ბართოლომეოსი ეკუმენისტი პატრიარქია.
და ანტი-კათოლიკური ისტერია რა შუაშია? არ იყო ბართოლომეუსი ჩამოსული საქართველოში? თუ კათოლიკებს დევნიან?
ის ფაქტი, რომ ბართოლომეოსი რომის პაპს ძმას უწოდებს რაიმე სიახლეა? ეკუმენისტური საბჭოს წევრები არიან ორივენი.
საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას კი, არ მიაჩნია ეკუმენიზმი სწორად და დატოვა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო კარგა ხნის წინ.
"მესამე რომიდან" მართვა რა შუაშია ეკუმენიზმთან? იერუსალიმის ბერძნული საპარტრიარქოს ძალიან მნიშვნელოვანი მონასტრების ბერებიც არ ეთანხმებიან პატრიარქის თეოფილოსის პოზიციას და ტოვებენ წმინდა მიწას.
წინა პატრიარქი ირინეოსი, რომელიც როგორც ვიცი, წინააღმდეგი იყო ეკუმენიზმის, ბართოლომეუსის ხელდასხმით სინოდმა გადააყენა (მრავალი წყაროს მიხედვით, სრულიად უკანონოდ, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, რომლებიც ვერ უმტკიცდება) და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს კელიაშია გამოკეტილი.
შენი აზრით, რუსეთიდან იმართება ეს პროცესები?
Ar-Pharazônგანხეთქილებამდელი რომის პაპის გამოსახვა ფრესკაზე რა გასაკვირია? გასაკვირი და გაუგებარი, განხეთქილების შემდეგ მოღვაწე პაპის გამოსახვა იქნებოდა.
თუმცა განხეთქილების შემდეგაც მოიხსენიებოდა რომის პაპი მართლმადიდებლურ ლიტურგიაში და როგორც შენ სწორად აღნიშნე, მხოლოდ კათოლიკების კონსტანტინეპოლზე გალაშქრების შემდეგ გამოცხადდა კათოლიციზმი მწვალებლობად.
სხვათა შორის, იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს ჯერაც არ წაუღია უკან კათოლიციზმის მწვალებლობად აღიარება, როცა რუსეთის ეკლესიას კათოლიციზმი ოფიციალურად არასოდეს უცნია ასეთად.
ცოტა შეზღუდული ვარ უფლებებში

და ამიტომ აქ დავამატებ.
This post has been edited by hantenbaini on 25 May 2014, 18:44