ღარიბაშვილი ბაროზოს შეხვდაოთხშაბათი, 21 მაისი, 2014 - 16:09

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთდა.
პრემიერმა ევროკომისიის პრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხიც განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოში ბაროზოს ვიზიტის დეტალებზეც იმსჯელეს.
ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს 13 ივნისს ეწვევა.წყარო (ტაბულა)13 ივნისს ჩამოსვლა იასნია რომ მესიჯია.
ანუ ევროპა ცალსახად უჭერს მხარს ქოცმოს და მის არაჩვეულებრივ ლიდერს, ბატონ ღარიბაშვილს.
მოგეხსენებათ, რომ ბატონი ღარიბაშვილი არის:
1) ახალგაზრდა
2) უაღრესად განათლებული
3) იცის ანგლისკი
4) იცის ფრანცუზკი
5) არ იცის რუსკი (რუსეთუმეა აბა რა, ეჰ ნაცებო...

)
6) სპორტსმენი (დაჟე კოსტიუმში ჩანს)
7) კარატისტი (შავი ქამარი და მესამე დანი)
8) სწორი სექსუალური ორიენტაციის
9) ბატონი ბიზინას მადლი და ბრძენი რჩევები
მადლობა, ბატონო ბიძინა ასეთი ღირსეული კადრისთვის!
პს
ნიშანდობლივია, რომ ზუსტად 1 წლის წინ დააპატიმრეს ვანო მერაბიშვილი.

როგორც ხედავთ (დააკვირდით პირველ სურათს, განსაკუთრებით ბაროზუს სახეს) 28 ივნისიდან განახლდება ნაცულიკების "სპრავედლივიზაცია".
დღესდღეობით დაპაუზებულია, მაგრამ რეალური მიზეზი არჩევნები კი არა, ასოცირების ხელშეკრულებაა.