მობრძანდით ჩვენს ოფისში, მოაწერეთ ხელი კონფიდენციალური ინფორმაციის არ გავრცელების გარანტიას და გაჩვენებთ ციფრების რეალობას

ზოგ პროდუქტზე ჯამური ფასნამატი არ აღემატება 3 ლარს (ბაზარზე კონკურენციის გამო) და რა ნაირად მოგცეთ 3 ლარი თან ჩვენ ვიწვალოთ ყველაფერზე? საგარანტიო მომსახურებაზე და პროდუქციის დაბრუნებაზე ხომ საერთოდ არ ვამბობ

რაც შეეხება 50 ლარიანი ნივთის შემთხვევას მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითს
ნივთი რომელიც ჩვენთან ღირს 49 ლარი
მისი თვითღირებულება არის 37 ლარი დღგ-ს გარეშე ანუ 37*1.18 =43.66
ანუ მოგება 49-43.66 = 5.34
ამ აქციაში ჩვენ გიხდით 2.00 ლარს რამაც მოგების 37,4% შეადგინა
ჯამში კომპანიის მოგებამ შეადგინა 3.34 - ჩვენ უნდა მოვემსახუროთ ჩვენ ვუზრუნველყოთ ტრანსპორტირება და ა.შ.
გარდა ამისა 2 ლარიანი კუპონების შემთხვევაში თქვენ მინიმუმ 0.50 თეთრი გერიცხებათ რაც პროცენტულ მაჩვენებელში 25% შეადგენს
მეგობრებო დახურვას არავინ არ აპირებს. სამწუხაროთ დღეს აი-თი დეპარტამენტმა ვერ მოასწრო სლაიდერის დამთავრება. გარდა ამისა შემდეგი კვირიდან სარეკლამო აგენტების 15 კაციანი გუნდი უზრუნველყოფს საინტერესო, ინოვაციურ და რაც მთავარია ახალი აქციების უწყვეტ ნაკადს.