მოკლედ გადავხედ გადმოვხედე და ვერსად ვნახე მსგავსი თემა და ამიტომაც გავხსენი ეს...
მოკლედ, ყველას ჩვენი კაპრიზები გვაქვს და ათეულობით დეტალს ვითვალისწინებთ და ამ დეტალების საფუძველზე მოგვწონს ან არ მოგვწონს ავტომობილი, ხოლო დეტალებიდან კი ზოგიერთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო მაგრამ გარკვეული ადამიანებისთვის მთავარი ფაქტორიც შეიძლება იყოს მანქანის შერჩევისას...
პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის ხმას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან მომწონს ჰონდა (ვაღიარებ მართლა მომწონს) ეს მხოლოდ დაუქოქავ ან არასპორტული ვიხლოპით აღჭურვილ ჰონდებს ეხებათ იმიტომ რომ საკმარისია ოდნავ ხმაურიანი მაყუჩი და ჰონდა ხდება ოფიციალურად ტაშტი, ხრიალებს, საერთოდ არ მოაქვს წნევა და მაჟრიალებს მსგავს ხმებზე...
ასევე BMW, უაზროდ ღნავის ყველა ინლაინ ტიპის ძრავიანი (ანუ სწორი ძრავი, ვეაბრაზნი არა) ბეხა, მითუმეტეს საქართველოში, ვიხლოპში ფულის გადახდა რო არ უნდა სასტავს და გახეული ტრუბებით რო მოძრაობენ ხმის გამო, საზიზღრობაა, მითუმეტეს ღამის 3 საათზე ქალაქში სვერხუ რო წიხლავენ გაზს და ნახევარ მოსახლეობას აღვიძებენ, რამდენჯერ მიგინია აივნიდან მსგავსი მძღოლების მიმართულებით...
ასევე საძაგელი ხმა აქვს პეჟოს და მძაგს როტორიანი მაზდების ხმა, იდიოტურად კივიან და შემაწუხებელი ხმა აქვთ...
მოკლედ ადამიანია და გემოვნება, ყველას რაღაც განსაკუთრებული ახასიათებს, სხვათაშორის ჩემ მანქანას რომ ვყიდულობდი, საერთოდ არ მქონდა სუბარუზე არანაირი წარმოდგენა მაგრამ ხმამ ისე გამისწორა ფაქტიურად ერთერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო რის გამოც ეს მანქანა ვიყიდე...
რაღაცნაირი მოგუდული და წნევიანი ხმა აქვს, ვიდეოში კიდევ ვერაა ისე როგორც რეალურად, ტელეფონით ვიღებდით ამ ვიდეოს, განსაკუთრებით სალონში შემოაქვს ძაან საყვარელი გუგუნი, არც ტვინს ტ&ნავს ზედმეტად და არც ის მომენტი გაქ რო აი ხმა გინდა გესმოდეს და ვერ გესმის...
კიდევ ძალიან მაგრად მომწონს ამერიკული "v აბრაზნი" მანქანების ხმა, განსაკუთრებით ძველების, რაღაცნაირი თითქოს ხისტი მაგრამ მოშნი ხმა რომ აქვთ...
დიდ ძრავიანი მერსედესების ხმაა კიდე რაღაც საოცრება, თორქი იგრძნობა...
თორქზე გამახსენდა და დიზელებს აქვთ ძალიან საკაიფო თუხთუხი კიდე და გინდა კერასინკა ეძახეთ და გინდა სალიარკის ფეჩი...
არა მამენთ მართლა რა, ნებისმიერ ტრაქტორს ან ტაკს აქვს უფრო კარგი ხმა ვიდრე ჰონდას ან ბეემვეს, ან პეჟოს და ა.შ. წიკვინა მანქანებს...
ჰოდა მოკლედ გაგრძელება თქვენთვის მომინდია ბიჭებო...