კარგი იდეაა. აი მაგალითად:
ოთახში ორპირი ქარია ვიღიმი
მაგრამ ჩემი ###, არაფერი არ მიხარია.
ბავშვების ყიჟინა ისმის ეზოდან,
ის მენატრება ვინც არ მყავს მეზობლად.
ბევრს მოგზაურობენ სპილოები,
იხატება თეთრი ტილოები,
მაგრამ ჩემი ###, იხარჯება ტყუილად ფერები,
რაღაც შავთეთრს და ბუნდოვანს ვეფერები.
ნაგვის მანქანაც მოიტანს მყრალ სუნს,
დროებით მომიწევს ფანჯრის დახურვა,
სახლიდან უმიზეზოდ გასულს
კანი ამიდუღოს უნდა ზაფხულმა.

ცალ ფეხზე მკიდია პოეტი არ ვარ,
ნუ შემიფასებთ ამ რაღაც ბოდვას,
გულგატეხილს და მოწყენილს ვგავარ,
ფიქრებში უამრავს ჩავდივარ ცოდვას.
ჩემით.