ilelagi
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4683
წევრი No.: 93261
რეგისტრ.: 9-June 09
|
#41123849 · 31 May 2014, 12:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობარმა მთხოვა აქ დამედო ეს. პოლიტიკური სიტუაციის მისეული შეფასება ლექსად. გთხოვთ, მიიღოთ.
ეპიგრაფი: „თურაშაულის პატრონნი ტყეში ვეძებდით პანტასა პირველად კი არ მოგვსვლია ხშირად ვაკეთებთ ამასა~
ფარაონთა აკლდამიდან მონაბერი ნიავია, ძველბერძნული მითია, თუ შუმერული იგავია, მისი ფუძე-საძირკველი, ღვთივდაცული ერი ჩვენი, სიკეთისგან ბოროტების, ვერ გამმრჩევი ლიანგია! თვითონ ის კი წვრილთვალება, უბირთაგან არჩეული, ოცნებებით გაძეძგილი ქვეყნის ერისმთავარია, მარჩენალი მამაა და სულიერი მოძღვარია, ჭეშმარიტი რწმენისა და რელიგიის ქომაგია, ეკლესია-მონასტრების უანგარო სპონსორია, მსახიობთა, მასხარათა, ხელოვანთა პატრონია, საქმის, აზრის და ფიქრების, ზნეობრივი მსაჯულია, უპოვართა შემწეა და მდაბიოთა მფარველია.
მისტიურად მაგიური, კოსმიურად საკრალური, მოქალაქის , სტანდარტის და ეტალონის შემქმნელია! იუმორში ლეგენდაა! ანალიზში პირველია! გაგების და ტრადიციის, უპირობო დამცველია! მუსიკალურ, პოლიტიკურ , ალბინოსთა მშობელია, უამრავი სხვა ღირსების, მყიდველია, მფლობელია. რა ჩარჩი და რის მევახშე, მილიარდის მშოვნელია, „გრუზინცობის“ დასაყრდენი, უმტკიცესი გოდოლია! ყველაფერი კარგადაა, ოცნებების კონტროლია!!! გონებრივი, ქონებრივი, წინსვლაც უზარმაზარია! ლიხთსაქეთის, ლიხთსიქეთის, ახდენილი ზღაპარია, სიბნელიდან სინათლისკენ, სიცრუიდან სიმართლისკენ, უკანალის ქნევა-ქნევით, რონინი და გოგმანია, რაღა დროის ეჭვია და რაღა დროის ყოყმანია! ყვარყვარობა ზენიტშია,ჭორვილობა მოდაშია, უსახურთა ძალადობა, „ბლატაობა~ აღმართშია, ქეშობა და ძველბიჭობა, ძირითადში „სასტავშია“! უწიგნურთა უსუსურთა კარტბლანში და პარპაშია, მუღამი და დროსტარება, ჭორაობა-ღადავშია, არემარე აბსოლუტურ, სუიციდურ მარაზმშია! რეალური სინამდვილე, სიმბოლური გამარჯვება, რამიშვილში შალიკოში, ნნნოდარიკო ხადურშია, ორივეა კმაყოფილი, და ორივეც მაძღარია! ცხოვრებაში წარმატება, თქვლეფასა და ჭამაშია, შეურყვნელი სილამაზე, მოშიშვლებულ გავაშია, და რუსების სიყვარულიც, ძველებურად ძალაშია, ორგაზმი და აღმაფრენა, კვლავაც მათთან „ზასავშია“, იმედების გაცრუება, თადარიგში, „ზაპასშია“.
„თხა და გიგოს~ წაკითხვიდან, „პროცესამდე~, „ულისემდე“, არც, თუ დიდი მანძილი და გრძელი გადასარბენია, გზაზე წიფის გვირაბია, სტეპებია, ტრამალია, თოვლის ცივი ქვეყანა და სენის მწვანე მინდვრებია, ბოსფორის და გიბრალტარის შორი ჰორიზონტებია, ლურჯი ოკეანეების ბობოქარი ტალღებია, ცათამბჯენთა ცადაწვდილი, გამყინავი კივილია, ინკები და აცტეკები, კორტესი და კოლუმბია. აბსტრაქციის სილამაზე, ექსპრესიის ვნებებია, ჩვენი ქვეცნობიერი და დათრგუნული გრძნობებია! სალვადორი დალია და #5 შანელია, ტრაფალგარის ხედებია, მონროა და ჰეპბერნია! ირანული პეიზაჟი, ტიგროსი და ევფრატია, გახსოვს იერუსალიმი?, ბედუინთა კარვებია, ახალგაზრდა ინდოეთი და სულ ნორჩი ჩინეთია! ტვირთად ფუნდამენტალიზმი, LGBT ცოდვებია! კეისარი რუბიკონთან, ევერესტზე შერპებია. „ქვა პირველმა მან ესროლოს...“ თანამდევი, მუდმივია! ადამის ძის დამღუპველი, იუდების „ამბორია“. უმძიმესი ცდუნება კი, უმთავრესი გამოწვევა, შენი სახლის აივნიდან დანახული ედემია, შავნაბადა, ნარიყალა, მთაწმინდა და მეტეხია!!!
