ძველი თემა დახურული დამხვდა
აქ გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები
ანამჩი ქალი-მაჭიკი love.gif
ტემპერამენტიანი და ბობოქარი მდედრი იუზერი
ნაცთან ნაცი, ქოცთან ქოცი <3
გამძაფრებული ინტუიცია ეხმარება იყოს უჩვეულოდ პრაქტიკული
....... შიშველი ხელებით ორი ელამი თხის ამარა შეკინკილდა ქართულ სოფ.მეურნეობაში
გაბედული იდეებისა და ენერგიის წყალობით სავარაუდოდ ააღორძინა კიდეც
ოღონდ არა "კიბუცი"როგორც ამას თავიდან იძახდა
როდესაც მეწილეობას პირდებოდა ნებისმიერს ვინც კი თავის წვლილს შეიტანდა მისი მეურნეობისთვის" სასათბურე" პირობების შექმნაში თუნდაც ერთი კარალიოკის ნერგით biggrin.gif
ასეა თუ ისე სოფ.თელეთს თვალსაჩინო ადგილი დაუმკვიდრა გარდაბნის რაიონში.და არა მარტო...
სხვათაშორის ამ ნიჭიერი ქალბატონის ტელე გამოსვლა ერთხელ მაინც თუ გაქვთ ნანახი აუცილებლად მოინუსხებოდით მისი მეტყველების განუმეორებელი მანერით
საუბრის დროს ისე ენერგიულად იქნევს ხელებს გეგონება აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთებს აჩვენებსო მსმენელს
ჩემს თაფ სამეულში ფავორიტთაგან იგი ერთერთია love.gif
წარმატებები მას!!
ესეც ძველი თემიდან
უწიპუწის ანუ სიყვარულის თემის გახსენება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამოვწიოთ ეს თემა
ქრონომეტრაჟით გავიაროთ ძველი მასალა
და თან ვიაქტიუროთ
love.gif
QUOTE
კარდუ,098 და მისთანანი- ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ წყობილებიდან გამოიყვანონ ბუდა
ნუ როგორ ,დაკონკრეტება არაა საჭირო
QUOTE
ჯიმი ლევი-ერთდროს ბუნჩულა უზერი.მოდერატორობამ ამ პიროვნების "სტრუქტურაში"სერიოზული გარდატეხა მოახდინა.დოპამინის ნეირონების
გამოყოფამ შეუქცევადი ხასათი მიიღო.ეს პროცესი დღემდე გრძელდება .
QUOTE
ჩომბე-ხანდაზმულობის მიუხედავად ფლობს დაუცხრომელ სურვილს იყოს ფორუმის ვარსკვლავ ბიჭუნა ინტელექტისა და იუმორის ჟანრში.
მოკლე დახასიათება.ამბიციური, ნასწავლი გლეხი ,მოქნილი სიტყვა-პასუხითა და ფაქიზი ნერვული სისტემით.
QUOTE
დარვინმა თავისი ცნობილი თეორიით ადამიანის ღვთაბრივი წარმომავლობის გაბათილება შეძლო
ფორუმელმა ტომასმა კი არგუმენტებით გაამყარა მისი ეს თეორია.დაგვარწმუნა რომ
ადამიანის შექმნაში ღმერთის ხელი მართლა არ ურევია
QUOTE
თეოლოგიური სწავლების მიხედვით ადამიანის სული უორიენტაციო და უსქესოა .ფორუმელმა დიდგორამ კი დაგვანახა რომ
შეიძლება არსებობდეს ორიენტაცია(პოლიტიკური რასაკვირველია)ხოლო სული კი არა.
QUOTE
ჩივავა -ქალი ფორუმის დვრიტა, მარადიული ახალგაზრდობის სიმბოლო.
გამორჩეულად ემოციური, უმანკო ტვინის უჯრედებით. "მარკიზა სირა" , მეხოტბეთა დიდი ამალით.
QUOTE
იუდა-ცინიკური სუბიექტი.მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობითა და ხუთ ვარსკვლავიანი მახვილსიტყვაობებით.
როგორც ირკვევა მისი ფორუმული იმიჯისგან განსხვავებით
რეალში საკმაოდ მორიდებული,მორცხვი და უწყინარი პერსონაა. ჩანს იუდას როლი ახდენს გავლენას მის ხასიათზე.პლიუს ამას
მის მახვილსიტყვაობებზე დაოსებული მდედრიონის(გამოვყოფდი რუსიკოს) დამაჯერებელი ხარხარი უწევს ტონუსს..
