მოკლედ, მოგეხსენებათ, კრიმინალმა ისევ აუშვა აფრები. ბინის ქურდობის სერიების შესახებ გსმენიათ ალბათ, ეხლა ჯიბის ქურდები გააქტიურებულან და ა.შ.
წინა უმფროსობამ, გახსოვთ ალბათ, ცოცხითა და დუბინკით ამოშანთა ლამის ეს მოვლენა, მაგრამ ამას ლამის ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადაჰყვა, კიდო დემოკრატიის პრინციპები და რად გინდა ეგეთი წესრიგი?
ახალი მთავრობა პრინციპულად არ აქცევს ამ საკითხს ყურადღებას. ალბათ, კრიმინალების გამოსწორების რაღაც განსაკუთრებული ხერხები იციან და ჯერ-ჯერობით გვიმალავენ - "დინამო" რომ ბელგიის "სტანდართან" რომ ტაშკენტის "ფახთაქორს" უმალავდა თამაშს, ისე.
ეხლა, ფული და რამე კი არავის ენანება. მთავარი მანდ იმ ვიღაც ვირთხისგან მოყენებული შეურაცხყოფაა - შენ დედას, დას ან ვინმე ახლობელს ჯიბეში უძვრება, შეიძლება საყურეც ჩამოჰგლიჯოს, ან შენს ნალოლიევ ბინაში, შენს სიწმინდეში რომ შემოძვრება და გაიშლიგინებს ვიღაც ვირთხა, რა სასიამოვნო ეს?
ჰოდა, გავაკეთოთ ქურდობის დეკრიმინალიზაცია და ქურდებს აღარ დასჭირდებათ ქურდობა - დამსახურებულებს და გაწაფულებს უფრო დიდი ჯამაგირი დავუნიშნოთ, ხოლო დამწყებებს - სტიპენდიის პონტში რაღაც მუდმივი პოდაგრევი.
რა პოზიტივი მოჰყვება ამას? - ქურდები შეეშვებიან სხვის ჯიბეებში და ბინებში შლიგინს და შეურახყოფისგან მიღებული სტრესები მოქკლდებათ მოქლაქეებს. ქურდები დაინტერესებული იქნებიან ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით (ამაზე იქნება მათი ჯამაგირი დამოკიდებული) და თავიანთ ნიჭს ეკონომიკის ხელშემშლელი პირობების აღმოფხვრას მოანდომებენ.
სახსრები საიდან მოვიძიოთ? - დავითხოვოთ პარლამენტი, პოლიცია და ა.შ. - მაინც არაფერს აკეთებენ და მაგათი ფული დავუპადაგრევოთ ქურდებს.
ჰა, რავარია აზრია? თუმცა, მოიცა, პარლამენტარებმა რომ გაიგონ, მაგათ ხარჯზე ვაპირებთ რეფორმის გატარებას, მხარს აღარ დაუჭერენ... პარლამენტი დავტოვოთ
This post has been edited by Arsene Lupin on 25 May 2014, 23:47