axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#40609514 · 16 Apr 2014, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე მიფიქრია, რომ იყოს ერთადერთი ქალაქი, რომელშიც წასვლის საშუალება გავცვალო ყველა სხვა ( საზღვარგარეთის) ქალაქების ნახვაში, ნიუიორკს ავირჩევდი მეთქი.
პრეგანწყობა:
ძაან მომწონს, მეამაყება როგორც ჰომოსაპიენსს, რომ შევძელით და ავაშენეთ, დავიწყეთ ოჰენრის ღატაკი წესიერი ადამიანებით და ავაშენეთ, ყველა სხვა პლანეტის შესაშურად. პატივს ვცემ- მიმაჩნია რომ მსოფლიოს დედაქალაქია! მსოფლიოს დედაქალაქი ან, არ უნდა ყოფილიყო ინგლისურენოვანი ( პარიზივით) ან არ უნდა ყოფილიყო ერთი რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი ( ნიუიორკივით).
პარიზი იყო მსოფლიოს დედაქალაქი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა ეპოლეტები. ამასობაში კი ისედაც აწოწილი ნიუიორკი ფანტასტიურად განვითარდა და მსოფლიოს მთავრობის - გაეროს შტაბბინობაც დაიმსახურა. ნიუიორკი გახდა მსოფლიოს დედაქალაქი. თანაც სამართლიანად.
ძალიან მშურს, ვიცი რომ იქ მუდმივად ციყვის ბორბალში ტრიალებს უამრავი კარგი ადამიანი,რომელთა შრომა საჭიროა რათა ეს გიგანტი, ამავე დროს მარტოხელა გაუთხოვარის განჯინასავით პრიალებდეს (განმარტება: ნიუიორკის სოციალური სივრცის არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი მოუვლელი არაა, თლა ნიუიორკის თუ არა, მანჰატენის მაინც)
ძალიან ახლობელია: მიუხედავად იმისა რომ შორია ( არადა ამ წუთას აქ ვარ, მეხუთე ავენიუზე, ჰოტელ პენინსულა, 1402 ოთახში, ტრამპის ცენტრიდან 50 მეტრში), სინამდვილეში ყველასთვის ნაცნობი და ახლობელია: აქ ცხოვრობდა ბევრი ჩემი ჯიგარი: კრამერი დასტინ ჰოფმანი, კლინტ ისტვუდი ბინძური ჰარი, დენირო ტაქსისტი, მაკოლეი კალკინი - კევინი " მარტო სახლში", ნუდლზი ერთხელ ამერიკაში, ნუ, ტუტსი დასტინ ჰოფმანი, მეზარება ყველას ჩამოთვლა, ყველა მათგანის ნიუიორკი მახსოვს. დიდებული და მშფოთვარე, ღირსებისთვის მებრძოლი და წესრიგისთვის მებრძოლებთან დამარცხებული,
ჰოლივუდი სადღაცაა, ქვემოთ, მაგრამ ჰოლივუდს ერთი მთავარი გადასაღები პავილიონი აქვს - ნიუიორკი.
6 თვის წინ მუყაოს ჩინური სათამაშო კრაისლერის ცენტრი ავაწყვეთ მე და სანდრომ, გვიდგას მაგიდაზე, მერე იგივე შენობა ობლივიონში ვნახეთ. და ... დღეს მე ვნახე რეალში. ალბათ 30 სურათი გადავუღე ქუჩიდან , ყველა ხუთ მეტრში სხვადასხვა იყო, ყველა ლამაზი. მაგრამ... ის ერთერთი ( და არა ერთადერთი) იყო, ძალიან ლამაზი მარწყვი 1000 მარწყვიან ტორტში. დანარჩენი 999 ასევე უდიდესი შრომის, განვითარებულობის, ინფრასტრუქტურის, ხელოვნების და ახალგამოგონილი ტექნოლოგიების შედეგი.
ამ ხალხს ძალიან უყვართ საკუთარი ხალხი. ამიტომაც უნდათ რომ ასეთი ლამაზები ააშენონ და .. შეუძლიათ რომ ასეთი გამძლე და მაღლები ააშენონ.
სქაიკრიპერები - ზეცის მკაწრავები.
ამ ქალაქში უამრავი წერწერაა. მაგრამ .. უცებ აღმოაჩენ რომ ამ წარწერებით ეს ქალაქი კი არ გიბრძანებს, არამედ გელაპარაკება, გირჩევს, გთხოვს: "ადამიანი მუშაობს", " დგომა აკრძალულია, იმ შემთხვევების გარდა, თუ ტვირთი გაქვს ასატვირთი ან ჩამოსატვირთი", "სამშენებლო ტერიტორიაა, შენი პასუხისმგებლობით გადაწყვიტე შიგ შესვლა", "ამ ხაზზე მატარებლები ( მეტროსი) მოძრაობს დასვენებისა და დღესასწაულების დღეებში, ხედავ რამეს? თქვი რამე, დარეკე პოლიციაში, " აქ თვით შუქნიშნებიც გელაპარაკება, აი ასე: ქვეითს გადასვლის ნებართვად ენთება მოსუარულე კაცის პიქტოგრამა, გაჩერების მანიშნებლად კი ხელის გაშლილი ზეაღმართული მტევანი, მაგრამ, ხელის აღმართვისას იწყება კლებადი წამების ციფრების ჩვენებაც - 15, 14,13 ეს ის დროა, რომლის შემდეგ მანქანებს აენთებათ მწვანე. ანუ შუქნიშანი ბოლო შანსს გითვლის და გასწავლის ისე გადახვიდე, რომ მოძრაობაც არ შეაფერხო და მძღოლთან მზერათა დუელიც არ დაგჭირდეს.
მართალია, ხალხი იმდენად დიდი ნაბიჯებით დადის, რომ შეგრცხვება გააჩერო და დაელაპარაკო, მაგრამ სულ სხვა ამბავია პერსონალი, სულერთია რისი. მაღაზიის, მუზეუმის, პოლიციელი, (სასტუმროს პერსონალზე არც მაქვს საუბარი, მათთვის ღმერთი ხარ). ხო, პერსონალი, უცხო, არანაირად რომ არ ევალება შენი მასპინძლობა, ძალიან კეთილგანწყობილია, აუცილებლად ფურცელზე დაგიწერენ, დაგიხატავენ იმ გზას, შენ რომ იკითხე, დაგიწერენ რა ტრანსპორტი მიდის და დაგიმარცვლავენ იმ გაჩერების სახელს, სადაც უნდა ჩამოხვიდე. აქ ყველას უყვარხარ, მითხრა ამერიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა გოგონამ. -------------- და მიუხედავად დიდებული და გიგანტური ნაგებობების უსასრულო ჯარისა, ხალხი ამ ქალაქის მთავარი სილამაზეა. ხალხია იმის დასტური, რომ ნიუიორკი მსოფლიოს დედაქალაქია. ხალხი ჭრელზე ჭრელი, მაგრამ მაინც ერთიანი. ერთმანეთს გვანან იმით, რომ ყველას ერთ მეტრიანი ნაბიჯი აქვთ, თითქმის დარბიან. მიზანდასახული, ენერგიული, კარგად, გემოვნებით ჩაცმული, განათლებული , ჭკვიანი თვალებით. ხო, არ მოგესმათ- ჭკვიანი თვალებით. ფაქტიურად ვერ ნახავ დებილს, დოღრიალას. აქაური ბომჟიც კი რაღაც ინტელექტუალის გამოხედვით გიყურებს.
ადამიანები ფილმიის გმირებს ჰგავან, გაგიკვირდება და . . გარეგნობით. ქუჩაში შემხვედრ პირველ 100 კაცში აუცილებლად აღმოაჩენ 5-ს, რომელსაც სახელი რომ იცი ისეთ ჰოლივუდურ ფეისს მიამსგავსებ და 60 კიდევ ისეთი, დიდი ალბათობით რომ შეიძლება მეორეხარისხოვან როლში გენახოს, ძალიან მსგავსი. ეს ჰიპნოზურად მოქმედებს: ჰოლივუდის ალეაში შეიძლება წარმოიდგინო თავი. შემთხვევით გამვლელთა 20-30 % გექნება შთაბეჭდილება, რომ იცნობ. დღეს ასე მომივიდა. ალბათ იმის ბრალია, რომ თბილისიდან გამოყოლილი ჩვევა- თუნდაც წამიერად შეხედე ყველას, ვინძლო ნაცნობს უსალმოდ არ ჩაუარო, ყველას ვუყურებდი. ალბათ 100-ს ყველა 50 მეტრზე. არადა ახლა გადავთვალე, თითქმის 8 კილომეტრი გავიარე. ამ კილომეტრებს დაუმატე ის, რომ იმ "გაკვრით" შეხედვის შემდეგ ალბათ 1000 ადამიანი " მეცნო" . კი, არაა ბრედპიტი, კეიტ მოსი, მარკ მალენი, კენი როლინსი, მიშელ ფაიფერი, არც ლენი კრავიცი, სერენა უილიამსი ან ვუპი გოლდბერგია, მაგრამ ისე ჰგავს, როგორც ტყუპისცალი არაიდენტური. ზოგიც იდენტური ტყუპისცალი. და ეს ყველაფერი ქვეშეცნეულ ემოციად: ზეადამიანების ნაკადში მეც ერთერთი ვარ. სასიამოვნო შლეიფს ტოვებს. კიდევ ერთი შლეიფი, ეს სუნია. ვერ წარმოიდგენ მასშტაბს, მთელ ნახევარკუნძულზე ( უზარმაზარი სივრცე) ახლა გამომცხვარი ჰამბურგერის სურნელი დგას. ხშირად კი არ გხვდება, არამედ ყველგან დგას, ახლა მეთოთხმეტე სართულზე ამომივიდა.