QUOTE
გოგილორდი
ომერტა
სპაიდერი
(ერთი გრძელნიკიანიაკიდე ,ავატარზე დენიროთი.დანარჩენები არ მახსენდებიან)
ერთი ხისგან გამოთლილი ფანდურები, ქართულ-ტრადიციული რეპერტუარით.
ეროვნული მემკვიდრეობის სპეციალური კომისიის ღირსეული წევრები
კრებითი სახელი-ყანწი
ჰობი-კაი პურიჭამა
QUOTE
ტრიუმფი
ნოსტალგია
ამ უზერების პოსტების კითხვისას
ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს პარალელური სამყაროდან მიღუტუნებენ ფეხის გულებზე და სულ მეცინება.
QUOTE
არა არს ღმერთი თვინიერ მიხეილისა
anichqa და რუსიკო მოციქულები მისი..
ჭეშმარიტი თაყვვანისმცემლები
მოვლენილნი მისი უზენაესობის საქადაგებლად pop.gif
QUOTE
ეს ფორუმი მემატიანეა იმისა თუ როგორ სდევნიდნენ ფრიდრიხას მის ფორუმულ გარიჟრაჟზე
დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია -ამ უზერს რენესანსის ხანა აქვს...
არამარტო ქალების , კაცების აღფრთოვანებული ამალაც დასდევს უკან სახოტბო შეძახილებით
ფრიდრიხამ ესა სთქვა,ფრიდრიხამ ისა თქვა ...ყუველაფერს მნიშვნელობას ანიჭებენ და თან უხარიათ რომ არსებობს იგი...
საკუთარი ნიშის დაკავებაში მტკიცე ხასიათთან ერთად დაეხმარა
ძალისმიერი მეთოდები რომელსაც ხშირად იყენებდა ოპონენტებთან კამათის დროს
ხშირად დაფიქსირებულა სხეულის სხვა და სხვა ორგანოების დაზიანების,კერძოდ კი გადაღუნვის მუქარის დროს
მაგ:ნეკნები,ხერხემალი და ა.შ...
.................................................
QUOTE
წოსაპი
ამ ტიპმა ჯერ კიდე უნბესიტოს ცნობილ თემაში მიიქცია ყურადღება
ფორუმზე თავის დამკვიდრების პირველ ხანებში (როგორც ხშირად ხდება)
უხვად იყენებდა ხითხითისა და კოცნის მხიარულ სიცილაკებს
ციცინათელების მწყემსივით უწყინარს დრო და დრო სენტიმენტები იპყრობდნენ
და ცხოვრების ამაობაზე გულამოსკვნილი იწყებდა წერას
ასეთ დროს მთელი ფორუმის გოგოობა მისი აპათიის გასაქარწყლებლადა და ნუგეშის საცემად ძალას არ იშურებდა
აი ასე თვალსა და ხელს შუა დაიბადა ფორუმის ლიუბიმჩიკი -წოსაპა
ცოტა მოგვიანებით კი მეტამორფოზა განიცადა და ეს ერთ დროს თვალებში შემომციცინე ბუნჩულა "დერსკ "თავდაჯერებულ ტიპად გადაიქცა..
QUOTE
დიდოუ
მეგრელი მებაირახტრე
რომელთან დისპუტის დროს აუცილებელი წინაპირობაა აღიჭურვო მოთმინებითა დიდითა
კარგად ფლობს მწყობრი დისკუსიის(: D) ტექნიკასა და მეგრელების დღემდე შენარჩუნებულ კულტურისა და ყოფის ლოკალურ თავისებურებებს
//////////////////////////
QUOTE
kvarkvare--ვირტუოზი გამპრავებელი
თავის დროზე 900 ტრაქტორის სიმძლავრის ლოგიკით აღიჭურვა და დღემდე უჭირს დამუხრუჭება
გაპრავების დროს ასტრალში გაჭრის შემთხვევები იმდენად ხშირია რომ აგრესიის გამოწვევის ნაცვლად კომიკურ მხიარულ სიტუაციებს ქმნის
შესწევს უნარი იუზერ კარდუს ფორა მისცეს შემდეგ კი დიდი უპირატესობით დაამარცხოს
შეგახსენებთ რომ ეს 2011-12 წლის მონაცემები გახლავთ
* * *
QUOTE
ნიგო
სტილი-რაიონის ინწელიგენწისთვის დამახასათებელი "მანერულობა"
ხიბლავს როდესაც საკუთარი ცხოვრების ავკარგიანობაზე გვესაუბრება " პროფილში" მიწვეული სტუმარივით
თუ გსურთ იხილოთ სად გადის ადამიანის გონებრივი და ფსიქიkური შესაძლებლობების ზღვარი
იხილეთ თემა "გატაცებულ ცხრა თვის ბავშვზე"
თემის დრამატულობის მიუხედავად თქვენ მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა
თვალი მიადევნოთ ქართული სოციუმის სცენაზე განვითარებულ ბლოგბასტერს..
