ბოიკოტი ისრაელს არის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული მოძრაობა, რომლის მამოძრავებელ ძალას დღეს ძირითადად წარმოადგენს ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო ქმედებები რეგიონში.
ბოიკოტი არაბულმა სამყარომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დაფინანსებამდე დაიწყეს, თუმცა მოგვიანებით უმეტესმა მხარემ აზრი შეიცვალა და გამოაცხადა რომ ბოიკოტი მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს რეგიონში.
თუმცა ბოიკოტი დღესაც გრძელდება და ნებისმიერი ადამიანია ამის მონაწილე ვინც თვლის რომ ისრაელის სახელმწიფოს ქმედებები არაადამიანურია.
2006 წელს მრავალმა აკადემიურმა და საგანმანათლებლო წრეებმა გამოუცხადეს ბოიკოტი ისრაელს. მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია დღევანდელი დღის უდიდესი მეცნიერი
Stephan Hawking. იგი 2013 წელს შეუერთდა ბოიკოტს და გამოაცხადა რომ მისი ეს გადაწყვეტილება იყო დამოუკიდებელი და ძირითადად ეფუძნებოდა იმ ინფორმაციას რასაც ის ფლობს მისი პალესტინელი აკადემიური კონტაქტებიდან.
2010 წლის აგვისტოში ნორვეგიის მთავრობამ გამოაცხადა რომ ნორვეგიის ეთიკის კონსულის რჩევით მათ შეუწყვიტეს ფულადი დახმარება ორ ებრაულ კომპანიას. ნორვეგიის მსგავსად სხვა და სხვა ქვეყნებში არსებულმა მრავალმა კომპანიამ გააუქმა კავშირები იმ ისრაელთან ასოცირებულ კომპანიებთან რომლებიც რეგიონში ახორციელებდნენ ინვესტიციებს.
კულტურის დარგიდან მრავალი წარმომადგენელი უცხადებს ბოიკოტს ირაელის ქმედებებს რეგიონში. მათ შორის ყველაზე მეტად აღსანიშნავია Pink Floyd-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი Roger Waters და ფრანგული ახალი ტალღის კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი Jan Luc Godard.
Roger Waters მოუწოდებს ყველა მუსიკოსს რომელსაც ისრაელში კონცერტის გამართვას თავაზობენ რომ უარი თქვან ამაზე.
მუსიკოსთა და ბენდთა სია რომლებმაც გააუქმეს კონცერტი ისრაელში:
Carlos Santana
Gorillaz Sound System
Massive Attack
Faithless
Steve Wonder
The Pixies
Elton John
Metallica
U2
Neil Young
და ა.შ...
პატარა სტატია Roger Waters-ზე (შეკრებილი ციტატები სამი სტატიიდან რომელთა ლინკები ქვემოთაა მოყვანილი)
პინკ ფლოიდის ერთ-ერთი დამაარსებელი ისრაელის სახელმწიფოსა და ნაცისტურ გერმანიას შორის პარალელებს ავლებს:
"არასწორია ხელოვანი ჩავიდეს და გამართოს კონცერტი ისეთ ქვეყანაში რომელიც სხვა ხალხის მიწის ოკუპაციას ახდენს და ჩაგრავს მათ ისე როგორც ამას ისრაელი აკეთებს. უარი უნდა თქვან. მე არ დავუკრავდი ვიშის მთავრობისთვის ოკუპირებულ საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს, ბერლინშიც არ დავუკრავდი მაგ დროს"
ვოტერსმა ის მუსიკოსები რომლებიც კონცერტებს მართავენ დღეს ისრაელში შეადარა იმ მუსიკოსებს რომლებიც ნაცისტური გერმანიისთვის მართავდნენ კონცერტებს.
"ბევრი მუსიკოსი აკეთებდა ამას მაშინ, 1933-დან 1946 წლამდე ძალიან ბევრი ხალხი არსებობდა რომლებიც თავს იტყუებდნენ თითქოს ებრაელების ჩაგვრა არ ხდებოდა. ასე რომ ეს ახალი სცენარი არაა რაც დღეს ხდება, უბრალოდ ამ შემთხვევაში პალესტინელები არიან მსხვერპლი."
მან ასევე თქვა რომ პარალელები არსებობს 1933 წლის გერმანიისა და დღევანდელ ისრაელს შორის და მაგალითად რაბინები მოიყვანა:
"რაბინებს უცნაური რაღაცეების სწამთ, მათ სწამთ რომ ნებისმიერი არაებრაელი ადამიანი დედამიწაზე მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ მათ ემსახუროს და ის ხალხი ვინც 1948 წელს გაყარეს თავიანთი მიწიდან და რომლების დევნას დღესაც აგრძელებენ მათთვის მათზე დაბლა მდგომი ადამიანები არიან. პარალელები იმასთან თუ რა ხდებოდა 1930-იან წლებში გერმანიაში იმდენად აშკარაა რომ არც არის გასაკვირი როგორ სწრაფად იზრდება ეს სახელმწიფო დღეს"
ვოტერსი ასევე ლაპარაკობს იმაზე თუ რამდენად ძლიერია დღეს ებრაული ლობი მსოფლიოში:
"ებრაული ლობი წარმოუდგენლად ძლიერია, განსაკუთრებით იმ დარგში რომელშიც მე ვარ - შოუბიზნესში, ან როგორც ამას ეძახიან "როკ ნ როლში"
მან ასევე აღნიშნა რომ ამერიკული მეინსტრიმ მედია "პროპაგანდის მანქანის" ნაწილია და წარმოადგენს
"უზარმაზარ განავლით სავსე ვედროს რომელსაც გულუბრყვილო ხალხის პირში ცლიან"
ლინკები და წყაროები:
http://www.jpost.com/Jewish-World/Jewish-N...-Germany-334484http://www.thedailybeast.com/articles/2013...-the-nazis.htmlhttp://www.timesofisrael.com/roger-waters-...o-nazi-germany/http://en.wikipedia.org/wiki/Boycotts_of_Israelძალიან ბევრი პრო-ისრაელის სახელმწიფოს მხარდამჭერები არიან აქ და ვფიქრობ საჭიროა მეორე მხარეც დავინახოთ კარგად.
This post has been edited by ex-პერტი on 27 Jul 2014, 01:32