ხალხის გამომფიხზლებელი, მათი ნების განმსაზღვრელი, ქისაში, ხომ ძველებურად ლოტოს კოჭთა ჩხრიალია, გრეჩიხები, ხაინდარვა, მაესტროა, ღლონტებია, საგანელიძეები და ოდიშვილის ა(მ)ბებია, ობიექტივ-TV-ია და მელორ ვაჩნაძეებია! არეშიძე-ინაშვილი-ბედუკაძე-ლეჟავები, КГВ - ში ნარბენი და მიუსაფრად დარაჩენილი, წვრილი, წვრილი სუბტიტრები, მორბენალი სტრიქონია! დარისპანის გასაჭირით, მკვეთრი ზედაპირულობით, გონებრივი სიჩლუნგითა და ბალღამით გაჟღენთილი, კვირის „რიჟა“ პალიტრები, „თბილისური ფორუმია“. მათი თვალით დანახული, აღქმული და ასახული, გადმოცემულ-მოყოლილი, ბევრჯერ გადამოწმებული, ასავალში-დასავალში მოთხრობილი ამბებია: „მეტროგოლდვინმაიერი“-„ორთაჭალის ბაღებია“! მათი სულის ძახილი და მათი გულის ნადებია!!! ამათ მერე, ამის მერე, სადმე არის კიდევ რამე? გეგულებათ კუნჭული და გეგულებათ არემარე? რაც ფეხზე დგას, არ ინგრევა, რაც სუფთაა, ფაქიზია, რასაც ჯერ არ დარხევია, რასაც ჯერ არ გასდებია!
დასადგენი და გასარკვევი კი, მხოლოდ და მხოლოდ ერთად-ერთია, გაქსუებლთა შთამომავალი, ნათესავი და ალი-კვალია? ნაძირალა, თუ მართლა ბარდია?, ტაკიმასხარა აქუბარდია! როგორ ამბობენ? ნანუაშვილი რეკორდსმენი, თუ ომბუდსმენია, მისი პროფილი რომაულია, გამოხედვა კი გონივრულია! პლეხანოვზე, რომ დაბაჯბაჯებდა,ვორონცოველი კიკა, თუ გახსოვთ? მისი ასლია? მისი შარჟია? დიდი რობიკოს დადგმულ სპექტაკლში: პაპუაშვილის ნათამაშევი - ტრაგედია, თუ ვოდევილია?! ყოველდღიურ რეჟიმში და პერმანენტულ სიძულვილში, წამომცდარის, ჩასადენის, ახსნა-განმარტებებია, გვიმღერიან დითირამბებს მოძულებულ ქალაქიდან, კონტრალტოთი ხიდაშელი, სოპრანოთი ბესელია! და თბილისის მერობისთვის ნარმანიაც „ნარმალნია“ ! მიროტაძე- ჩაფიძეებს, კალაძეებს, გრიგოლიას, უსუფაშვილს, მარგველაშვილს და უთვალავ კოჭოიას, შიხიაშვილს, სესიაშვილს, ბიჭიკია-ჭიჭიკიას, წულუკიან-კობახიძეს, ჯაჭვლიანებს, ქანთარიას, დავასახლებთ, დავანაყრებთ გაბრწყინდება ივერია! იმერლიშვილს მოვასუქებთ , ჩამოვახრჩობთ ბოკერიას, მერაბიშვილს „გავსროკავთ“ და წავიმღერებთ ოდელიას, დაგვახრჩობს და ბოღმა შეგვჭამს, შური ძმაო ოხერია! ვოლსკები და ტრიპოლსკები, ნუთუ? მართლა მოგვერია, 25 თებერვალიც, ისევ კარზე მოგვდგომია, ირგვლივ თითქოს, ბიბლიური სოდომი და გომორია. სიდან ბიჯო! ჩია კაცებს, ამოდონა ამბიცია! უბადრუკი, გადამდები, კოშმარი და ფსიქოზია, სიმახინჯის „გაპრავების“ უსინდისო ზეიმია, უვიცობის, უხამსობის, ყიჟინა და ყროყინია, უუნარო იმპოტენტთა, აღგზნებული ბოყინია, უნიჭობის, უჯიშობის, სულმოკლეთა ბოგინია!
ცოლისდა და ნათესავი? სადაური ბაზარია! ჩვენი TERRA INK0GNITA, ამაზრზენი ALTER EGO , საყვარელი, უცოდველი, ქიზიყელი სიმამრია, ბურატინო პრემიერიც, მიხოს თეთრი ჩოჩორია, რით ვერ გავისიგრძეგანეთ, ეს დამპალი ისტორია! მოვიშორებთ მათ ადვილად, საცოდავებს ნუ გვგონია, ბედდამწვარი საქართველოც, ბეჭდდარტყმული გოიმია! ჩუმი, მწველი, სირცხვილი და, მწარე გულისტკივილია, უკეთესის მოლოდინი, უსასრულო ლოდინია!!!. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეპილოგი: გვეჩვენება დამძიმებულთ, ყველაფერი სიზმარია, მაგრამ მაინც, მათი ბოლო, ხომ დაწნული გოდორია!!!
This post has been edited by ilelagi on 31 May 2014, 12:05
--------------------
”ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა” ”აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი” "კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს" "სადაც ხარ და რაც გაქვს იმით გააკეთე ის რაც შეგიძლია" დეოკუპაცია! http://aisiforce.org; http://darbazi.info
|