ეს სიტყვები ბატონებო ამაყად წარმოსთქვა ვინმე ორთოდოქსმა კაკაურიძემ.
ეხლა ამ თემით ლაშასაც და თქვენც უნდა გაჩვენოთ, როგორ "უყვართ" იეჰოვას მოწმეებს ეს ქვეყნიერება და მისი სიამენი და მართლმადიდებლებს როგორ "არ უყვართ" იგივე, რაზეც სხვაზე იძახიან უყვართო.
ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბოლნისის მუნიციპალიტეტს 2014 წლისთვის 300 ათასი ლარის ოდენობით დახმარებას სთხოვს, თუმცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტით მუნიციპალიტეტიდან ეპარქიისთვის მხოლოდ 120 ათასი ლარია გათვალისწინებული.
"მოგმართავთ თხოვნით, გაგვიწიოთ 2014 წელს სუბსიდიის სახით 300 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. აღნიშნულ თანხის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია ახალი ტაძრების მშენებლობისა და ისტორიული ეკლესია-მიანსტრების რესტავრაციისა და შემდგომი აღორძინება-განვითარებისთვის,"- წერილი, რომელიც ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრა ობოლაძეს 2013 წლის ნოემბერში მიწერა, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს [TDI] და ადამიანის უფლებეიბს სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრს [EMC] მიაწოდა. აღნიშნული ორგანიზაციები რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას იკვლევენ.
ორგანიზაციების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ 2014 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აღნიშნული ეპარქიისთვის მხოლოდ 120 ათასი ლარია გათვალისწინებული და წლის ბოლომდე ჯამში რამდენს მიიღებს მუნიციპალიტეტიდან ეპარქია, ამ ეტაპზე უცნობია.
რაც შეეხება წინა წლებს, 2012 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ეპარქიისთვის 140 ათასი, ხოლო 2013 წლის გეგმით 316 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
კვლევის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ადამიანის უფლებეიბს სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი [EMC] და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] სხვა მონაცემებსაც აქვეყნებენ. მაგალითად, არსებული მონაცემებით, 2013 წელს ბიუჯეტიდან მარნეულის ეპარქიას 196 626 ლარი გადარიცხა, აქედან ავეჯისა და სხვა ნივთების შესაძენად - 136 524 ლარი [აბაზანის აქსესუარები, ბელუქსის დანები, თეფშები, ტაფები, ქვაბები და ა.შ.], ელექტროტექნიკისთვის - 31 849 [ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კონდიციონერები, ლეპტოპები, ტელევიზორი, პრინტერი, ყავის აპარატი, ბლენდერი, ყურსასმენი, მტვერსასრუტი, ტოსტერი და ა.შ.].
ეპარქიები ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამიდან (კოდი 05 04), რომელიც რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/31700/.htm
პ.ს "მამა ფორსაჟი" ფილმიდან - ბოლო გასეირნება.
This post has been edited by აზაზელი on 22 May 2014, 00:28
ჭეშმარიტად ჩვენ ვიყავით ცივილიზაციის მამები, ფუძემდებლები ყველა მეცნიერებისა. მე.
კრიშნას შეურაცხყოფა მიაყენეს ! sharanagati