ტაააააკს. გადავწყვიტე გამეხსნა თემა ვიკინგ მეტალზე, სადაც განვიხილავთ, დავყრით, გავიზიარებთ და უბრალოდ ვადიდებთ ვიკინგ მეტალს.
ბევრმა არც იცის რა არის ვიკინგ მეტალი, რა ხილია, რისთვისაა რატომაა..
მოკლე ისტორია და მიმოხილვა აგერ:
ვიკინგ მეტალი არის, ასე ვთქვათ მეტალის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ეყრდნობა სკანდინავიურ მითოლოგიას, სიმღერის ტექსტები ძირითადად სკანდინავიური ლეგენდები, მითოსები და უბრალოდ ბენდების მიერ შეთხზული ამბებია.
აქცენტი კეთდება სკანდინავიურ რელიგიაზე (ვალკირიები, ვალჰალა, ოდინი... ესენი ხომ ყველამ ვიცით?).
ხო კიდევ ბევრი ამტკიცებს რომ ვიკინგ მეტალი არ არის ცალკე მდგომი ჟანრი როგორც Death მეტალი, Doom მეტალი, რადგან ხშირად იგრძნობა ხოლმე ბენდებზე სხვა და სხვა ჟანრების გავლენა ამიტომაა რომ ხშირად ბენდებს უწერიათ ხოლმე: Viking/Death metal ან Viking/Black და ა.შ.
პირველი ალბუმი რომელსაც ვიკინგ მეტალი ეწოდა იყო შვედური ბლექმეტალ ბენდი Bathory რომლებმაც 1988 გამოუშვეს ალბომი Blood Fire, ეს იყო ბლექი გაზავებული ომის ტექსტებით და სკანდინავიის მითოლოგიის სუბიექტებით.
დღემდე ითვლება რომ ამ ალბუმს უნდა ვუმადლოდეთ ვიკიგნ მეტალის არსებობას. იევიცი მე ესე ვთვლი.
არის ვიკინგ მეტალის ქვეჯგუფი რომელსაც ტროლმეტალი (trollmetal) ეწოდება, ეს უკანასკნელი ფანების მიერაა შემოტანილი მარა ამანაც დიდი პოპულარობა მოიპოვა, ისეთმა ბენდებმა როგორიც არიან Finntroll, Trollfest და კიდევ ბევრმა,
თავიანთი მუსიკა გადმოიტანეს სკანდინავიური ღმერთებისგან და ვალკირიებისგან ტროლებზე

მღერიან და ოხუნჯობენ ტროელბი, ორკები, გობლინები და ბევრი ბევრი მსგავსი არსებანი.
ვიკინგ და ტროლ მეტალის წარმომადგენელნი იშვიათად მღერიან ანტიქრისტიანულო თემებზე, ესენი უფრო ანტიადამიანურ თემატიკაზე მღერიან, ტროლ მეტალი კი ხშირად მასხრად იგდებს ბევრ ანტიქრისტიანულ ბლექ მეტალის ბენდს.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაც მოგწონთ მეტალი მაგრამ არ გისწორდებოდათ ანტიქრიასტიანული თემატიკა აგერ არის ვიკინგ მეტალი და ისიამოვნეთ!
ესეც ვიკინგ მეტალის ბენდები:
Amon Amarth (Melodic Death Metal)
Ásmegin
Bathory (Blood Fire Death and thereafter, excluding Requiem and Octagon)
Borknagar
Doomsword (influenced Doom Metal)
Einherjer
Ensiferum
Enslaved
Equilibrium
Falkenbach
Folkearth (Folk/Viking)
Frostmoon
Glittertind
Graveland (later albums, formely raw black metal)
Helheim
Kampfar
Korpiklaani (folk metal)
Mael Mórdha
Månegarm
Mithotyn
Moonsorrow
Nachtfalke
Otyg
Runic
Slechtvalk
Sólstafir
Stormwarrior
Suidakra
Thrudvangar
Windir
Thyrfing
Turisas
Týr (influenced Progressive Metal)
Unleashed
Vanaheim
Vintersorg (the albums - Hedniskhjärtad, Till Fjälls, Ödemarkens Son and newest Solens Rötter)
Trollfest (Folk-Viking Metal)
დავიღალე. ატვირთვები მერე. პახოუ მე ქართულებზე ვერ ვტვირთავ ამიტომ რაპიდშეარი საუკეთEსო ვარიანტია.
Zyklon დამეხარები ხომ?

P.S.
აუ იცით რამდენი ვიწვალე? აქ თითოეული ბენდის გვერდით მათი ქვეყნის დროშა მეხატა და ფორუმმა დამიწერა ძალიან ბევრი სურათიაო... არადა რამდენი ვიწვალე პატარა პატარა დროსებზეე.. და სულ ტყულად

((
This post has been edited by saruman on 26 Sep 2007, 18:25