მეგობრებო ეს პირდაპირი გაგებით აპოლიტიკური ტემაა თუმცა საზოგადოებრივი პოლიტიკა მაინც მოიცავს ამ თემას ასე რომ კარგი იდეაა და მაქსიმალურად შეეცადეთ დახმარებას.
_____________________________________________________________________________
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საზოგადოებრივი აზრი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და სამედიცინო აკადემიამ ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტის ,,წიგნი–ერის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სათათბირო დარბაზში გაიმართა.
პროექტის მიზანი სასჯელაღსრულების სისტემაში ,,წიგნის ბანკში“ წიგნების დეფიციტის აღმოფხვრაა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელარსრულების სისტემაში მყოფი არასრულწლოვანი პატიმრების მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას და გათავისუფლების შემდეგ მათ სწორად და სრულფასოვნად ცხოვრებას. ამის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი კი წიგნიერება და განათლებაა.
სარეკლამო პოსტერები და ბანერები, რომელიც სპეციალურად პროექტისათვის „წიგნი–ერი“ დამზადდა, უმაღლეს სასწავლებლებში, სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებაში განთავსდება. პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისთვის მათ პოსტერებზე მითითებულ მისამართებზე წიგნები უნდა მიიტანონ. ეს იქნება წიგნები, რომელსაც თითოეული ადამიანი თავისი ერისთვის გაიღებს...
მიშა დიაკონიძე, ააიპ „საზოგადოებრივი აზრის“ თავმჯდომარე: ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომლის სლოგანია ,,გაიღე წიგნი წიგნიერი მომავლისათვის“. როგორც ცნობილია, მძიმე სოციალური ფონის გამო, იმის გამო, რომ ბევრი ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას, არაერთი არასრულწლოვანი უშვებს საბედისწერო შეცდომას და გისოსებს მიღმა ხვდება. „წიგნი–ერი“ სწორედ მათი მხარდაჭერისთვის, ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთის შეიქმნა. არასრულწლოვნებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთი შეცდომის გამო ყველაფერი არ მთავრდება მათ ცხოვრებაში და შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე, იფიქრონ მომავალზე...
„წიგნი–ერი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II –ის ლოცვა–კურთხევით ხორციელდება.
http://www.sazogadoeba.ge/news.php?post_id..._types=og.likes______________________________________________________________________
პროექტის ფარგლებში დაინტერესებულმა პირებმა წიგნები შეგიძლიათ მიიტანოთ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურ თვითმმართველობებში, ხოლო საჯარო დაწესებულებებში დაცვის სამსახურებში. (დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 55 15 05 / 577161804)
This post has been edited by GIJPOETA on 23 May 2014, 11:48
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)