქმედოს მხედველობაზე? რატომღაც არამგონია რა. ან რამე გამოეპარა თვალის ექიმს ან ნევროპათოლოგს. ან საერთოდ მე ვერ შევუქმენი საჭირო პირობები გამოსაჯამრთელებლად(ჯანსაღი ცხოვრების წესი და წყნარი გარემო)
P.S პროფესია მაქვს ისეთი რომ სულ კომპიუტერთან მიწევს ჯდომა დიდხანს.
|