დღეს ერთერთ ნევროპათოლოგს მივაკითხე და საერთოდ, ყველანაირი ექიმის ნდობა დავკარგე, გული მერეოდა ერთი სული მქონდა იმ კაბინეტიდან როდის გამოვიქცეოდი
მოკლედ, რატომ გტკივაო სიმძიმე აწიეო თუ გაცივდიო, არადა არც ისეთი სიმძიმე ამიწევია რომ მახსოვდეს და არც გავცივებულვარ, დიაგნოზის დასმას ჩემგან ითხოვდა, მაგი რომ მე მცოდნოდა მაშინ მივაკითხავდი ავერსის აფთიაქს, ფარმაცევტებმა ხომ იციან რომელი რისი წამალია, მოვთხოვდი რადიკულიტის წამალი მომეცითთქო და ექიმი რაღაში დამჭირდებოდა??
გამსინჯა იცით როგორ?? მაიკა ამაწევინა შარვალს ქამარში ხელი ჩაავლო და ჩამხედა, მგონი რა ფერის ტრუსიკი მეცვა ის აინტერესებდა, აბა ჩახედვით თუ ადამიანი ისინჯებოდა არ ვიცოდი
მერე ხელი გამიშვა და დაიხარეო მითხრა, მეც დავიხარე, მაგრამ ამით რას მიხვდა ვერ გავიგე, დახრით ბოლომდე კი დავიხარე მტკიოდა თორემ მეტი რა
არც სურათის გადაღება მოუთხოვია, არც გავუსინჯივარ დაასკვნა შენ რადიკულიტი გაქვსო
მე ვუთხარი კუჭი მაწუხებს და აბებს ნუ დამინიშნავ ნემსი მირჩევნია თუ შესაძლებელიათქო
წინ ედო ტექსამენის ბუკლეტი, მას გადახედა წაიკითხა და სადღაც ალბათ რადიკული ამოიკითხა და დამინიშნა
მერეო რახან შენ ნემსები გყვარებიაო

ბარემ ბ კომპლექსის ვიტამინები
ც გაიკეთეო, დიმედროლი დალიე ძილის წინ დღეს და ხვალო, რაში მჭირდებოდა ეს დიმედროლი აზრზე ვერ მოვდივარ, ტონუსი გაქვს აწეული და დაგიწევსო, არც ის აუხსნია რა ტონუსზე მელაპარაკებოდა
ყველა წამალს ვარაუდებით და წამლის ინსტრუქციების წაკითხვის შემდეგ მინიშნავდა
კიდეო, არასოდეს არ უნდა დაიხაროო

, ე.ი. მთელი ცხოვრება გაშტიკინებული უნდა ვიარო
სად ვცხოვრობდი გამოიკითხა, ვინც მახლდა ის სად მუშაომბდა იმითაც დაინტერესდა არადა ვერ ვხვდები რატო, საჭმელი ბევრი ჭამეო არადა უჭმელობის მართლა რა მეტყობოდა ვერაფრით ამიხსნია, რეჟიმს თუ იცავო, არ უკითხია რის რეჟიმსო, მეთქი რის რეჟიმსმეთქი კვების, წოლის თუ რის, ზეწოლისო

კინაღამ გავგიჟდი, უეჭველი კაიფში იყო, თურმე იმით დაინტერესებულა ვინც მახლდა იმ მამაკაცთან დღეში რამდენჯერ მქონდა სექსი
მოკლედ, ეს დეგენერატი ან კაიფში იყო ან ექსპერიმენტებს ჩემზე ატარებდა, არადა მცალია ახლა მე მაგათი ექსპერიმენტებისთვის???
მაჟრიალებს რაააა