ნუდიზმი არის კულტურული (ნაწილობრივ პოლიტიკური) მოძრაობა, რომელიც ამართლებს და იცავს სიშიშვლეს, როგორც საზოგადოებრივ ასევე პირადულ გარემოში. ასევე ასეთ ადამიანები მიიჩნევენ, რომ მისაღებია სიშიშვლე პერსონალურ, ოჯახურ და სოციალურ დონეზე.
ნუდიზმი აღმოცენდა მეოცე საუკინის დასაწყისში ფიტნესის და ჯანმრთელობის ფილოსოფიის მიმდევრების მიერ გერმანიაში. ნუდიზმის იდეა გავრცელდა ფართოდ გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, შტატებში და სხვა ქვეყნებში. ნუდიზმის სინონიმია ნატურიზმი.
არსებობს ნუდიზმის სხვადასხვა ტიპები:
პერსონალური და ოჯახური ნუდიზმი – ადამიანი სახლში ან საკუთარ ეზოში ამჯობინებს შიშველ სიარულს, სიშიშვლე დასაშვებია ოჯახის წევრების თანდასწრებითაც.
სოციალური ნუდიზმი - არის ნატურალიზმი სოციალურ კონტექსტში. ასეთი ადამიანებისთვის მისაღებია სიშიშვლე ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრების თანდასწრებით, მეგობრებთან, სხვადასხვა ნუდისტურ კლუბებში და სხვა გარემოში.
ნუდისტური პლიაჟები – ასეთ შემთხვევაში სიშიშვლე დაშვებულია მხოლოდ შესაბამის „თავისუფალ პლიაჟებზე“, ასეთ პლიაჟები საკმაოდ ხშირია ევროპის ქვეყნებში მაგ. დანია, გერმანია, ესპანეთი და ა.შ.


ნუდიზმი This post has been edited by Garcon_Fr on 22 May 2014, 16:12