თემქაზე პატრულის თანამშრომელი საკუთარ სახლთან დაჭრესთბილისში, თემქაზე, წუხელ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. როგორც დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა და მისმა თანმხლებმა მოქალაქეს სთხოვეს, მათი ავტომობილისთვის გზა გაეთავისუფლებინა. მოქალაქემ ამაზე უარი განაცხადა და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შელაპარაკების დროს დაჭრა არ მომხდარა. კერძოდ, მათი თქმით, კამათი დასრულებული იყო და დაახლოებით 10 წუთში თემქაზე, ზღვის უბნის ქუჩაზე მდებარე ორ კორპუსს შორის კიბიდან ჩამოვიდა მოქალაქე და პოლიციელი და მისი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა.
პოლიციელს დანით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული და გადაყვანილია #5 საავადმყოფოში. პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია და იგი რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიური მკურნალობის პალატაშია მოთავსებული.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/krim...an-datcres.htmlუკვე პოლიციელებზე გადავიდნენ?
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo