მოკლედ ძმა თემას არანაირად არ გიოფფებ,პირიქით მინდა რომ გაყიდო და ტყუილად არ გედოს სახლში ეგ ტყვიები და აქაც ტყუილად არ გქონდეს თვეობით გახსნილი თემა:
1) მონადირის მაღაზიაში (დასახელებას დაგიზუსტებ თუ გინდა) ღირს 50 ცალი სულ ახალი მაღალი ხარისხის მაგნუმის ვაზნები 22,5ლარი ანუ ცალი გამოდის 0,45 ლარი.
2) შენი ფასის მიხედვით ცალი ვაზნა გამოდის 0,67 ლარი
3)ის რომ ვაზნები ძველი საბჭოურია სულაც არ ნიშნავს იმას,რომ კარგია,პირიქით რაც დრო გადის მუხტი ძველდება და დიდი შანსია იმის რომ 10 ტყვიდან 3-4-მა ვაზნამ არ გაისროლოს (შენახვის პირობებსაც გააჩნია: ადგილი,ტენი,ტემპერატურა), ისე როგორც მე და ჩემ ძმას მოგვივიდა ერთხელ იაფად ჩაგვივარდა 500 ცალი ეგეთი შავი გეკოს ვაზნა და დაახლოებით 150 არ გავარდა და გადავყარეთ.
4) ჩემი რჩევა იქნება,როგორც მაგ საკითხში გამოცდილი ადამიანის, რომ დაადო რეალური ფასი აქაც და მარკეტზეც,რომ ადვილად გაყიდო და ფასის ნახვის დროს ადამიანს დარეკვის სურვილი გაუჩნდეს და რაც ყველაზე მთავარია არავის არ გაატანო ვაზნები შესაბამისი კალიბრის იარაღის რეგისტრაციის თავის სახელზე არსებული სათანადო მოწმობის წარმოდგენის გარეშე,რათა თავიდან აიცილო ის შესაძლო უსიამოვნებები რაც წინა პოსტის ავტორმა გითხრა