http://www.trud.ru/article/23-05-2014/1313...hel_lednik.html დარიალის ხეობაში მომხდარი კატასტროფის მიზეზი: ყაზბეგის მთის ვულკანი იღვიძებს?
23 მაისი 16:50
რუსული გაზეთ „ტრუდის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც განმარტებულია დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი კატასტროფული მეწყერის სავარაუდო მიზეზები.
რა არის საქართველოში, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები და არის თუ არა კატასტროფის გამეორების საფრთხე? ამის შესახებ გაზეთის კორესპონდენტი გლაციოლოგიის დარგში რუს ავტორიტეტულ მეცნიერს, კოსმოსიდან დედამიწის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის ხელმძღვანელს ლევ დესინოვს ესაუბრება.
სპეციალისტები სტიქიური უბედურების მიზეზებს დევდორაკის მყინვარის ფენების მოძრაობას უკავშირებენ, მაგრამ ლევ დენისოვი ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება. „ჩემს ხელთ არსებული მასალები საფუძველს მაძლევს დავასკვნა, რომ ამ შემთხვევაში კატასტროფის მიზეზი გახდა ჯერ კიდევ მძინარე, მაგრამ თანდათანობით გააქტიურებული ყაზბეგის ვულკანი. კოსმოსიდან გადაღებულ ყაზბეგის მთის სურათზე, დაახლოებით 4 ათას 600 მეტრის სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ჩანს მთის ქანების კოლოსალური ნაპრალი, რომელიც მდინარე თერგისკენაა მიმართული. დარწმუნებით გეუბნებით, რომ მთის ამ ფერდობის ზედაპირს ათას გრადუსამდე გავარვარებული მაგმა აწვება. ის თანდათან უახლოვდება ზედაპირს და არაა გამორიცხული, რომ უკვე რამდენიმე ასეული მეტრიღაა დარჩენილი. თუ მაგმა უფრო ახლოს მოაღწევს, დაიწყება ვულკანის ამოფრქვევა“.
ლევ დენისოვის თქმით, მუდამ ცივი და ყინულით დაფარული მთის ქანების გაცხელების გამო ნაპრალი თანდათან ფართოვდებოდა და ამიტომაც მიწის უზარმაზარი ნაწილი ქვემოთ ჩამოშვავდა. გაჩნდა კოლოსალური ხვრელი, რომელიც ტრაპეციის ფორმისაა. მისი ფსკერი ფართობი დაახლოებით 200 მეტრისაა, სიმაღლე - 400 და ზემო [დიამეტრი] – 100 მეტრი. აი, ამ ნახეთქიდან ამჟამად ფუმაროლური გაზების ძლიერი ნაკადი ამოდის. ეს გაზი აშკარად ნახშირორჟანგია.
მოწყვეტილი მთის ქანები ქვემოთ ციცაბო კალთაზე დაეშვა და ჯერ ერთ-ერთ მყინვარს დაეჯახა. ამ მყინვარის სიგრძე დაახლოებით 1,8 ათასი მეტრია, სიგანე - 400. აქ ყინული მუდმივად 20-30-მეტრიანი სისქისაა. შემდეგ ეს ქვა-ღორღიანი უზარმაზარი მასა კანიონით დაბლა დაეშვა, გზა და გზა დამატებით ყინულს იტაცებდა და ბოლოს ეს ყველაფერი დაეცა დევდორაკის მყინვარს. აი, რაც შემდეგ მოხდა, ეს უკვე დარიალის ხეობაში ვნახეთ“, - ამბობს ლევ დენისოვი.
„მსგავსი სიტუაცია იყო 2002 წელს კოლკას მყინვარზეც, რომელიც დევდორაკიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. სტიქიამ მაშინ 120 ადამიანის სიცოცხლე შიწირა. იქაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ვულკანური მოქმედების გააქტიურობა იყო. ეს ნისნავს, რომ მაგმა, რომელმაც უკვე 4 ათას მეტრს მიაღწია, არსად არ წასულა. შესაბამისად, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ახალი კატასტროფული მოვლენა არ მოხდება. თუ ზემოთ აღნიშნული ნაპრალი ყაზბეგის კალტაზე ცოტა ჩრდილოეთით გაფართოვდება, მაშინ საფრთხე კარმადონის ხეობას დაემუქრება, კერძოდ, სოფელ გიზელის მრავალათასიან მოსახლეობას. რასაკვირველია, სიტუაციას მუდმივად ვაკონტროლებთ, ვთანამშრომლობთ ქართველ კოლეგებთან, თუმცა პოტენციური საფრთხე რჩება“, - ამბობს რუსიმ მეცნიერი.
როგორც ლევ დენისოვი აცხადებს, „ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან კავკასიის მთავარი ქედის ჩვენთვის საჭირო ნაწილის გადაღება არ ხერხდება. ვსარგებლობთ რუსეთის სხვა თანამგზავრებით გადაღებული სურათებით, რომელიც დედამიწის ოპერატიული მონიტორინგის რუსეთის სამეცნიერო ცენტრს მიეწოდება.
ამასტან, ახალი სავარაუდო კატასტროფის გათვალისწინებით, აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან („ნასა“) მიღწეულია შეთანხმება გადაღება მოხდეს ამერიკული თანამგზავრებიდანაც. მართალია, სანქციები გამოცხადდა, მაგრამ როცა საფრთხე დედამიწის მოსახლეობას ემუქრება, სხვა და სხვა ქვეყნების მეცნიერები ერთად მოქმედებენ“.
This post has been edited by Grigali on 24 May 2014, 15:48