ასეთი სათაურით გამოქვეყნდა პატარა სტატია ლიბერალზე:
ყურსასმენები, ბლენდერები, ლეპტოპები, მულტირობოტი, წაბლის ხეში ნაკვეთი ავეჯი, ბელუქსის ჭურჭელი, ხორცის მანქანა, აკვარიუმი აქსესუარებითურთ,... ეს არასრული ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელთა შესაძენად მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიას ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათასამდე ლარი გამოუყო.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 87% ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
http://www.liberali.ge/ge/liberali/infogra..._types=og.likes
ჰოდა, ეჭვებმა დამღრღნა - არ ვიცი, ყურთსასმენები 8 ლარიანია, თუ - 600 ევროიანი?
ლეპტოპეპი რა რაოდენობისა და რა კონფიგურაციისაა?
ბლენდერი რატომ არის ფუფუნების საგანი?
მულტირობოტი ჩვეულებრივი მრავალფუქციური გრილია, თუ იაპონიაში რომ ააწყეს - ბურთს რომ დასდევს და ცეკვავს?
ბელუქსის ჭურჭელი სერიული წარმოებისაა, თუ "მასტერავოი"?
ხორცის მანქანის გამოყენებას საღვთო სჯული კრძალავს?
აკვარიუმში თევზის ყოლა უზნეობაა?
ეს 170 000 იმ ეპარქიისთვის, რომელსაც მცირე მრევლი ჰყავს და უშემოსავლოა, რამდენად ზედმეტია?
თუ, რახან მოსახლეობის 87% ეთნიკური აზერბაიჯანელია, ამიტომ ეგ ეპარქია უნდა გაუქმდეს?
ჰოდა, მერე გადავხედე გამოხმაურებებს და იქ კიდევ უფრო დაბნეულ-დაეჭვებულები მსჯელობენ:
ს"ანამ სახელმწიფო ეკლესიას გუნდრუკს უკმევს.სეკულარიზმზე ნუ ვისაუბრებთ.სამარცხვინო ფაქტია."
''მალე ბერები და სამღვდელოება შეიარაღებულ ჩაფრებად გადაიქცევით, რადგან თქვენი მიწების და ქონების დაცვას ვერ აუხვალთ, ვინმემ საქონელი არ შეიყვანოს თქვენს საძოვარზე, ვინმემ ხე არ მოჭრას თქვენ ტყეში, ან თევზი არ დაიჭიროს მდინარეში''.
(წმ.ნილოს სორელი)
"უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.
წმიდა მაქსიმე ბერძენი"
"ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება რომ დიდ ეკლესიაში ვცხოვრობ და არა ქვეყანაში"
ჰოდა, ერთ რამეს ვიტყოდი:
ხალხო! ეკლესიას გაეშვით და მთავრობას მიხედეთ, მთავრობას!
თორემ რანაირი მორწმუნეებიც ხართ, კარგად ვიცი და რაც არ უნდა დემონსტრაციულად პირჯვარი იწეროთ ტრანსპორტში, ამითი ვერც მე მომატყუებთ და მითუმეტეს, ვერც ღმერთს!
მთავრობა გვახევს ფულს და მერე ტრაკში ისვამს - ესაა პრობლემა, და არა იმ ადამიანთა ცდუნებანი, რომლებიც შენ არაფერს გავალდებულებენ, თავადვე თუ არ სთხოვე დამჭიპეო!
This post has been edited by Precursor on 21 May 2014, 20:38