
მოგეხსენებათ 2 ივნისს თბილისში კანცელარიის წინ 16:00 იმართება აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით... ყველას გთხოვთ მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია მათ ვინც თვლით რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ნარკოპოლიტიკა და სრული ფაშიზმი და დიქტატურაა ამ კუთხით... მათ ვინც თვლით რომ სისულელეა ადამიანის დაჭერა 11 წლით იმის გამო რომ იგი მარიხუანას ეწევა... სისულელეს რომ თავი დავანებოთ არა ადეკვატური და ყოველგვარ მორალს ეწინააღმდეგება დაიჭირო კაცი იმის გამო რომ "პლანი" მოწია და 11 წლით ჩაკეტო როცა გაუპატიურებაზე და სხვა სახის საშინელ დანაშაულებზე ბევრად ნაკლებია სასჯელი... ან უბრალოდ ვისაც ლიბერალური დამოკიდებულება გაქვთ და პრადვინტობაზე ევროპულ აზროვნებაზე გაქვთ პრეტენზია მოქალაქეობრივი კუთხით რომ მიუდგეთ თქვენ თქვენი გადასახადებით საშემოსავლო მოგების კომუნალურებით და სხვა იმ ხარკით რომელსაც უხდით სახელმწიფოს უზრუნველყოფთ პატიმრის ციხეში შენახვას... მისკვებას სამედიცინო დახმარებას და ა.შ... მესმის როდესაც იჭერენ საშიშ დამნაშავეს და ჩემივე უსაფრთხოების მიზნით ხდება მისი საზოგადოებისგან იზოლაცია... მაგრამ ციხეები სავსეა ნარკოტიკის მომხარებლებით და ეს არ არის სწორი როდედაც გვაქვს პრეტენზია ევროპაზე დემოკრატიის ილუზიას ვქმნით და ვიღებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომელიც ლგბტ-ს უფლებებს დაიცავს ?! კი ბატონო მე არავის წინააღმდეგი არ ვარ მარა საზოგადოების სხვა ყველა ფენა დაცულია ?! ევროპაში ქუჩის ძაღლის სისცოცხლის უფლება მეტად არის უზრუნველყოფილი ვიდრე პენსიონერის ჩვენს ქვეყანაში.. ეს მწარე რეალობაა და ჩვენ თავად უნდა შევცვალოთ საზოგადოებამ უნდა აფიქსიროს თავისი აზრი და მკაცრი პროტესტი გამოთქვას როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ხდება ვანდალიზმი.... მარიხუანის ავკარგიანობაზე აქ არ ვისაუბრებ რა დადებითი და რა უარყოფითი აქვს არ მინდა რაიმესახის პროპაგანდაში ჩამომართვათ ეს თემა.... უბრალოდ ყველა ნორმალურ ადამიანს მინდა გთხოვოთ რომ 2ში ცეკას წინ გამოხვიდეთ თქვენ შეიძლება არ იყოთ მწეველი და მომხარებელი მაგრამ უარყოფითად იყოთ განწყობილი იმ უსამართლობის მიმართ რაც საქარტველოში ხდება.....
ესეც ერთი საინტერესო სტატია ერთი პრადვინუტი ქართველისგან
Sex, Drugs, Cybernetics
შეიძლება, რომ სწორედ ეს სიტყვები მივიჩნიოთ შენს ცხოვრებისეულ დევიზად?
-ეს არის ერთგვარი სლოგანი, ხომ იყო სლოგანი Sex, Drugs, Rock and Roll 60იანებში და ეხლა ვფიქრობ, რომ Sex და Drugs აქტუალურია ისევ მაგრამ როკ ენ როლის მაგივრად დაემატა კიბერნეტიკა.
„Любовь, Смерть, Микки Маус !“ ?
-ჩემი მეგობრები არიან, რაღაც ვიდეო ჩაწერეს და იქიდან ვიპოვე ეგ ნაწყვეტი და არარაციონალურად შემიყვარდა. იმიტომ რომ Любовь - სიყვარული, Смерть - სიკვდილი ანუ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი და მიკი მაუსი საერთოდ არ ჯდება, რა შუაშია, თან ცოტა ცინიზმიც არის ამ ყველაფერში.
