Bravissimo.ge სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ მუსიკაზე შეყვარებულ ყველა ადამიანს მისცეს საშუალება იყოს ამ სფეროსთან დაკავშირებული ამბების საქმის კურსში, იპოვოს კავშირი საყვარელ შემსრულებელთან და აღმოაჩინოს თანამოაზრეები.
ვებ გვერდზე განთავსებულია სხვადასხვა პროდუქტის კატალოგები, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მსმენელს დააკმაყოფილებს.
თქვენ იპონით ყველაზე საუკეთესო აქსესუარებს, რომელიც თქვენს ფავორიტ არტისტს უკავშირდება, მემორაბილიის უნიკალურ და ექსკლუზიურ ნივთებს,ამ ყველაფერის გაკეთებას კი ფლეიერში ჩაყრილი ყველაზე პოპულარული ქართული ჰიტების ფონზე შეძლებთ.
ვებ გვერდი შექმნილია იმისათვის, რომ ყველა მელომანისთვის არსებობდეს ერთი კონკრეტული თავშეყრის ადგილი. ეს უნდა იყოს პროექტი, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს მისცემს საშუალებას თვალი ადევნოს შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების ლიდერობას ჩარტების ნაწილში, გაიგოს სად არის ყველაზე საინტერესო ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით აფიშის დახმარებით, გაატაროს სასიამოვნო სააღამოები და იმღეროს ქართული კარაოკე სადაც თავმოყრილია ლეგენდარული და ყველაზე პოპულარული სიმღერები.
ამასთანავე, ბრავისიმოზე განთავსდება თავმოყრილი ახალი ამბები არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მუსიკალური სამყაროდან. ეს ინფორმაცია ყველაზე სანდო წყაროებზე დაყრდნობით იქნება მოპოვებული.
ბრავისიმოს პროექტის თანადამფუძნებლები არიან ბრავო რექორდსი, კავკასუს ონლაინი და branding.ge.
პროექტი ემსახურება ქართული შოუ - ბიზნესისა და მუსიკალური სფეროს განვითარებას, ამასთანავე მეკობრეობისა და არალეგალური პროდუქტის გავრცელების წინააღმდეგაც იბრძოლებს.