atasss
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5767
წევრი No.: 156937
რეგისტრ.: 11-December 12
|
#41033084 · 23 May 2014, 14:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ახალი ე.წ. კოდექსი ცენტრალურ მთავრობას ეფექტიანი პოლიტიკური მანევრის შანსს მაინც უტოვებს: აქ საქმეში ერთვება საკრებულო, რომელსაც ახალი ე.წ. კოდექსით აქვს უფლება ხალხის არჩეული მერი უნდობლობის პროცედურით გააძევოს (?!). ცხადია, ცენტრალური მთავრობა ასეთი შანსის გამოყენებას ურჩი მერების (გამგებლების) წინააღმდეგ უთუოდ შეეცდება. |
QUOTE | ნებისმიერ ვარიანტში, გარდაუვალია ისეთი პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ვიხილეთ, როცა საკრებულოსა და მერს შორის დაპირისპირების გამო ვერ ხერხდებოდა ქალქის ბიუჯეტის მიღება. მოქმედი კანონმდებლობით ასეთი პოლიტიკური კრიზისი ისევ ცენტრალური მთავრობის სასარგებლოდ გადაწყდება, რადგან, ბიუჯეტის მიუღებლობის მოტივით საკრებულოცა და მერიც (გამგებელიც) დაითხოვება. ხოლო რიგგარეშე არჩევნებში კი მთავრობა მთელი თავისი რესურსების გამოყენებით ერთ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში თავიდან იბრძოლებას, რომ ისევ ოპოზიციური მერი (გამგებელი) არ აირჩიოს ხალხმა. |
QUOTE | ურჩი მერებისა და გამგებლების მოსათოკად ცენტრალურ მთავრობას სახელმწიფო ზედამხედველობის კანონიერი ბერკეტებიც აქვს. კურიოზულია, რომ ამ ახალი ე.წ. კოდექსით სამართლებრივი ზედამხედველობის უპრეცენდენტო ცენტრალიზაცია განხორციელდა და ამიერიდან პრემიერ-მინისტრის ხელშია ადგილობრივი ნორმატიული აქტების კანონიერების კონტროლი. ბუნებრივია, როცა გაჭირდება, დაუმორჩილებელი მერის ჭკუაზე მოსაყვანად ამ ბერკეტის გამოყენებაც შეიძლება. გარდა ამისა, უაღრესად ეფექტიანი შეიძლება გამოდგეს ე.წ. დარგობრივი კონტროლი, რომლის საშუალებასაც ეს ახალი ე.წ. კოდექსი დარგობრივ სამინისტროებს ანიჭებს. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა ოპოზიციურად განწყობილ თვითმმართველ ერთეულში ერთდროულად რამდენიმე დარგობრივი სამინისტრო დაიწყებს მიზანშეწონილობის მოტივით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებას, რითიც, სურვილის შემთხვევაში, მთავრობისათვის ძალზე იოლიად იქნება შესაძლებელი ადგილობრივი ორგანოების სრული პარალიზების მიღწევა. |
QUOTE | მთავრობას, დამატებით, ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკური კონტროლისათვის გუბერნატორების ინსტიტუტიც ისევ მომართული აქვს. გუბერნატორებს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოსცილდათ, მაგრამ რა ბედენაა? ფორმალურად, მოქმედი კანონმდებლობით გუბერნატორებს ადგილობრივ თვითმმართველობაზე გავლენა თითქოს არა აქვთ. ისინი მთავრობის წარმომადგენლები არიან ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაგრამ განუსაზღვრელი და დაუკონკრეტებელი მმართველობითი უფლებამოსილებებით. მათი ფორმალური მანდატი სრულიად ბუნდოვანია. ეს იმიტომაცაა საჭირო, რომ რეალურად ისინი არა ადმინისტრაციულ მოხელეებს, არამედ ”პოლიტიკურ კომისრებს” წარმოადგეგენენ; გუბერნატორების არაფორმალური და სინამდვილეში, ერთადერთდი ფუნქცია ადგილობრივ ორგანოებზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის პოლიტიკური უზრუნველყოფაა. ცხადია, ამ ფუნქციას ისინი უშუალოდ მთავრობის წარმოამდგენლის არაფორმალურ ”ავტორიტეტზე” დაყრდნობით, კორპორაციული მმართველობის სტილში ახორციელებენ და არჩევნების შემდეგაც ასევე განახოციელებენ. თანაც, გუბერნატორების უმრავლესობა ყოფილი ”ძალოვნები” არიან, რაც ახალი კორპორაციული მმართველობის ტენდენციაზეც მკაფიოდ მეტყველებს. |