რა ადგილი უკავია თითოეულ მათგანს შენს ცხოვრებაში?
-ერთ ხაზზე არის სამივე. სამივე არის მნიშვნელოვანი. სექსში მარტო ის არ იგულისხმება „პროსტა სექსი“ ან დრაგში „პროსტა დრაგ“. ისტორიაში ზოგადად და ეხლა ჩვენს დროში ყველაზე აქტუალური თემებია. სექსი, სქესობრივი ორიენტაციები, ნარკოტიკები ანუ საშუალებები რომლებიც ათრობენ ადამიანს სა კიბერნეტიკა რომელიც აშენებს ცივილიზაციას და მომავალიც მისია.
მათდამი როგორი დამოკიდებულება უნდა მივიჩნიოდ ჯანსაღად ჩვენს ქვეყანაში და რას მოგვიტანს სწორი ნარკოპოლიტიკა?
-მე საბოლოო ჯამში იდეალური ან სწორი მიმართულება მგონია, რომ არის (ესეთი ტერმინი გაჩნდა დაჟე) კოპინტიური თავისუფლება, ანუ - სადაც არის სიტყვის თავისუფლება და არჩევანის თავისუფლება, მე უნდა მქონდეს თავისუფლება - ჩემს ორგანიზმში შევუშვა ის რაც მე მინდა, თუ სხვას ზიანს არ ვაყენებ. მე თუ მინდა: ჰალუცინაციები მქონდეს, რაღაცები ვიხილო, რაღაცები გავიგო, რაღაც ნივთიერებები გავსინჯო ყველაზე ჯანსაღი ვარიანტი ჩემთვის არის ის, რომ მე უნდა მქონდეს ამის უფლება. ანუ სახელმწიფოს საზღვრები მთავრდება იქ სადაც იწყება ჩემი საზღვრები. ჩემს სხეულს შიგნით რა ხდება არის ჩემი გადასაწყვეტი და ჩემი არჩევანი და ამას არ უნდა მიკონტროლობდეს სახელმწიფო. სახელმწიფო არ უნდა მიძვრებოდეს სხეულში. როდესაც სრულწლოვანი გავხდები მერე უნდა შემეძლოს ნებისმიერი რაღაცის მიღება თუ სხვას ზიანს არ ვაყენებ და თუ ვთქვათ კლინიკური რაღაც არ მჭირს, მაგალითად შიზოფრენია. ანუ, ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და შემიძლია მივიღო ის რაც მაინტერესებს, სახელმწიფო ამას არ უნდა მიკონტროლებდეს.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას. ჯანსაღი ნარკოპოლიტიკისთვის ეხლა რაც რეალურად შესაძლებელია, რომ გაკეთდეს და რაც გაკეთდა პორტუგალიაში სადაც დეკრიმინიზირებული არის თითქმის ყველა ნარკოტიკი და ახალ ზელანდიაში სადაც სინთეთიკურ ნარკოტიკებზე ახალი კანონი მიიიღეს და სახელმწიფომ მთლიანად თავის თავზე აიღო ამის კონტროლი და ანუ შავ ბაზარს გამოაცალა ხელიდან. ასეთი სწორი და არა ისეთი როგორიც საქართველოში არის დემონური ნარკოპოლიტიკა სახელმწიფოში მოიტანს იმას, რომ ნაკლები ადამიანი იჯდება ციხეში სისულელეების გამო. იმიტო, რომ ეხლა მოსაწევის გამო რამდენი წლითაც სვავენ ხალხს ციხეში არის ძალიან არაადამიანური, ძალიან დემონური და ძალიან ცუდი რაღაცა. გაუპატიურებაზე ნაკლები არის - ბავშვის. ანუ სწორი ნარკოპოლიტიკა მოიტანს იმას, რომ გაცილებით ნაკლები ადამიანი იჯდება ციხეში ტყუილუბრალოდ, გაცილებით მეტ ადამიანს ექნება თავისუფლება რომ მიიღოს ის რაც უნდა და იპოვოს თავის თავში. ნარკოტიკები სულ არსებობდა, სულ იარსებებს და ვერავინ ვერ კრძალავს მაგას. პირველყოფილი ადამიანიც კი რაღაცას იღებდა იმისთვის რომ ოდნავ სხვანაირი რეალობა შეეგრძნო.
საერთოდ არსებობს თუ არა ქვეყანაში ჩამოყალიბებული, სწორი დაგეგმარებითი ნარკოპოლიტიკა?
-საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნარკოპოლიტიკა. მე ვისთანაც მილაპარაკია, ოდნავ ნორმალურ ნარკოლოგებთან ყველას აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ რეგიონში სიმკაცრით და სისასტიკით. თან კატეგორიზაცია თითქმის არ არსებობს. ანუ მარიხუანის მომხმარებელი და ჰეროინის მომხმარებელი ერთ დონეზე გადის და ყველას იჭერენ, სახეს ახევენ... თან მითები არსებობს, რომ ნარკომანია აი საშინელია და სახელმწიფო ძალიან არასწორად იქცევა, იმიტომ რომ, ერთი რაღაცის აკრძალვით ხალხი სხვა რაღაცას ეძალება და სახეს იხევს, და კვდება, და იხოცება და ასე შემდეგ რა.
Smart Drugs რა როლს თამაშობს პირადად შენს ცხოვრებაში?
-სმართ დრაგს არის ახალი ტრენდი საკვები დანამატების, რომელიც შეგიძლია მიიღო იმისთვის რომ ცოტა უკეთესად იფუნქციონერო. ადამიანის სხეული არის მანქანა რაღაც გაგებით, ყოველდღე ვჭამთ, ვიღებთ ვიტამინებს და ასე შემდეგ... აი კიბერნეტიკა, ძალიან ბევრი ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას ისეთი ნივთიერებები რომლებიც კონკრეტულ რაღაცას გაგიძლიერებს ანუ პოსტჰუმანურობაზე გადაყავხარ, სიტყვაზე შეიძლება უფრო სენსიტიური გახდე რომელიმე ნივთიერების გავლენის ქვეშ, რომელიმე ნივთიერების მიღების შემდეგ შეიძლება უფრო სიღრმისეულ რაღაცეებზე დაფიქრდე რაზეც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ იფიქრებ (რაციონალურად ვერ ხვდები). ეს ნარკოტიკები ძალიან ბევრია ამიტომ აზრი არ აქვს რომ სახელმწიფო ამას შეეწინააღმდეგოს. ყოველდღე იქმენება მილიონობით და ათიათასობით და ვერ გააჩერებ ამ პროცესს. ამასთან ბრძოლით სახელმწიფოს ერთადერთი შეუძლია, რომ ადამიანს ცხოვრება გაუფუჭოს. თუ სახელმწიფო ამბობს რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქეები კარგად იყვნენ, მაშინ უნდა მოიფიქროს მართლა სმართ პოლიტიკა ამ დრაგებთან მიმართებაში. ადამიანის ცხოვრების გაფუჭებით კარგს ვერაფერს ვერ იზამ. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ეჭირება ყოველთვის, ეხლა ყველაფერი ერთ რაღაცაში გაყავთ მაგრამ, სხვადასხვანაირი რაღაცები არსებობს. არსებობს ჰალუცინოგენები, არსებობს ფართი დრაგები როცა უბრალოდ კარგად გრძნობ თავს და არაფერი არ გელანდება უბრალოდ დოპამინის დონე გიწევს ტვინში მაღლა და კარგად გრძნობ თავს... ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს და ძალიან მეხმარება წერაშიც, მუსიკაშიც, ურთიერთობაშიც და აზროვნებაშიც. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, რომ არ მქონდეს არაფერი გასინჯული რა ჭკუაზე ვიქნებოდი.
ალკოჰოლი?
