შესავალი
1. არ მსურს რომ თემა გადავიდეს სხვა თემის დისკუსიებში, ვინაიდან მესმის რომ უამრავი მოგონილი (ხელოვნურად შექმნილი) და რეალური გაცილებით რთული საკითხები დგას დღევანდელი თვითეული ოჯახის თუ პიროვნების მიმართ.
2. არ ვაპირებ კონკრეტულად ვინმეს ან რამე სამთავრობო ორგანიზაციის შეურაწმყოფას, ვინაიდან ისინი ასრულებენ იმას რაც დაწერილია და ვალდებულები არიან კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი სამუშაო.
3. წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ დაკარგვინეთ დრო.
198x წელი , დავიბადე, გავიზარდე სოფელში. ძაან ბედნიერი ბავშობა მქონდა, იგივე პაპა ბაბოს სულ თავზე დამტრიალებდნენ რადგან პირველი შვილიშვილი ვიყავი, გავიდა დრო, წლები ..
სკოლა, თსუ... სამსახური .. მეორე სამსახური... სახლი თბილისში... ოჯახი .. შვილი... . ბაბო საკმაოდ მოხუცდა და ვეღარ ახერხებდა ყოველთვიურად ჩამოსვლას, მეც წელიწადში 4 6 ჯერ თუ მოვარხებ ჩასვლას . გადავწყვიტე და რამოდენიმე 5 წლის წინ ფანრიანი ნოკია ვუყიდე რადგან უფრო მეტი კავშირი გვქონოდა და თითქმის ყოველ მე2 მე 3 ე დღე გვირეკავდა და ჩვენც გვიხაროდა

გვიყვებოდა სოფლურ ამბებს და ასე შემდეგ

3 წლის წინ რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა , ცხელოდა გარეთ.....
გადავრეკე ბაბოსთან როგორა ხარ მეთქი დაა... არამიშავსო (ყოველთვის ამობდა ამას) ცუდადდაც რომ ყოფილა და აქეთ მომიკითხავდა ხოლმე

ცხელა მეთქი ჰო? კიოო პაპანაქება მზე არისო
უცბათ ჩემი თავი წარმოვიდგინე იქ, ამ ასაკის ქალს გაგრილება რომ დასჭირდეს მეთქი ან ამ სიცხეში საჭმელს რო გააკეთებს როგორ ინახავს თქო და.. ეგრევე შევედი და მაცივრის განვადება გავაკეთე და 2 დღეში გავუგზავნე სოფელში ....

ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო მაგ დროს დედამიწაზე, არა და რა ცოტაა ადამიანისთვის საჭირო....
გავიდა რამოდენიმე დრო და... ივანიშვილმა ანტენები დაგვირიგაო.... კარგი მეთქი და მიუხედავად მისი ძლიერი უარისა პატარა ლსდ მონიტორი ჩავუტანე. საწყალს ერთი რადიო ქონდა და ნამდვილად მეტს გაცილებით მეტს იმსახურებენ მოხუცი ხალხი ვირდე ჩვენ გგვგონია...
პენსიას იღებს და მაგით ყიდულობს საჭმელს და წამლებს და არის თავისთვიის. ამასწინათ მირეკავს რომ მოსულები იყვნენო და ჩაიწერესო ეს მაცივარიო ტელევიზორიო და დახმარებას აღარ მომცემენო
და ეს ვერ მივხვდი მე? 21 საუკუნის ადამიანს სიცოცხლის ბოლოს არ ააქვს უფლება რომ ელემენტარული საცხოვრებელი ნივთები ქონდეს? მერე რა რომ სოფელია?
ბოლოს დააყოლა რომ შავთეთრი ტელევიზორს კიდე არაუშავსო იმათმა მითხრესო.. და (ფირმა) მაცივარი არ შეილებაო. საბჭოთადროინდელი კი შეილებაო და ,...
მომიტევეთ გამწარებული ვწერ ამას ეხლა! ეს რა დოზანაააა? მექნება ძაან დიდი სურვილი რომ მაცივარი და ტელევიზორი და (ტელეფონი) ფუფუნებად არ ჩათვალონ!!!!
მესმის რო ბევრს არა ააქვს ესენი მარა ეს ხომ სირცხვილია????
მე ვწუხვარ რომ ჩემს გამო ბებიაჩემი უნდა დაისაჯოს პენსიაზე დანამატის გარეშე დარჩება
(ბევრ დენს წვაავ? - ესეიგი მდიდარი ხარ!!! განსაკუთრებით თუ ზამთარში დენით თბები!!!!) - ეს პონტი გამოდის
კარგია ახალი მანქანები? კარგია დიდი ხელფასები? კარგია დასვენება საკურორტო ზონებზე? გაუშვი ქონდეს მოხუცს ელემენტარული..... რა ქვეყანა ვართ მოკლედ რა
კარგია პრემია კიდო და.....
ვიცი არაა ეს ახალი ამბავი მარა მისახედი როა ფაქტია.........