QUOTE | კორპორაციული მმართველობის ადმინისტრაციული დასაყრდენი ახალი ნომენკლატურა უნდა გახდეს, რომლის შექმნასაც მწვანე შუქი აუნთო ამ ე.წ. ახალმა კოდექსმა და ”საჯარო სამსახურის შესახებ”კანონში შეტანილმა ცვლილებებმა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ”კანონის მე-11 მუხლის ახალი ფორმულირება მართლაც გამაოგნებელია და სრულიად უპრეცენდენტო. ამ გაუგონარი ნორმის თანახმად საჯარო სამსახურის კანონი, ე.ი სამოხელეო სამართალი, აღარ ვრცელდება მუნიციპალურ დიდმოხელეებზე - მერის(გამგებლის) მოადგილეებზე და მუნიციპალური სამსახურების უფროსებზე. |
QUOTE | მუნიციპალური პროფესიული სამსახური, რომელიც ნაცების კორპორაციული მმართველობის პირობებში ისედაც სულს ღაფავდა და სავალალო დღეში იყო, ამ ნორმის ამოქმედებით მთლიანად ნადგურდება, რადგან ახლა უკვე კანონმდებლობითაც (!) ყალიბდება დიდმოხელეების პრივილეგირებული კასტა, გამგებლის (მერის) პირადი ნომენკლატურა! ამ კასტის წევრთა სამსახურში მიღების, კარიერის გავლის, ანგარიშვალდებულების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის, შრომის ანაზღაურების და ა.შ. წესები ფორმალურადაც კი სამოხელეო სამართლით კი აღარ დადგინდება, არამედ უკვე თავიდან ბოლომდე გამგებლის (მერის) პირად ნებაზე ხდება დამოკიდებული. |
QUOTE | ცხადია, დიდმოხელეთა კასტა, რომელსაც ”გუნდს” არასწორად, შესანიღბად ეძახიან, ერთმმართველი ადგილობრივი მმართველის - გამგებლისა თუ მერის პირად მსახურთა კრებული იქნება. ასეთ ”გუნდს” არც საკრებულოს და მით უმეტეს, არც მოსახლეობის ნდობის მანდატი და გამომდინარე, მათდამი ანგარიშვალდებულება არ ექნება, სამაგიეროდ - ექნება მთავარი, რაც ნომენკლატურას სჭირდება: პატრონის ”ნდობა და დაფასება” ერთგული სამსახურისათვის! |
QUOTE | ატრონის პირად მსახურთა ასეთ კასტაში შეღწევა ერთადერთი გზით - პირადი ერთგულების ”განსაკუთრებით ნიჭიერად” დემონსტრირების გზით იქნება შესაძლებელი. პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, მეორეხარისხოვანია, მთავარი პატრონთან პირადი ურთიერთობების მოგვარებაა. მოხელეს მყარი მდგომარეობის მისაღწევად და დასაწინაურებლად პატრონთან პირადი ურთიერთობების ”უნარ-ჩვევები” სჭირდება, ხოლო პროფესიული ცოდნა, თუ ის ასეთ ურთიერთობას ხელს უშლის, არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს............... |
QUOTE | ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანი მხოლოდ იმათთვის არის, ვინც ადგილის მიღებას ლამობს ახალ კორპორაციულ მმართველობაში, სადაც პატრონ-კლიენტელიზმი უკვე კანონმდებლობითაც გამყარდა. ადგილობრივი ერთპიროვნული ხელისუფალი - მერი ან გამგებელი ახალი პატრონის - ქოციონალური მთავრობის კლიენტია და თავის მხრივ, პირად მსახურთა ”გუნდის” - ადგილობრივი პატრიმონიალური ბიუროკრატიის, ახალი ნომენკლატურის პატრონი. |
QUOTE | ადგილობრივი საზოგადოება და რიგითი მოქალაქე კი ამ პატრონ-კლიენტურ იერარქიულ ჯაჭვში ისევ უკანასკნელ საფეხურზეა, მისი პატრონი და ბატონია ყველა, ვისაც კი რამე ადგილი მოუპოვებია პირადი ურთიერთობებით და არა კანონით ”მოწესრიგებულ” ამ უსამართლო კორპორაციულ მმართველობაში. |
QUOTE | ასეთ კორპორაციულ წეს-წყობილებაში რესურსების განაწილება, მმართველობითი უფლებამოსილებების შესაბამისად, ისევე ”ზემოდან ქვემოთ” მოხდება და მკაცრად იერარქიული თანმიმდევრობით. მთელი ქვეყნის რესურსებს ქოციონალური მთავრობა დაეპატრონება, რომელიც ამ რესურსების მცირეოდენი ნაწილით ქვედა საფეხურზე მდგომ საკუთარ მმართველებს პოლიტიკური ერთგულების პირობით შეინახავს, ხოლო ისინი - იგივე ერთგულების პირობით თავიანთ ნომენკალტურას გამოკვებავენ. ხალხს კი მხოლოდ ის ნარჩენები მოხმარდება, რაც ამ კორპორაციულ გადანაწილებას გადაურჩება. |
This post has been edited by atasss on 23 May 2014, 14:30
--------------------
antidoti
|