-ალკოჰოლი ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ალკოჰოლი სხვათაშორის მართლა, აი ნებისმიერ ნარკოლოგს რომ ჰკითხო ერთ-ერთი უმძიმესი ნარკოტიკი არის სინამდვილეში. უბრალოდ, ყველაფერი დამოკიდებული არის აღქმაზე, დემონიზირებული არის ნარკოტიკები და ალკოჰოლი მიღებულია როგორც ჩვეულებრივი რაღაცა. სინამდვილეში ალკოჰოლი არის ისეთივე კი არა გაცილებით დამანგრეველი ნარკოტიკი და უბრალოდ მიღებულია და ყველა მაღაზიაში იყიდება. გაცილებით მეტ ადმაიანს კლავს, ანადგურებს და უფრო აგრესიულს ხდის ვიდრე სიტყვაზე მოსაწევი ან MDMA რომ მიიღო. MDMAში ბედნიერი ხარ, ყველაფერი გიყვარს და შეიძება პირველად აღმოაჩინო შენს ცხოვრებაში რომ სამყაროსადმი ამხელა სიყვარულის გრძნობა გაქვს. რასაც ალკოჰოლში ვერ იზამ და ვერ მიხვდები.
რა უნდა გაკეთდეს რეპრესირებაზე ორიენტირებული სახელმწიფო დასჯის სისტემის შეცვლისთვის თვითონ სამოქალაქო საზოგადოების მხირდან,რომლის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს სწორედ ნარკოდამოკიდებულება და ისეთი მსუბუქი ნარკოტიკები,რომელებმაც შეუძლებელია ისეთივე ზიანი მიაყენოს საზოგადოებას,როგორიც თქვად ალკოჰოლმა ?
-პირველ რიგში უნდა გასინჯოს ეს რაღაცეები საზოგადოებამ და მერე უნდა გაატრაკოს. სახელმწიფო ხომ ამბობს „ჩვენ ვართ ხალხის ერთობა“, „ჩვენ გვინდა ხალხი კარგად იყოს“ თუ რაღაცა... ეს ხალხი ამ რაღაცებს რომ გასინჯავს და კარგად რომ იგრძნობს თავს მოთხოვს მერე სახელმწიფოს, რომ თავი დაგვანებეთ გვინდა, რომ კარგად ვიყოთ და კარგად ვიქნებით, კარგად იქნებიან. აქ ჩვენთან მითებს ქმნიან პროსტა, რომ ჩვენ თუ უფრო ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას დავიწყებთ ხალხი განარკომანდება და ასე შემდეგ. ეს ცოტა გასაგებია 90იანების შემდეგ, როცა ნარკომანია ოპიატურია აი გასაჩხერები და რაღაცა. აქ ვაფშე არ არის გასაჩხერებზე ლაპარაკი. ვაფშე სხვა ნარკოტიკებზეა ლაპარაკი. რატომღაც აქ ჰგონიათ, რომ ყველა განარკომანდება, პადიეზდებში დაიწყებენ ბავშვების გაფუჭებას, ერი გაიხრწნება... სინამდვილეში, სადაც კი, ლიბერალური გახდა ნარკოპოლიტიკა ყველგან კარგი ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს. სიკვდილს, თვითმკვლელობას და ესეთ რაღაცეებს იწვევს აი ესეთი ნარკოპოლიტიკა როგორიც ჩვენთანაა - არასწორი და რეპრესირებაზე ორიენტირებული. ინფორმაცია უნდა არსებობსდეს ამ ყველაფერზე. შსს_მ რომ დაიწყო ბიოს ანტიპიარკამპანია, მაგაზე რაც ფული დაიხარჯა ეგ ჯობდა, რომ დაეხარჯათ ხალხისთვის ინფორმაციის მისაცემად ანუ რომელი ნარკოტიკი რამდენად მავნებელია და რისი მიღება შეიძლება და რამ შეიძლება რა გამოიწვიოს. მე უკვე ზრდასრულმა ადამიანმა შემიძლია გადავწყვიტო რა მივიღო და რა არა. და მაინც იგონებენ რაღაცეებს და დემონიზაციას უკეთებენ რაღაცებს და ბევრი რაღაც არის მოგონილი რითიც ხალხს აშინებენ. როგორც შუა საუკუნეებში აშინებდნენ ეშმაკებით და ხალხს დასდევდნენ და „ვეძმებს“ და ვიღაცებს ცეცხლზე წვავდნენ, ჩვენთან ეხლა არის ეს დრო ზუსტად, არის იგივე დრო, არის ინკვიზიცია, ოღონდ ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ცნობიერების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
განთლების სისტემაში სწორი რეფორმების გატარებას
შეუძლია,თუ არა შეცვალოს უმრავლესობის არაჯანსაღი დამოკიდებულება ზოგადად ნარკოტიკის,ნარკოდამოკიდებული ადამიანებისადმი, თუ ამისთვის საჭიროა მოისპოს დამახინჯებული ანტინარკოტიკული პროპაგანდა?