ღამის მანჰატენი 05:00 ყველაფერი ირეცხება, შენობებიდან გამოაქვთ ნაგვის პარკები. ხალხი - მხოლოდ მუშები. ერთ სამ ადგილას სამშენებლო მოედნებია და გახურებული მუშაობა მიდის. მაღაზიები 85% დაკეტილია და ვიტრინები ბრწყინავს. თაიმსკვერზე ყველაფერი ბრწყინავს, მაგრამ ტროტუარზე ცოტაa ტურისტი, ტურისტების გარეშე კი ამ ადგილს ხიბლი უმცირდება. ქალაქს არ სძინავს, პირიქით, ახლა გზებზე სამშენებლო ტექნიკაც მეტია ვიდრე დღე.
მეტრო მეტრო ნიუიირკში თითქმის ისეთივე საყვარელია როგორც პარიზში. იმით რომ ძაან ძველია და ძაან ფამილარული. შესავალში ვიტყვი, რომ პარიზის და ნიუიირკის მეტროები სილამაზით, სივრცით, პომპეზურობით, მასალის სიმდიდრით არათუ მოსკოვის მეტროს ჩამორჩება სადღაც ოთხჯერ, არამედ თბილისისასაც. ის ძველია "დაბალჭერიანია" ბინძურია, რთულია და ჭრელია. ამ სიჭრელეში კი დიდია მრუმე ფერების წილი. მაგრამ ... იქ ნიუიორკია, ერთერთი იმ ნამდვილი იპოსტასით, რომელიც უკვე 100 წელია ასეთია. პარიზისასაც იგივე კრიტერიუმებით ვაფასებ. და იგივე კრიტერიუმებით, პარიზისა ჯობნის ნიუიორკისას. აი კიდევ ერთი რაკურსი, რომლითაც პარიზისა სჯობია ნიუიორკისას და ორივე ერთად მოსკოვისას და თბილისისას - ეს სპონტანური, წამიერი, თუნდაც ილუზირულ- განწყობითი მაგრამ მაინც, ურთიერთობებია. მეტროში ამ ქალაქთა შეულამაზებელი სულია . პარიზში აღმოაჩენ, რომ ჯადოსნური კვერთხის ძალით ფითქინა სიფრიფანა მოზუცი ქალბატონი მოგმართავს ლეგენდარული სიტყვებით - მერსი, .. გვერდზე ტრანსში მყიფი კუნაპეტი ზანგი, დიდი ნაუშნიკებით ფრანგულად მღერის და ცქმუტავს, იმ სიმღერაზე, რასაც ჩვენგან დაფარულად ისმენს - ეს ფრანგული რეპია. ხალხი კარგად ჩაცმულია და შერბურის ქოლგებიდან გამოყოლილი პერსონაჟებიც აქაა. ნიუიორკის მეტროს ხალხიკი, ნაკლებ რომანტიკულია, ოღონდ მეტად ჰოლივუდური, საქმიანი, ჭრელი, კარგად ჩაცმული. თბილისის მეტრო კი, გარეგნულ მასშტაბებში უპირატესობის მიუხედავად, ვერ მალავს მთავარ კომპრომატს- აქ უბედური, 9 გზის წაგებული, 7 გზის მოტყუებული, გაძაღლებული ხალხი ცხოვრობს.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|