#41153005 · 3 Jun 2014, 00:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Opinel
QUOTE | სად მთავრდება თავმოყვარეობა/ღირსება და იწყება ამპარტავნება? |
როდესაც იცი, რომ შენი ფარული არსი ღვთიურია, მარადიული და ქრისტესთან შეკრული, განიცდი შენს ღირსებას და თავი ისევე გიყვარს, როგორც სხვა ვინმე ადამიანი, რომელიც ამ მარადი არსით შენი ძმაა. მასშიც ის გიყვარს და იმის დაცვა გინდა. ანუ თავ - მოყვარეობას და ღირსებას ეგოსთან კავშირი არა აქვს. ისევე როგორ თავის- უფლებას - თვით-ნებურობასთან. პატივმოყვარეობა კი ეგოს განდიდების სურვილია, წარმავალ უნარებზე, ნიჭებზე და თვისებებზე მიჯაჭვა და იმათზე ზრუნვა, რაც მთავარის - გასაღვიძებელი ღვთიურობის და მარადიულობის ხარჯზე ხდება და მას გავიწყებს. ალბათ ისაა გადამწყვეტი, თუ რა შინაარსისაა ღირსების სუბიექტური განცდა, ამ ღირსებას რას უკავშირებ: ნიჭს, გარეგნობას, ჭკუას, წარმომავლობას, სტატუსს (ანუ წარმავალ ფასეულობებს) თუ სიკეთის ქმნის, დათმენის, შენდობის, სიწმინდის და ა.შ უნარებს ( რაც რჩება ესენციაში და მოქმედებს მარადიულისთვის). შეიძლება გაუგებრად დავწერე, ნუ, ასე ვფიქრობ.
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|