commersant.ge/?lang=1&menuid=87&id=11646თბილისში, 26 მაისის მოედანზე, ხვალ სწრაფი კვების მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრენდის “საბვეი”-ს ახალი რესტორანი იხსნება. ცალკე მდგომი რესტორანი თბილისის მასშტაბით “საბვეის” ყველაზე დიდი და წარმომადგენლობითი ობიექტი იქნება.
გახსნაზე მოწვეულები არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების ქ. თბილისის #200 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც რესტორანი საკუთარი პროდუქტებით გაუმასპინძლდება.
“საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი.
საქართველოში “საბვეის” ფრენჩაიზის მფლობელი “საბ დეველოპმენტ ჯგუფი”-ს განცხადებით ჯგუფს ქსელის განვითარების კონკრეტული გეგმა გააჩნია, რომელიც 2015 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 5 საბვეის რესტორნის გახსნას ითვალისწინებს.
ახალი რესტორანი რიგით მეორეა დედაქალაქში, პირველი, ჭავჭავაძის გამზირზე #19-ში, 2013 წლის ნოემბერში გაიხსნა. მესამე რესტორნის გახსნა კი 2014 წლის ივნისის თვეში თავისუფლების მოედანზე იგეგმება. მომავალში “საბვეის” რესტორნები თბილისის თითქმის ყველა უბანში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიხსნება.
"საბვეის" ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი სენდვიჩების რესტორნების მსოფლიოში ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს.
მიმაგრებული სურათი