რა ღირს სანომრე ნიშნები? სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 28 ლარი, გარდა:
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 900 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 1200 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 700 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 800 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 500 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაცია ვარირებს 001-დან 009-ს ჩათვლით – 200 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 300 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო განსხვავებულია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 100 ლარი;
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილი, რომლის ლათინური შრიფტი შედგება ფიზიკური პირისათვის სასურველი ასოთა კომბინაციისაგან – 50 000 ლარი. ამ შემთხვევაში ასოთა კომბინაცია არ უნდა აღeმატებოდეს შვიდ ერთეულს და არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, გეოგრაფიული ადგილის დასახელებას და/ან უხამსობას. ორი იდენტური სახელმწიფო სანომრე ნიშანი არ გაიცემა.
http://prava.jeje.ge/content/blogcategory/22/49/ This post has been edited by violet on 31 Aug 2007, 20:41