თემის ავტორი მთელი დამაჯერებლობით გვიზიარებს
კოშმარულ -მისტიკური პასაჟებით გაჯერებულ საკუთარ ვერსიებს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით
ერთი კაი პატრონი ამ კლინიკური თემის ავტორს და აუცილებლად მიეცემა შანსი (რამოდენიმე თანაავტორთან ერთად)ტრიუმფალურად დაიპყროს საოცრებებისა და მისტიკის სფეროში ახალი სივრცეები
თემაში ჩაუხედავი მკითხველისთვის განვმარტავ რომ საუბარია იუზერ "რსებობ"-ზე
რომელიც ფლობს ფსიქიატრის დიპლომს და
რომლის შარდსაც ფსიქოზის ფაქტორის არსებობაზე თვეში ერთხელ
სუპერვაიზერები უტარებენ ბიოქიმიურ ტესტს უნიტაზში ჩამონტაჟებული აპარატით biggrin.gif
////////////////////
მნია მნია გადავდივარ ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ იუზერზე love.gif
"მამალი გოგო","ყვერებიანი ქალი" რომელიც გაცოფების მიჯნაზე მყოფი
ცხენიან კაცს გადასანსლავს ერთი თვალის დახამხამებაში
მის გაკაპასებას მოდერებიც კი ერიდებიან
შესწევს უნარი წყევლა-კრულვით ფოლადი ქვაზე დაადუღოს
ღრუბლები შეჰყაროს ცეცხლი და კუპრი აწვიმოს თავის მსხვერპლს ვირტუალურად :დ
ხასიათის ამ არც თუ სახარბიელო თავისებურებების მიუხედავად ხელშეუხებლობით და უფრო მეტსაც გეტყვით
პატივისცემით სარგებლობს გარკვეულ ფორუმულ დაჯგუფებებში
მისი წყევლა კრულვა კი ფორუმის ფოლკლორია
სავარაუდოდ მისი წყევლის განეიტრალებაზე (როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე)მისივე სხეულის მადლიანი ორგანოები ზრუნავენ
დიახ ეს გახლავთ < იაიამერციკო> ფორუმელი ამორძალი
შეუპოვარი ,მედგარი და ერთი ცნობილი ქართული ანდაზის გმირივით თავისუფალი love.gif
იოსკამენი -ამ მოდერატორს( მას შემდეგ რაც ამერიკულ ცივილიზაციას ეზიარა )
ქვეცნობიერი ჯიუტად კარნახობს რომ დატოვოს გამორჩეულად რაფინირებული ადამიანის შთაბეჭდილება
რაც ერთობ მისასალმებელია თბილისის ფორუმზე არსებული რეალობისთვის
ვიმედოვნებ ამერიკაში მიღებულ მულტიკულტურულ განათლებას და გამოცდილებას გაუზიარებს საკუთარ კოლეგებსაც და ერთიანი ძალებით შეეცდებიან მშვიდი და საამური გარემო პირობების შექმნას ფორუმის მომხმარებლებისთვის<3
///////////////////
კნიაზ პეკინსკი 7 თაობის თბილისელი
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა (რომელთა კონფედენციალობაც დაცულია)ღირსეული შთამომავალი
ადამიანი რომელსაც ინტელექტი ღენეტიკურად გადაეცა წარჩინებულ წინაპართაგან
ეს სენსიტიური იუზერი ისტერიკების თანხლებით ხშირად ცდილობს საკუთარი პერსონის ზეაღმატებულობის დეკლარირებას
ამ დროს მის საოჯახო ალბომში მისივე წარჩინებული წინაპრები მორცხვად მაგრამ ენერგიულად ასლოკინებენ