გავრცელებული ინფორმაციით, "ქართუ ბანკი" ბიზნესმენებმა შოთა შალელაშვილმა და გია მიქელაძემ იყიდეს
14:47 23-05-2014
გავრცელებული ინფორმაციით, "ქართუ ბანკი" ბიზნესმენებმა შოთა შალელაშვილმა და გია მიქელაძემ იყიდეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართუ ბანკი" ბიზნესმენებმა შოთა შალელაშვილმა და გია მიქელაძემ იყიდეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი
ებრაელის , შოთა შალელაშვილისა და გია მიქელაძის მიერ "ქართუ ბანკის" ყიდვის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 10 დღეში განსაჯაროვდება.
"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნოდარ ჯავახიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"რასაკვირველია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გაყიდვის ფაქტი არ იმალება, მაგრამ მე მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ მიდის ამაზე საუბარი და მუშაობა. გაყიდვამდე თქვენ ამის შესახებ ყველაფერს გაიგებთ და გაყიდვას მითუმეტეს როგორ ვერ გაიგებთ? ამას სჭირდება ეროვნული ბანკის თანხმობა და ასე შემდეგ. ასე, რომ ორი თვით ადრე მინიმუმ საზოგადოებას ეცოდინება, რომ ბანკი იყიდება", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
გეუბნებოდით ებრაელების მოყვანილიათქო და არაო გაიძახოდით
მოვიდეს ცერცვა და გაგვცეს პასუხი
ბანკით გადაუხადა მადლობა გაწეული საქმისთვის
ამბავი ბიძინას მიერ მიშიკოს მიჭირხვნის დაწყებისასააკაშვილი ბიძინას კი არა ებრაელებს გაუსტუმრებიათ