ნუ, ეს სტატია ჩემი დაწერილი არაა, ამიტომ მხოლოდ ამონარიდებს მოვიყვან, რეზიუმეს სახით.
მე პირადად, ცრემლები მომდიოდა თვალებიდან ამას რომ ვკითხულობდი.

თუმცა, სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს!
მაშ ასე:
წერა-კითხვის უცოდინარი დეპუტატი,"ახალი ვერსია", თეა თოფურია
"ენათმეცნიერების აზრით, ქართული ანბანი მსოფლიოში უნიკალური და უმარტივესია იმის გამო, რომ ყველა ბგერა ისევე იწერება, როგორც გამოითქმის. ანბანის ყველა ასოს ბავშვს პირველ კლასში ასწავლიან. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული მართლწერის წესები პარლამენტის წევრისთვისაც (საუბარია გოჩა ჩახვაძეზე) კი უცნობი ყოფილა.
ამ დასკვნამდე "ახალი ვერსია" ჩახვაძის მიერ შევსებული დეკლარაციის გაცნობის შემდეგ მივიდა. აღმოჩნდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატისთვის ქართულად წერა მთლად ადვილი საქმე არ ყოფილა....
..... ჰურის საცხობი, სამაჭური, ბეჭელი
ხელნაწერზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ გოჩა ჩახვაძეს გრაფიკულად მსგავსი ასოები: შ და წ,ჰ და პ, ჭ და ჯ ერთმანეთში ერევა. მაგალითად, დეკლარაციაში მას პურის საცხობის ნაცვლად "ჰურის საცხობი" უწერია. ასევე, დეკლარაციაში შეტანილია "ბეჭელი" (ალბათ - ბეჭედი), რომელიც 10 ათასი ლარი ღირს, კიდევ მეორე "ბეჭელი", ამჯერად 7 ათასლარიანი. ....
..... გამორჩენილი ქონების ნუსხის ჩამოწერის ბოლოს ჩახვაძე ითხოვს, რომ სია ადრე შევსებულ დეკლარაციას დაურთონ. რა თქმა უნდა, ეს თხოვნაც ტავისებურია: "გთხოვთ, დურთოთ დეკლარაციას!" თითქმის გამორიცხულია, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყოს, რადგან მეორე განცხადებასაც იგივე აწერია: "გთხოვთ, დურთოთ დეკლარაციას!" საბოლოოდდ კი ამ განხადებანადურთ დეკლარაციას დეპუტატი ხელს შემდეგნაირად აწერს: "ჩახვაძე გიორგი, არლამენტის შევრი".
სტატია შემოკლებითაა მოყვანილი, მთლიანი სტატიის წაკითხვა კი შეგიძლიათ "ახალ ვერსიაში" 24-25 ნოემბრის ნომერში.
პ.ს. რეკლამას არ ვაკეთებ, უბრალოდ მომეწონა სტატია.
This post has been edited by Antigone on 24 Nov 2004, 21:57