საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და სრულიად შესაძლებელია, რომ MAP-ის გარეშეც მოხდეს ნატო-ში გაწევრიანება.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეტა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, MAP-ი არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის.
"ჩვენ გვაქვს ორი მექანიზმი, პირველია ნატო-საქართველოს კომისია, მეორე კი წლიური ეროვნული პროგრამა. ორივე ფორმატში ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ, აქედან გამომდინარე, საქართველო კრიტერიუმებს გარკვეულწილად უკვე აკმაყოფილებს და სრულიად შესაძლებელია, რომ MAP-ის გარეშეც მოხდეს ნატოში გაწევრიანება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
უელსის სამიტთან დაკავშირებით მოლოდინის შესახებ, მინისტრის გაცხადებით, ამაზე საუბარი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არასაჯაროდ.
"როგორც გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, არსებობს ბევრი გზა იმისთვის, რომ საქართველოში მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს ასახული. თუ რა გზებია ეს, ამაზე ჩვენ გვქონდა ლაპარაკი, ეს ჯერჯერობით არ ექვემდებარება საჯარო განხილვას, ალიანსის წევრი ქვეყნები ამაზე მსჯელობენ. არსებობს სხვადასხვა საშუალებები, თუ როგორ შეიძლება ეს პროგრესი აისახოს და ეს აუცილებლად მოხდება უელსის სამიტზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უელსის სამიტზე დღის წესრიგში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვა არ დგას.
ჩანჩქერი
მასეთმა რაღაცამ გამოუსწორებელ ოპტიმისტებს ისედაც გაგვკრა გულში (ჩვენ ხომ ბოლო ტურამდე საქართველოს ნაკრების ფინალურ ეტაპზე გასვლას ველოდებით) , მაგრამ საკითხი რომელიც ,,არ ექვემდებარება საჯარო განხილვას'' რატომ უნდა გასაჯაროვდეს პრესკონფერენციაზე..............
რა იყო არჩევნებია მთავარი და გადავაყოლოთ ფუყუს ნატო?
* * *
მიშას აკრიტიკებდა ნახევარი ფორუმი მსგავს რაღაცებზე............