-სრული მოსპობა მე მგონი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ყველაფერი შეიცავს საფრთხეს. ადამიანს პროსტა უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმაზეც და ამაზეც. სახელმწიფო არ უნდა ატყუებდეს თავისი ვიღაც ვითომ ნარკოლოგებით, რომლებიც ყავთ და გაგებაში არ არიან არაფრის და დადიან პროსტა ხალხს აშინებენ, რო რაღაც საშინელებებს იძახიან ეგრე არ უნდა იყოს. უნდა იყოს ისიც, უნდა იცოდე რა საფრთხეს შეიცავს და უნდა იცოდე რა საფრთხეს არ შეიცავს. ეგ რაღაცეები თუ იცი კარგია. ეგ რაღაცეები თუ იცი გაცილებით ადრეული ასაკიდან უფრო კარგია ვიდრე ექსპერიმენტები რომ აკეთო. იმიტომ, რომ ძირითადად ადამიანები იღუპებიან იმის გამო, რომ ან ინფორმაცია არ აქვთ ან სახელმწიფო გამოიჭერს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს რომელმაც მოწია პირველად მოსაწევი სვამს ციხეში 7 წლით და მოსაწევის გამო 7 წლით რომ ჩაგსვამენ, ნახევარი ცხოვრება ხომ საერთოდ დანგრეული გაქვს და იქიდან გამოდიხარ ძალიან გაბოროტებული, იმიტომ რომ ეგ უსამართლობაა. ყოველდღე იდება ნიუსები, რომ დადიან და ხან ვიღაცა ვიღაცის ბებიას აუპატიურებს, ვიღაცა ვიღაცის ბავშვს აუპატიურებს და იმაზე სვამენ 4 წლით. ხალხი ამაზე არ გამოდის და არ ატრაკებს და ატრაკებს ნარკოტიკების თემაზე და გეების თემაზე... ადამიანს ვერ აუკრძალავ, ვისაც უნდა რაღაცეების მიღება, ვისაც უნდა ოდნავ სხვა თვალით შეხედოს სამყაროს ან ვისაც ეს ჭირდება... ბევრნაირი ადამიანი არსებობს ვიღაცა არის ისეთი ვისაც არ ჭირდება, და არ ვამბობ, რომ ყველამ უნდა მიიღოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მსუბუქი ნარკოტიკების ესე დაბლოკვა და ესეთი დრაკონული კანონები მაგას იწვევს, რომ ხალხი უფრო საშინელებებზე გადადის ან ალკოჰოლის ამარა რჩება. ნუ ეს ალკოჰოლი ნებისმიერ სტატისტიკაში, რომ წაიკითხო გაუპატიურებების, მკვლელობების, საგზაო ავარიების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია. მე ცხოვრებაში არ მინახავს მოწეული ადამიანი რომელსაც ჩხუბი უნდოდეს ვინმესთან და ყოველდღე ვხედავ საქართველოში მთვრალ ხალხს რომელიც ერთმანეთს ბოთლებს ალეწავს ან დადიან და ვიღაცებს აგინებენ.
საჭიროა თუ არა საერთოდ რაიმე სახის პროპაგანდის გაწევა ქვეყანაში,იმისათვის რომ საზოგადოებამ შეიცვალოს აზრი?
-ინფორმაცია. მე მგონი მთავარი არის ინფორმაცია, იმიტომ რომ, ეხლა ნახევარი საზოგადოება მითებით ცხოვრობს. უფროსი თაობა განსაკუთრებით. ანუ ეს სიტყვა ნარკოტიკი როცა ისმის ყველას თავის თავში რაღაც თავისი მითი წარმოუდგენია, რომ ვიღაც კვდება, ვიღაცას რაღაცა ემართება და ეგრე არ არის. კატეგორიზაცია უნდა მოხდეს კანონში ამ ყველაფრის და ინფორმაცია უნდა არსებობდეს. იდეაში, ინტერნეტში არის ეს ინფორმაცია ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს, მაგრამ ტელევიზიებში რასაც აკეთებენ ჩვენთან ეგ არის მარაზმი. იმიტომ რომ, დემონიზაციას უკეთებენ ამ ყველაფერს და უბრალოდ არის დაშინების პოლიტიკა. ხალხს აშინებენ, თავის თავს იშინებენ, მერე ვიღაცას ცხოვრებას უფუჭებენ... და ეხლა რასაც ვამბობ ეს არ არის მოგონილი რაღაცა რეალურად ეხლა ასობით ადამიანი ზის ციხეში, ახალგაზდა ადამიანი იმის გამო, რომ პროსტა მარიხუანა მოწია, ეს ისეთი აფსურდია... გავა ერთი 30 წელი ან ნაკლები და ისე შევხედავთ როგორც ეხლა ინკვიზიციას ვუყურებთ, გამოგონილი რაღაცისთვის ცეცხლზე დაწვას აი ეგეთი აფსურდია. მაგის გამო რეალურად წვალობს ეხლა ხალხი. მე მგონი ეგ ვარიანტია, რომ არსებობს ზიანის შემცირების გზები, ძალიან ბევრი კანონპროექტი მოიგონეს და შეიტანეს, ესე უფრო ლიბერლური გახდა ნარკოპოლიტიკა მაგრამ საქართველოს მთავრობას მაინც და მაინც უნდა რომ ვიღაცები დასაჯონ, და ვიღაცებს დედა #####ნან, ურტყან და ფული წაართვან. მაინც და მაინც ეგ უნდათ და რატომ უნდათ არ ვიცი.
პირველ რიგში რას შეუწყობს ხელს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და რისთვის ჭირდება ეს ხალხს?
-პირველ რიგში იმიტომ არის საჭირო, რომ დეკრიმინალიზაცია თუ მოხდება მოხდება ის, რომ ეს ახალგზარდა ხალხი ნაკლებად დაიტანჯება. აი რაღაც სტატისტიკას ვკითხულობდი, ხალხს ქუჩაში აჩერებენ, სინჯავენ და რაღაც საშინელებაა. სინადვილეში არის ფაშიზმი და ვერ ხვდება ჩვენი საზოგადოება, რომ ეგეთი დამოკიდებულება არის ფაშიზმი. კიდევ იმისთის იქნება კარგი, რომ გაცილებით მედატ დარელაქსებული იქნება ხალხი, ვისაც უნდა მიიღებს, ვისაც არ მოუნდება არ მიიღებს. ეს ორი ივნისის აქცია კარგი იქნება ამისთვის, რაც უფრო მეტი ხალხი მოვა უფრო კარგი იქნება რომ სახელმწიფომ დაინახოს და მერე გაითვალისწინოს რაც უნდა მის ხალხს და არ უნდა აწამოს ხალხი.
წყარო :
ბარიკადიდაძლიეთ შიში... ბოლშევიზმის დრო დასრულდა დროა მიხვდეთ რომ პატრული (პოლიცია) თქვენი უსაფრთხოებისთვის დაქირავებული პიროვნებაა რომელმაც უნდა დაგიცვათ იზრუნოს თქვენ უსაფრთხოებაზე და აღასრულოს თქვენი ნება( რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება) ის არ არის ხელისუფლების მარიონეტი და პაიკი !!! დაძლიეთ შიში