მპგ "ლიბერალ დემოკრატიული პარტია" ან რაიმე სხვა

1. მოხდება მარიხუანას სრული დეკრიმინალიზაცია.
2. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით ქალაქ სიღნაღსა და წყალტუბოში მოხდება ე.წ "კოფეშოპების" მოწყობა.
3. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს ტურიზმიდან შემოსულ უზარმაზარ თანხებს, რისი დიდი ნაწილიც გადანაწილდება პენსიების ზრდაზე. შესაბამისად საშუალო პენსია საქართველოში უნდა შეადგენდეს 200 ამერიკულ დოლარს ექვივალენტით ლარში.
4. აიკრძალება მოქალაქის ქუჩაში შეჩერება და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა ე.წ "გონივრული ეჭვის საფუძველზე"
5. მოხდება ნარკოლოგიური შემოწმების დაწესებულებიდან მარიხუანას ტესტების სრული ამოღება.
6. სასჯელაღსრულებლის დეპარტამენტში მოხდება სრული რეორგანიზაცია, ციხის საკნები მოეწყობა საშუალო ფასიანი სასტუმროს ნომრების მსგავსად.
7. უკლებლივ ყველა პატიმარს ექნება 24 საათი რადიოს და ტელევიზიორის მოხმარების საშუალება ინდივიდუალურად საკნებში.
8. პატიმარს ექნება საშუალება გამოიყენოს ინტერნეტი და კომპიუტერი დღეში 2 საათის განმავლობაში.
9. მოხდება საქართველოს საფეხბურთო გუნდების დაფინანსების გაზრდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში, პირველ სამეულში გასული კლუბები დაფინანსდებიან ჯამში 15 მილიონი ლარით.
10. იგივე პრინციპით მოხდება საკალათბურთო და სხვა პოპულარული სპორტის სახეობების დაფინასნება.
გაგრძელება იქნება...
==========
მისცემდით ხმას პარტიას აღნიშნული სამოქმედო გეგმით?